აბაშელი ალექსანდრე ბესარიონის ძე
(→წყარო) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''აბაშელი, ალექსანდრე [ისაკ ბესარიონის ძე ჩოჩია] (1884, 15/VIII – )''' – პოეტი, მწიგნობარი და საზოგადო მოღვაწე, „მზის მგოსანი“. დაიბადა სენაკის მაზრის სოფ. საჩოჩიოში, უღარიბესი გლეხის ოჯახში. 5 წლისას დედამ წერა-კითხვა დააწყებინა. 6 წლისას მამა გარდაეცვალა. 7 წლის ალექსანდრე აბაშის სკოლაში შეიყვანეს, რომელიც 12 წლისამ დაამთავრა. შემდეგ სწავლობდა ქუთაისის საქალაქო სასწავლებელში. დედის გარდაცვალების გამო დაუბრუნდა სოფელს და ოჯახს (ორ ობოლ დას) უვლიდა. 17 წლის ასაკში, მეზღვაურობით გატაცებული, ფოთში ჩავიდა. აქ ზღვით ისე მოიხიბლა, რომ გადაწყვიტა, [[კაპიტანი]] გამხდარიყო. ამ მიზნით, ერთ კაცს ქ. ხერსონის საზღვაო სკოლაში შესასვლელად გაჰყვა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია და ისევ [[ბათუმი|ბათუმში]] დაბრუნდა, აქედან – სოფელში და აბაშის საფოსტო განყოფილებაში, მეფოსტის კანდიდატად დაიწყო მუშაობა. მალე [[ბორჯომი|ბორჯომში]] გადაიყვანეს, სადაც თვითგანათლებას დაეწაფა. 1904 წელს, მშობლიური სოფლის რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება; 1905 წელს ბათუმსა და ფოთში გაწეული რევოლუციური [[პროპაგანდა|პროპაგანდისათვის]], 1906 წელს, სოფელ ნაოღალევში დააპატიმრეს. 1906-1908 წწ. გადასახლებული იყო ვოლოგდის გუბერნიაში, ველიკოუსტიუგის მაზრის სოფ. სოლვიჩეგოდსკსა და [[ასტრახანი]]ს გუბერნიის სოფელ ენოტაევსკში, საიდანაც გამოიქცა და [[თბილისი|თბილისში]] ჩამოვიდა. თითქმის ერთი წლის უმუშევრობის შემდეგ რუსული გაზეთის «Закавказская речь»-ის დამტარებლად დაიწყო მუშაობა. ამ დროს მეტეხის ციხეში ჩასვეს ოთხი თვით. 1909-1911 წწ. რამდენჯერმე დააპატიმრეს. | + | '''აბაშელი, ალექსანდრე [ისაკ ბესარიონის ძე ჩოჩია] (1884, 15/VIII – 1954 )''' – პოეტი, მწიგნობარი და საზოგადო მოღვაწე, „მზის მგოსანი“. დაიბადა სენაკის მაზრის სოფ. საჩოჩიოში, უღარიბესი გლეხის ოჯახში. 5 წლისას დედამ წერა-კითხვა დააწყებინა. 6 წლისას მამა გარდაეცვალა. 7 წლის ალექსანდრე აბაშის სკოლაში შეიყვანეს, რომელიც 12 წლისამ დაამთავრა. შემდეგ სწავლობდა ქუთაისის საქალაქო სასწავლებელში. დედის გარდაცვალების გამო დაუბრუნდა სოფელს და ოჯახს (ორ ობოლ დას) უვლიდა. 17 წლის ასაკში, მეზღვაურობით გატაცებული, ფოთში ჩავიდა. აქ ზღვით ისე მოიხიბლა, რომ გადაწყვიტა, [[კაპიტანი]] გამხდარიყო. ამ მიზნით, ერთ კაცს ქ. ხერსონის საზღვაო სკოლაში შესასვლელად გაჰყვა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია და ისევ [[ბათუმი|ბათუმში]] დაბრუნდა, აქედან – სოფელში და აბაშის საფოსტო განყოფილებაში, მეფოსტის კანდიდატად დაიწყო მუშაობა. მალე [[ბორჯომი|ბორჯომში]] გადაიყვანეს, სადაც თვითგანათლებას დაეწაფა. 1904 წელს, მშობლიური სოფლის რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება; 1905 წელს ბათუმსა და ფოთში გაწეული რევოლუციური [[პროპაგანდა|პროპაგანდისათვის]], 1906 წელს, სოფელ ნაოღალევში დააპატიმრეს. 1906-1908 წწ. გადასახლებული იყო ვოლოგდის გუბერნიაში, ველიკოუსტიუგის მაზრის სოფ. სოლვიჩეგოდსკსა და [[ასტრახანი]]ს გუბერნიის სოფელ ენოტაევსკში, საიდანაც გამოიქცა და [[თბილისი|თბილისში]] ჩამოვიდა. თითქმის ერთი წლის უმუშევრობის შემდეგ რუსული გაზეთის «Закавказская речь»-ის დამტარებლად დაიწყო მუშაობა. ამ დროს მეტეხის ციხეში ჩასვეს ოთხი თვით. 1909-1911 წწ. რამდენჯერმე დააპატიმრეს. |
სამწერლო ასპარეზზე 1909 წელს „დროებაში“ (22 მარტი, № 65) ი. პარნასელის ფსევდონიმით დაბეჭდილი უსათაურო ლექსით (*** „არე-მიდამო თოვლის ფიფქით შესუდრულიყო“) გამოვიდა. 1910 წელს რუსულად ბეჭდავდა ლექსებს გაზ. „Новая Речь“-ში, Aч. Ч.-ის ხელმოწერით (№ 82, 87, 109, 120, 140, 221, 258 და სხვ.). იქვე მუშაობდა კორექტორად. იმავე, 1910 წელს ჟურნალ „თეატრი და ცხოვრებაში“ (27-ე ნომრიდან) ს. აბაშელის ფსევდონიმით დაიწყო ლექსების ბეჭდვა. წერდა კრიტიკულ წერილებსაც ხელოვნებისა და მწერლობის შესახებ. მისი ფსევდონიმები აგრეთვე იყო: ა. დონალი, სატურნი, პარნასელი, სირიუსი, ხომალდელი. | სამწერლო ასპარეზზე 1909 წელს „დროებაში“ (22 მარტი, № 65) ი. პარნასელის ფსევდონიმით დაბეჭდილი უსათაურო ლექსით (*** „არე-მიდამო თოვლის ფიფქით შესუდრულიყო“) გამოვიდა. 1910 წელს რუსულად ბეჭდავდა ლექსებს გაზ. „Новая Речь“-ში, Aч. Ч.-ის ხელმოწერით (№ 82, 87, 109, 120, 140, 221, 258 და სხვ.). იქვე მუშაობდა კორექტორად. იმავე, 1910 წელს ჟურნალ „თეატრი და ცხოვრებაში“ (27-ე ნომრიდან) ს. აბაშელის ფსევდონიმით დაიწყო ლექსების ბეჭდვა. წერდა კრიტიკულ წერილებსაც ხელოვნებისა და მწერლობის შესახებ. მისი ფსევდონიმები აგრეთვე იყო: ა. დონალი, სატურნი, პარნასელი, სირიუსი, ხომალდელი. | ||
მიმდინარე ცვლილება 14:47, 19 თებერვალი 2026 მდგომარეობით
აბაშელი, ალექსანდრე [ისაკ ბესარიონის ძე ჩოჩია] (1884, 15/VIII – 1954 ) – პოეტი, მწიგნობარი და საზოგადო მოღვაწე, „მზის მგოსანი“. დაიბადა სენაკის მაზრის სოფ. საჩოჩიოში, უღარიბესი გლეხის ოჯახში. 5 წლისას დედამ წერა-კითხვა დააწყებინა. 6 წლისას მამა გარდაეცვალა. 7 წლის ალექსანდრე აბაშის სკოლაში შეიყვანეს, რომელიც 12 წლისამ დაამთავრა. შემდეგ სწავლობდა ქუთაისის საქალაქო სასწავლებელში. დედის გარდაცვალების გამო დაუბრუნდა სოფელს და ოჯახს (ორ ობოლ დას) უვლიდა. 17 წლის ასაკში, მეზღვაურობით გატაცებული, ფოთში ჩავიდა. აქ ზღვით ისე მოიხიბლა, რომ გადაწყვიტა, კაპიტანი გამხდარიყო. ამ მიზნით, ერთ კაცს ქ. ხერსონის საზღვაო სკოლაში შესასვლელად გაჰყვა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია და ისევ ბათუმში დაბრუნდა, აქედან – სოფელში და აბაშის საფოსტო განყოფილებაში, მეფოსტის კანდიდატად დაიწყო მუშაობა. მალე ბორჯომში გადაიყვანეს, სადაც თვითგანათლებას დაეწაფა. 1904 წელს, მშობლიური სოფლის რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება; 1905 წელს ბათუმსა და ფოთში გაწეული რევოლუციური პროპაგანდისათვის, 1906 წელს, სოფელ ნაოღალევში დააპატიმრეს. 1906-1908 წწ. გადასახლებული იყო ვოლოგდის გუბერნიაში, ველიკოუსტიუგის მაზრის სოფ. სოლვიჩეგოდსკსა და ასტრახანის გუბერნიის სოფელ ენოტაევსკში, საიდანაც გამოიქცა და თბილისში ჩამოვიდა. თითქმის ერთი წლის უმუშევრობის შემდეგ რუსული გაზეთის «Закавказская речь»-ის დამტარებლად დაიწყო მუშაობა. ამ დროს მეტეხის ციხეში ჩასვეს ოთხი თვით. 1909-1911 წწ. რამდენჯერმე დააპატიმრეს.
სამწერლო ასპარეზზე 1909 წელს „დროებაში“ (22 მარტი, № 65) ი. პარნასელის ფსევდონიმით დაბეჭდილი უსათაურო ლექსით (*** „არე-მიდამო თოვლის ფიფქით შესუდრულიყო“) გამოვიდა. 1910 წელს რუსულად ბეჭდავდა ლექსებს გაზ. „Новая Речь“-ში, Aч. Ч.-ის ხელმოწერით (№ 82, 87, 109, 120, 140, 221, 258 და სხვ.). იქვე მუშაობდა კორექტორად. იმავე, 1910 წელს ჟურნალ „თეატრი და ცხოვრებაში“ (27-ე ნომრიდან) ს. აბაშელის ფსევდონიმით დაიწყო ლექსების ბეჭდვა. წერდა კრიტიკულ წერილებსაც ხელოვნებისა და მწერლობის შესახებ. მისი ფსევდონიმები აგრეთვე იყო: ა. დონალი, სატურნი, პარნასელი, სირიუსი, ხომალდელი.
ა. აბაშელის ლექსები დახვეწილი, ლამაზი, უაღრესად მუსიკალურია.
1912 წლის იანვრის 16-ს გაზ. „თემის“ რედაქციის მიერ გამართულ სალიტერატურო კონკურსში, რომელშიც იმ დროის ყველა ახალგაზრდა მწერალმა მიიღო მონაწილეობა, გაიმარჯვა ლექსისათვის „მზე“ და აკაკის ხელით ორი ჯილდო მიიღო. 1913 წელს გაემგზავრა ქ. მოსკოვს და შანიავსკის სახელობის უნივერსიტეტში 1913-1914 წლებში ისტორიულ-ფილოსოფიურ ლექციებს ისმენდა.
1919-1921 წწ. მისი თანარედაქტორობით გამოდიოდა ყოველთვიური ჟურნალი „ცისარტყელა“, ხოლო 1921-1922 წლებში, მისი ფაქტობრივი რედაქტორობით – ყოველთვიური სახელოვნო-სალიტერატურო ჟურნალი „ხომალდი“. თანამშრომლობდა „შადრევანში“, „თემში“, „დილაში“, „გრდემლში“, „ერთობაში“ (1910-1921); „ლომისში“, „ქართულ სიტყვაში“, „ხომალდში“, „კავკასიონში“ (1921-1925); „ახალ კავკასიონში“, „ლიტერატურულ საქართველოში“, „კომუნისტში“, „ოქტომბრელში“ და სხვ.
ა. აბაშელი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი პირველი სიმბოლისტი, დემოკრატიული მიმართულების პოეტთა საუკეთესო წარმომადგენელი. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ საბჭოთა მწერლების მოწინავე რიგში ჩადგა. განსაკუთრებით ნაყოფიერად მუშაობდა სამამულო ომის (1941-1945) დროს.
მონაწილეობა მიიღო ქართული პოეზიის რუსული თარგმანების ანთოლოგიის შედგენაში (Антология грузинской поэзии, 1945); აგრეთვე, როგორც რედაქტორი, დაუცხრომლად მუშაობდა ქართველი მწერლების რჩეულ ნაწარმოებთა რუსულენოვან გამოცემებზე.
მუშაობდა: აბასთუმანის პოლიტგადასახლებულთა სანატორიუმის გამგედ (1918), თბილისის ხელოვანთა სასახლის გამგედ (1919), საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლად (1920), ლიტოს (ლიტერატურული განყოფილების) გამგედ (1921), სახელგამის სარედაქციო კოლეგიის წევრად (1922), ხელოვნების საქმეთა პრეზიდიუმის წევრად (1925) და სხვ.
1944 წლის აგვისტოს 25-ს სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ დაჯილდოვდა შრომის წითელი დროშის ორდენით. 1944 წლის ოქტომბრის 23-ს გაუმართეს დაბადების 60 და სამწერლო მოღვაწეობის 35 წლისთავის აღსანიშნავი საღამო.
სარჩევი |
[რედაქტირება] ცალკე გამოცემულია
- მზის სიცილი: [ლექსები]. – თბ., 1913. – XIII, 94 [3] გვ.;
- ანთებული ხეივანი: [ლექსები]. – წიგ. 2. – თბ., 1923. – 111 გვ.;
- გაბზარული სარკე: [ლექსები]. – [ჷ.შ.], 1929. – 136 გვ.;
- მზე და სამშობლო: [ლექსები]. – თბ.: ფედერაცია, 1939. – 131 გვ.;
- გმირული დღეები: [ლექსები]. – თბ.: ფედერაცია, 1942. – 48 გვ.;
- რჩეული ლექსები. – თბ.: სახელგამი, 1942. – 184 გვ.;
- სიმღერა როლანდზე: ფრანგული ეპოსი / მთარგმნ: რაჟდენ გვეტაძე, ხარიტონ ვარდოშვილი, ალექსანდრე აბაშელი; რედაქცია, წინასიტყვაობა და შენიშვნები სოლომონ იორდანიშვილისა. – თბ.: ფედერაცია, 1942. – 198 გვ.; თბ.: სახელგამი, 1948. – III, 160 გვ.
- სამშობლოსადმი. – თბ.: საბლიტგამი, 1943. – 96 გვ.;
- ლექსები. – თბ.,: საბჭოთა მწერალი, 1944. – 48 გვ.;
- სამოცი წელი: ლექსები: საიუბილეო ნობათი. – თბ.: ლიტერატურა და ხელოვნება, 1944. – 15 გვ.;
- ლექსები: სრული კრებული / წინასიტყვ. ავტ.: ბესარიონ ჟღენტი. – თბ., 1947. – 394 გვ.;
- Абашели, Александр. Избранные стихи / Вступ. ст. Б. Жгенти; Ред. С. Чиковани. – Тб., 1949. – 268 с;
- ოქროს საფეხურები: [ლექსები]. – თბ.: საბჭოთა მწერალი, 1950. – 136 გვ.
[რედაქტირება] მისი რედაქციით გამოვიდა
- ყაზბეგი ალ. რჩეული მოთხრობები. – ტომი 1 / წინასიტყვაობის ავტ.: ს. აბაშელი, ივ. გომართელი, ვ. კოტეტიშვილი. – ტფ., 1924. – 376 გვ; ტომი 2 / წინასიტყვ. ავტ.: ს. აბაშელი. – ტფ., 1924. – 386, XXXV გვ.;
- წერეთელი აკ. რჩეული ნაწერები / ს. გორგაძის და ს. აბაშელის რედაქციით. – ტომი 1. – ტფ.: ს.ს.ს.რ. სახელმწიფო გამომცემლობა, 1925. – 345, [2] გვ.; ტომი 2 / წინასიტყვ. ავტ.: ს. გორგაძე. – ტფ.: ს.ს.ს.რ. სახელმწიფო გამომცემლობა, 1926. – XXXII, 348, II გვ.; ტომი 3: [პიესები] / [ყდა კ. ზდანევიჩის] – ტფ.: ს.ს.ს.რ. სახელმწიფო გამომცემლობა, 1927. – 405, [2] გვ.; ტომი 4 / წინასიტყვ. ავტ.: კოტეტიშვილი, ვ. – ტფ.: სახელგამი, 1928. – XXV, 338 გვ.;
- ჭავჭავაძე, ილია. ნაწერების სრული კრებული: 9 ტომად / შედარებული პირველ წყაროებთან და შევს. ახალი ტექსტებით პავლე ინგოროყვას და ალ. აბაშელის რედაქციით. – ტ. 1: ლექსები და პოემები შედარებული პირველ-წყაროებთან და შევსებული ახალი ტექსტებით. [თარგმანები, ლექსებისა და პოემების პირვანდელი ვარიანტები, ნაწყვეტები / ბოლოსიტყვაობისა და კომენტარების ავტ.: პ. ინგოროყვა]. – ტფ.: ქართული წიგნი, 1925. – XVI, 471 გვ.; ტ. 2: მოთხრობები / ბოლოსიტყვ. ავტ.: პავლე ინგოროყვა. – ტფ.: ქართული წიგნი, 1926. – 351 გვ.; ტ. 3 / [ბოლოსიტყვაობის ავტ.: პავლე ინგოროყვა]. – ტფ.: ქართული წიგნი, 1926. – VI, 310, [1] გვ.; ტ. 4: წერილები ლიტერატურაზე და ხელოვნებაზე / წინასიტყვ. ავტ.: [პ. ინგოროყვა და ალ. აბაშელი]. – ტფ.: [ქართული წიგნი], 1927. – X, 441, [1] გვ.; ტ. 5: ერი და ისტორია – ტფ.: ქართული წიგნი, 1927. – IV, 290 გვ; ტ. 6: საქართველოს მატიანე. შედარებული პირველ-წყაროებთან და შევსებული ახალი ტექსტებით. – ტფ.: ქართული წიგნი, 1927. – VIII, 370 გვ.; ტ. 7: საქართველოს მატიანე. – ტფ.: ქართული წიგნი, 1928. – VIII, 350 გვ.; ტ. 8: ცხოვრება და კანონი / [ბოლოსიტყვაობის ავტ.: პავლე ინგოროყვა]. – ტფ.: ქართული წიგნი, 1928. – VI, 371 გვ.; ტ. 9.: პრესა. პოლემიკა. ფელეტონები. – ტფ.: ქართული წიგნი, 1928. – X, 404 გვ.; ტ. 10: წერილები უცხოეთზე. – ტფ.: გამბა ქართული წიგნი, 1929. – VII, 305, [5] გვ.;
- ვაჟა-ფშაველა. [თხზულებანი] / ალ. აბაშელის რედაქციით. – ტ. 1.: ლექსები / წინასიტყვ. ავტ.: გერონტი ქიქოძე, ტიციან ტაბიძე; შენიშვნები და ბიბლიოგრაფია ალ. აბაშელის; [ლექსიკონის შემდგ. ა. შანიძე]. – ტფ.: სახელგამი, 1928. – XXVII, 335 გვ.; ტ. 2: ლექსები / ა. აბაშელისა და ა. შანიძის რედაქციით. – ტფ.: სახელგამი, 1950. – 472 გვ.; ტ. 3: პოემები. – ტფ.: სახელგამი, [1930]. – 458, [4] გვ.; ტ. 4: პოემები. – ტფ.: სახელგამის გა-მა, [1932]. – 476, [III] გვ.; ტ. 5: მოთხრობები და პიესები / პ/მგ. რედ.: ბ. ჩხეიძე. – ტფ.: სახელგამი, [1936]. – 550 გვ.; ტ. 6: მოთხრობები. – ტფ.: სახელგამი, 1939. – 560 გვ.;
- წერეთელი, აკაკი. რჩეული ნაწერები / ს. გორგაძის და ს. აბაშელის რედაქციით. – მეორე გამოცემა. – ტ. 1. – ტფ.: სახელგამი, 1930. – 350 გვ.;
- წერეთელი, აკაკი. თხზულებანი: სრული კრებული 7 ტომად / ი. თავაძის, ა. აბაშელის, ი. გრიშაშვილის, პ. ინგოროყვას და გ. ლეონიძის რედ. – ტ. 1: ლექსები / ა. აბაშელის და პ. ინგოროყვას რედ. – თბ.: სახელგამი, 1940. – XXXIX, 888 გვ.
[რედაქტირება] გამოქვეყნებულია
- В осенную ночь // Новая речь. – 1910. – № 258;
- Если ты въ... // Новая речь. – 1910. – № 120;
- Осень // Новая речь. – 1910. – № 231;
- У грани // Новая речь. – 1910. – № 240;
- Фельетон. Пусть весна въ изумрудномъ... // Новая речь. – 1910. – № 82;
- Христос воскрес! // Новая речь. – 1910. – 11 апреля. – № 87;
- Элегия // Новая речь. – 1910. – № 109;
- მაისი: [ლექსი] // კომუნისტი. – 1944. – 1 მაისი. – № 89.
[რედაქტირება] მის შესახებ
- Цулукидзе, М. Мысли вслух о современном грузинском искусстве. – Изящная литература.
- ჭუმბურიძე, გ. უკანასკნელი წლების სიმბოლიზმი ქართულ სიტყვაკაზმულ მწერლობაში // სახალხო გაზეთი. – 1911. – № 295;
- სალიტერატურო საღამო და პოეტის დაჯილდოება // თემი. – 1912. – № 56. – გვ. 2-3;
- გომართელი, ივ. მზის მგოსანი [წინასიტყვაობა] / აბაშელი, ს. მზის სიცილი. – თბ., 1913. – გვ. 8-13;
- რედაქციას მოუვიდა... // კლდე. – 1913. – № 26. – გვ. 9;
- უზნაძე, დ. აბაშელის პოეზია // ერი. – 1913. – № 1, 2, 5;
- Абашели, Г. Смех солнца // Кавказ. – 1913. – 29 июня. – № 148;
- ჷ [ლეო ნათაძე]. ზეციერი თუ მიწიერი?! // მერცხალი. – 1913. – № 79-80;
- სამი მეფის სიყვარული // თეატრი და ცხოვრება. – 1916. – № 1, 7;
- ბახტაძე, ვ. პროლეტარულ რევოლუციის გაბედული ბოიკოტი გაზეთ „ქართულ სიტყვაში“ და ჟურნალ „კავკასიონში“ // კომუნისტი. – 1924. – 1, 3 ივნისი. – № 124, 125. – გვ. 2;
- დოლიძე, ა. მწერალთა საზოგადოება თუ კონტრრევოლუციონერთა ხროვა? // კომუნისტი. – 1924. – 6 ივნისი. – № 128. – გვ. 1;
- მწერალთა წარმომადგენლები თბილისის საბჭოში: [ა. აბაშელის და პ. იაშვილის სიტყვები თბილისის საბჭოს მეექვსე ყრილობაზე] // კომუნისტი. – 1927. – 27 თებერვალი. – № 46. – გვ. 3;
- ურდოელი, ჟ. კოსმიურობის პოეტი // განათლების მუშაკი. – 1929. – № 50;
- ჩიქოვანი, მ. კოსმიურ პოეტის... // განათლების მუშაკი. – 1929. – № 53;
- რადიანი, შ. ქართული მწერლობის 10 წელი // მნათობი. – 1931. - № 1-2. – გვ. 220-222;
- საამოვი, გ. ახალი კოლხიდა: [რეცენზია ქართველი პოეტების ლექსების კრებულის გამოცემის გამო] // კომუნისტი. – 1937. – 18 ნოემბერი. – № 263. – გვ. 4;
- ასათიანი, ლ. // ჩვენი თაობა. – 1938. – № 4;
- გამსახურდია, კ. ალ. აბაშელი, ესკიზური პორტრეტი // ლიტერატურული საქართველო. – 1940. – 20 მაისი. – № 15 (138);
- დ. ფ. ალ. აბაშელი. „მზე და სამშობლო“: პოეტის შემოქმედებითი გზა: [ლექსები]: [რეცენზია] // ახალგაზრდა კომუნისტი. – 1940. – 8 იანვარი. – № 6;
- სულავა, ა. მზისა და მიწის სიხარულის პოეტი: [ა. აბაშელის შემოქმედების კრიტიკული განხილვა] // ლიტერატურული საქართველო. – 1940. – 15 მარტი. – № 8;
- რადიანი, შ. – ა) ლიტერატურული საქართველო. – 1941. – № 111; ბ) მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურე: ნარკვევები. – თბ.: სახელგამი, 1945. – გვ.: 265-270;
- ჟღენტი, ბესარიონ. – ა) გმირული დღეები: [ალექსანდრე აბაშელის ლექსების კრებული. რეცენზია] // ლიტერატურული საქართველო. – 1942. – 10 ოქტომბერი. – № 38; ბ) კომუნისტი. – 1942. – № 229;
- ჭილაია, ს. ალექსანდრე აბაშელის საბრძოლო ლექსები // ლიტერატურული საქართველო. – 1943. – 20 ივლისი. – № 17;
- აფხაიძე, შ. პოეტის გზა // კომუნისტი. – 1944. – № 214;
- შამათავა, დ. ალექსანდრე აბაშელის ლირიკა // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1944. – 26 მაისი. – № 18 (28);
- Гамсахурдия, К. Абашели, А. // Заря Востока. – 1944. – № 212. – с. 2;
- გაწერელია, ა. კრებული: მოთხრობა, ლიტერატურული დღიური, თარგმანი. 1939-1944. – თბ.: საბჭოთა მწერალი, 1945. – გვ. 66-72;
- ასათიანი, ლევან. წერილები ლიტერატურაზე. – თბ.: სახელგამი, 1946. – 164 [4] გვ.;
- ჟღენტი, ბ. ალექსანდრე აბაშელი: [დაბ. 60 წლისა და პოეტური მოღვაწეობის 35 წლისთავის გამო] // მნათობი. – 1947. – № 3. – გვ. 125-144;
- ქართული ლიტერატურის ქრესტომათია XX საუკუნე: საშ. სკ. XI კლ. – თბ., 1947. – გვ. 320-326; იგივე გამოცემა. – თბ., 1949. – გვ. 250-269;
- ჩიქოვანი, ს. მოხსენება // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1947. – № 36;
- ჟღენტი, ბ. თანამედროვე ქართული მწერლობა: რჩეული კრიტიკული წერილები. – წიგ. I. – თბ.: საბჭოთა მწერალი, 1949. – გვ. 442-474;
- Борисов, Б. Под ясным небом // Заря Востока. – 1949. – № 139;
- Хуцишвили, С. Золотые ступени // Заря Востока. – 1950. – № 237.
წყარო:
- ნარი. ბუნება პოეზიაში: ნაწყვეტები // თეატრი და ცხოვრება. – 1910. – № 37. – გვ. 7;
- თემი. – 1912. – 16 იანვარი. – № 54;
- Литературная энциклопедия в 11 т. – Т. I. – М.: Издво Ком. Акад., 1930. – 5 ც;
- ტოროშელიძე, მარიამ. ქართული ლიტერატურა: [მოხსენება მწერალთა საკავშირო ყრილობაზე 20 აგვისტოს] // კომუნისტი. – 1934. – 27 აგვისტო. – № 198. – გვ. 2-3; 28 აგვისტო. – № 199. – გვ. 2-4;
- Советская Грузия за 17 лет. – Тб.: Заря Востока, 1938. – 105 с.;
- ქართული პოეზიის ანთოლოგია რუსულ ენაზე // ლიტერატურული საქართველო. – 1941. – № 1 (160);
- ქართული წიგნი: ბიბლიოგრაფია. – ტ. I: 1629-1920. – თბ., 1941. – გვ. 469;
- კომუნისტი. – 1944. – № 174, 214; 1947. – № 255; 1951. – № 28;
- ჟღენტი, ბ. კავკასიის დაცვის ეპოპეა ქართულ ლიტერატურაში // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1944. – № 34;
- Заря Востока. – 1944. – № 209. – ც. 3; 1949. – № 159. – ც. 10;
- ბაქრაძე, გ. ი. ქართული პერიოდიკა, 1819–1945 / ბიბლიოგრაფია შედგენილი გ. ი. ბაქრაძის მიერ; ვ. ი. ეგნატაშვილის რედ. – თბ., 1946 [1947]. – გვ.: 58, 70, 249;
- ლიტერატურა და ხელოვნება. – 1947. – № 49;
- მნათობი. – 1949. – № 9. – გვ. 182;
- ჩარკვიანი, კ. მოხსენება 1949 წ. 25 იანვარს. საქართველოს კ. პ. (ბ) ცენტრალური კომიტეტის ანგარიში. ხელოვნება და ლიტერატურა // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1949. – № 4-5. – გვ. 7; სახალხო განათლება. – 1949. – № 5-6. – გვ. 7; კომუნისტი. – 1949. – № 19. – გვ. 3; ახალგაზრდა კომუნისტი. – 1949. – № 15; Заря Востока. – 1949. – № 9. – გვ. 3;
- ბუხნიკაშვილი, გ. გაბრიელ სუნდუკიანი: რევოლუციამდელი სომხური და ქართული თეატრების ურთიერთობის ისტორიიდან. – თბ.: ხელოვნება, 1950. – გვ. 75;
- Бажан, Микола. Две книги Грузинской. поэзии // Правда. – 1950. – № 35;
- პრავდა. – 1951. – 2 თებერვალი;
- ჩინეთის ლიტერატურის მოღვაწეთა დელეგაცია საქართველოში // კომუნისტი. – 1951. – № 286;
- Жгенти, Б. За высокую идейность и художественное мастерство // Заря Востока. – 1951. – № 190;
- Пленум Союза Советов писателей Грузии // Заря Востока. – 1951. – № 249.