რვული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რვული – მრავალმარცვლიანი ლექსი. XIX საუკუნემდე ეს საზომი გვხვდება როგორც 16-მარცვლიანი შაირის ნახევარსტროფი, თუმცა ზოგჯერ დამოუკიდებელი საზომის სახითაც არის — აქვს რითმა და ინტონაციური დამოუკიდებლობა. ა. გაწერელია გამოყოფს შემდეგი სახის რვამარცვლიან ლექსს: ოთხი ქორე; ორი პეონი; მეორე პეონი და ორი ქორე; ორი ქორე და მეორე პეონი; დაქტილი, ქორე, დაქტილი; ორი დაქტილი, ქორე. ყველაზე უფრო ხშირად ქართულ ლექსში გამოყენებულია დაბალი შაირის ნახევარტაეპი.


ლიტერატურა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები