ქიცვიანი ზვიგენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 16: ხაზი 16:
 
კვერცხები (ქვირითი) დედლის წყვილ საკვერცხეშია მოთავსებული.
 
=====გამოყენება ====  
+
====გამოყენება ====  
 
ამ თევზის ხორცი გემრიელია და 8-12% ცხიმს შეიცავს; მას არა აქვს ძვალი და სპეციფიკურ სუნსაც მოკლებულია. მისი ხორცისაგან კონსერვებსაც ამზადებენ. ლვიძლი საერთო წონის 11-15%-ს შეადგენს და ცხიმოვანია. ის შეიცავს A და D ვიტამინს, რასაც დიდი გამოყენება აქვს მედიცინაში. მისი თავისა და ფარფლებისაგან წებოს ამზადებენ. ტყავს ხმარობენ  ხის ზედაპირის დასამუშავებლად, ვინაიდან მას აქვს წვრილი კბილები. მის ტყავს იყენებენ ქეჩისა და ფეტრის ნაწარმის დასამუშავებლად.
 
21:08, 29 დეკემბერი 2025-ის ვერსია

ქიცვიანი ზვიგენი – Squalus acanthias L

ტიპი: ქორდიანები
კლასი: ხრტილიანი თევზები
გვარი: ქიცვიანი ზვიგენი
ოჯახი: ქიცვიანი ზვიგენისებურნი

გავრცელებულია ატლანტისა და წყნარ ოკეანეში, ბარენცის, ბერინგის, ოხოტის და იაპონიის ზღვებში, სიგრძით 2,8 მეტრს აღწევს, ხოლო ჩვეულებრივი სიგრძე კი 1-1,5 მეტრს.

სარჩევი

ბიოლოგია და სარეწაო მნიშვნელობა

ქიცვიანი ზვიგენი, ანუ კატრანი ზღვის გუნდური თევზია. უმთავრესად წყლის ფსკერის სიღრმეში მოიპოვება, მაგრამ ზედა ფენებშიც გვხვდება. ხშირად ბადეში მოხვედრილ თევზებს ჭამს და ზოგჯერ ანკესიანადაც კი გადაყლაპავს ხოლმე. ბადეებს, თეეზების ძებნისას, ღრღნის და ხევს. ფარფლებს ქიცვებით საგრძნობი ჭრილობის მიყენება შეუძლია.

ტოფობა

ცოცხლადმშობი თევზია. შეუღლება (შავ ზღვაში) გაზაფხულის დასაწყისში ხდება – 40-45 მეტრის სიღრმეზე; ზამთარში და გაზაფხულზე ლიფსიტებს სანაპირო ზონის მახლობლად 15-35 მეტრის სიღრმეზე ყრის.

კვერცხები (ქვირითი) დედლის წყვილ საკვერცხეშია მოთავსებული.

გამოყენება

ამ თევზის ხორცი გემრიელია და 8-12% ცხიმს შეიცავს; მას არა აქვს ძვალი და სპეციფიკურ სუნსაც მოკლებულია. მისი ხორცისაგან კონსერვებსაც ამზადებენ. ლვიძლი საერთო წონის 11-15%-ს შეადგენს და ცხიმოვანია. ის შეიცავს A და D ვიტამინს, რასაც დიდი გამოყენება აქვს მედიცინაში. მისი თავისა და ფარფლებისაგან წებოს ამზადებენ. ტყავს ხმარობენ ხის ზედაპირის დასამუშავებლად, ვინაიდან მას აქვს წვრილი კბილები. მის ტყავს იყენებენ ქეჩისა და ფეტრის ნაწარმის დასამუშავებლად.

წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები