ანაფორა (სტილისტიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ანაფორა''' – (ბერინ. anaphora – ზევით გამოტანა), პოეტური ფიგურის სახეობა, ერთისა და იმავე ან თანაჟღერადი ბგერითი შედგენილობის სიტყვების ან სინტაქსური კონსტრუქციების გამეორება სალექსო ტაეპებისა თუ სტროფების  დასაწყისში. პროზაში –ფრაზების ერთი და იმავე სიტყვებითა და გამოთქმებით დაწყება.
+
'''ანაფორა''' – (ბერინ. anaphora – ზევით გამოტანა), პოეტური ფიგურის სახეობა, ერთისა და იმავე ან თანაჟღერადი ბგერითი შედგენილობის სიტყვების ან სინტაქსური კონსტრუქციების გამეორება სალექსო ტაეპებისა თუ [[სტროფი|სტროფების]] დასაწყისში. [[პროზა]]ში – ფრაზების ერთი და იმავე სიტყვებითა და გამოთქმებით დაწყება.
  
 
ერთმანეთისაგან განასხვავებენ ბგერით, ლექსიკურ და სინტაქსურ ანაფორას.
 
ერთმანეთისაგან განასხვავებენ ბგერით, ლექსიკურ და სინტაქსურ ანაფორას.

11:21, 1 აგვისტო 2025-ის ვერსია

ანაფორა – (ბერინ. anaphora – ზევით გამოტანა), პოეტური ფიგურის სახეობა, ერთისა და იმავე ან თანაჟღერადი ბგერითი შედგენილობის სიტყვების ან სინტაქსური კონსტრუქციების გამეორება სალექსო ტაეპებისა თუ სტროფების დასაწყისში. პროზაში – ფრაზების ერთი და იმავე სიტყვებითა და გამოთქმებით დაწყება.

ერთმანეთისაგან განასხვავებენ ბგერით, ლექსიკურ და სინტაქსურ ანაფორას.

ბგერითი:

მშვენიერო, შენ გეტრფი,
შენი მონა ერთგული,
შენით სულდგმულს, შენგანვე
შენთვის მიძგერს ეს გელი.

(აკაკი).


ლექსიკური:

არ გავცვლი სალსა კლდეებსა. უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა.

(რ. ერისთავი).


სინტაქსური:

საით მივყევარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი,

(გ. ტაბიძე).



წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები