იაპონიის კუნძულები
(→ცხოველთა სამყარო) |
(→ბუნებრივი რესურსები) |
||
| ხაზი 58: | ხაზი 58: | ||
იაპონიის ბუნებრივი რესურსებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია წყლისა და ხე-ტყის რესურსები, აგრეთვე კლიმატური რესურსები. მინერალური რესურსებით იგი არ არის მდიდარი. სასარგებლო წიაღისეულიდან სამრეწველო მნიშვნელობა აქვს ურანს, სპილენძს, [[რკინა]]ს და მარგანეცის მადნებს, [[ქრომი|ქრომს]]. ქვეყნის მრეწველობა ძირითადად ეყრდნობა შემოტანილ მინერალურ ნედლეულს, განსაკუთრებით სათბობ-ენერგეტიკულს და შავ, აგრეთვე ფერად ლითონებს. | იაპონიის ბუნებრივი რესურსებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია წყლისა და ხე-ტყის რესურსები, აგრეთვე კლიმატური რესურსები. მინერალური რესურსებით იგი არ არის მდიდარი. სასარგებლო წიაღისეულიდან სამრეწველო მნიშვნელობა აქვს ურანს, სპილენძს, [[რკინა]]ს და მარგანეცის მადნებს, [[ქრომი|ქრომს]]. ქვეყნის მრეწველობა ძირითადად ეყრდნობა შემოტანილ მინერალურ ნედლეულს, განსაკუთრებით სათბობ-ენერგეტიკულს და შავ, აგრეთვე ფერად ლითონებს. | ||
| − | იაპონია სამრეწველო განვითარების პოტენციალით მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება, რასაც მძიმედ აღიქვამს ბუნებრივი გარემო, რომლის დაცვაც ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და აქტუალურია. ტექნოგენური გაბინძურების ყველაზე მეტი ნაკადი მოდის კუნძულ ჰონსიუს წყნაროკეანურ მხარეზე, სადაც კონცენტრირებულია იაპონიის მოსახლეობის 80%-ზე მეტი და სადაც იწარმოება მთლიანი სამრეწვეელო პროდუქციის 70%-ზე მეტი. ბოლო პერიოღში ქვეყანაში ტარდება დიდი მასშტაბის ბუნებადამცავი ღონისძიებები. | + | იაპონია სამრეწველო განვითარების პოტენციალით მხოლოდ [[აშშ]]-ს ჩამორჩება, რასაც მძიმედ აღიქვამს ბუნებრივი გარემო, რომლის დაცვაც ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და აქტუალურია. ტექნოგენური გაბინძურების ყველაზე მეტი ნაკადი მოდის კუნძულ ჰონსიუს წყნაროკეანურ მხარეზე, სადაც კონცენტრირებულია იაპონიის მოსახლეობის 80%-ზე მეტი და სადაც იწარმოება მთლიანი სამრეწვეელო პროდუქციის 70%-ზე მეტი. ბოლო პერიოღში ქვეყანაში ტარდება დიდი მასშტაბის ბუნებადამცავი ღონისძიებები. მიუხედავად მიწის რესურსის ძლიერი დეფიციტისა, იაპონია კვლავინდებურად რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ ყეელაზე ტყიან (ტერიტორიის 60%) ქვეყანად. ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ველური ტყეების უფრო ძვირფასმერქნიანი წიწვიანებით შეცვლას. |
| − | + | ბუნებრივი სტიქიური მოვლენებიდან ქვეყნისათვის ყველაზე საზიანოა (ხშირად ტრაგიკულიც) ტროპიკული ციკლონები (ტაიფუნი), მიწისძერები წყალდიდობები და თანამედროვე ვულკანიზმი. | |
| − | + | ||
| − | + | ||
| + | ბუნებრივი ლანდშაფტების რეგიონული კონტრასტები ყველაზე ნათლად არის გამოკვეთილი განედის მიხედვით ზომიერ, სუბტროპიკულ და ტროპიკულ კუნძულებს შორის. | ||
== წყარო== | == წყარო== | ||
21:40, 20 აპრილი 2026-ის ვერსია
იაპონიის კუნძულები – იაპონიის კუნძულების რეგიონი აერთიანებს ოთხ დიდ კუნძულს (ჰოკაიდო, ჰონსიუ, სიკოკუ და კიუსიუ) და 3900-ზე მეტ წვრილ კუნძულს. მდებარეობს წყნარი ოკეანის დასავლეთ პერიფერიაზე და კონტინენტისაგან გამოყოფილია იაპონიისა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვებით. კუნძული – ჰოკაიდო და ჰონსიუს ჩრდილო ნაწილი ზომიერ სარტყელშია, ძირითადი ნაწილი – სუბტროპიკულში, ხოლო რიუკიუს წვრილი კუნძულების არქიპელაგი – ტროპიკულში. კუნძულების მწკრივი მერიდიანულად დაახლოებით 3200კმ-ზეა გადაჭიმული, რეგიონის ბუნების ძირითად ნიშნებს განსაზღერავს კუნძულოვანი განვითარება წყნარი ოკეანის დასავლეთ პერიფერიაზე, თანამედროვე გეოსინკლინის ფარგლებში და მნიშვნელოვანი მერიდიანული გადაჭიმულობა ზომიერ სუბტროპიკულ და ტროპიკულ სარტყლებში. კუნძულების მთლიანი ფართობი დაახლოებით 377815 კმ2 შეადგენს.
სარჩევი |
რელიეფი
იაპონიის კუნძულების ბუნების უმთავრესი ნიშნებიდან აღსანიშნავია აქტიური ტექტონიკური და მეტეოროლოგიური პროცესები, ძლიერ დანაწევრებული მთიანი რელიეფი და მუსონური ტყიანი ლანდშაფტები, ნათლად გამოხატული განედური და სიმაღლებრივი ზონალურობით.
იაპონიის კუნძულები შედის ალპურ ნაოჭა მთათა დასავლეთ წყნაროკეანურ მერიდიანულ „ცეცხლოვან სარტყელში“ და უკავია მისი ცენტრალური, ტექტონიკურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაკვეთი. 192 ვეულკანიდას 58 მოქმედია. რეგიონი პლანეტის მასშტაბით სეისმურად ყველაზე უფრო აქტიურია, ხელსაწყოები მის ფარგლებში ყოველდღიურად აფიქსირებენ მიწისქვეშა ბიძგებს. ძლიერი მიწისძერები აღინიშნება რამდენიმე წლის, ხოლო კატასტროფული სიძლიერის მიწისძვრები რამდენიმე ათეული წლის ინტერეალით. მიწისძევრის შედეგები განსაკუთრებით ტრაგიკულია, როდესაც მისი ეპიცენტრი ოკეანეში (ზღვაში) ხვდება. მასთან დაკავშირებულ ცუნამს ეწირება ათასობით ადამიანის სიცოცხლე და კოლოსალური მატერიალური ფასეულობა.
დიდი კუნძულები მატერიუეული წარმოშობისაა ხოლო წვრილი კუნძულები – ვულკანური და მარჯნული.
იაპონიის კუნძულები ხასიათდება ძლიერ დანაწევრებული მთიანი რელიეფით, დიდი კუნძულების დაახლოებით 80% მთებს უკავია, უმაღლესია მოქმედი ვულკანი ფუძი (3776მ). მთები აგებულია ჰერცინული, მეზოზოური და კაინოზოური ნაოჭა სტრუქტურებით. რელიეფის ძველი ფორმები (პალეოტიპის რელიეფი) შემორჩენილია სხვადასხვა სიმაღლეზე (800-დან 3000მ-მდე) განლაგებული მოსწორებული ზედაპირებით. ვაკე-დაბლობებს უმნიშვნელო ფართობები უკავია ტექტონიკურ ქვაბულებში და დიდი კუნძულების სანაპიროებზე. მათგან ყეელაზე დიდია კანტოს, ანუ ტოკიოს დაბლობი კუნძულ პონსიუზე და ისიკარის დაბლობი კუნძულ ჰოკაიდოზე.
რელიეფის თანამედროვე ნიშნების ჩამოყალიბებაში მთავარი როლი შეასრულა წეოტექტონიკურმა ვერტიკალურ-დიფერენციალურ-რღვევითმა მოძრაობამ აქტიური ვულკანიზმით. ვერტიკალური მოძრაობის ინტენსიობაზე ნათლად მეტყველებს ზედაპირის ძლიერი დანაწევრება ღრმა ეროზიული ხეობებით, რომელთა პროფილები სუსტად არის გამომუშავებული.
კუნძულ ჰოკაიდოზე ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ დასავლეთისაკენ გადაჭიმულია ვულკანური მთაგრეხილების ზონა, რომელიც წარმოადგენს კურილიის ვულკანური კუნძულოვანი მთაგრეხილის გაგრძელებას, იგი შედგება ურთიერთპარალელური ორი მთავარი ქედისაგან (ხიდაკა და ტოკატი). კუნძულის ცენტრალურ ნაწილში აღნიშნული მთაგრეხილების შერწყმით წარმოქმნილია ცენტრალური მასივი, რომლის უმაღლესი მწვერვალია ასახი (2290). ჰოკაიდოს სამხრეთ დაბოლოებას წარმოქმნის ოსიმას ნახევარკუნძული, რომლის ძირითაღი ნაწილი მთიანია და ცენტრალური მასივისაგან გამოყოფილია ისიკარის ვაკე-დაბლობით.
ოსიმას მთებს ცუგაროს სრუტის გაღმა კუნძულ ჰონსიუზე აგრძელებს მერიდიანული მიმართულების ურთიერთპარალელური სამი მთაგრეხილი: ცენტრალური ოუ, მისგან დასავლეთით – დევა, ხოლო აღმოსავლეთით კიტაკამა. მწვერვალებს შორის ბევრი ვულკანური კონუსია. მთები ინტენსიურად არის დანაწევრებული დიდი სიღრმის და ციცაბოკალთებიანი ეროზიულ-ტექტონიკური ხეობებით. ყველაზე მაღალმთიან რაიონში ერთმანეთს ხვდება ჩრდილო და სამხრეთი მთაგრეხილები. მთელ კუნძულს წყნარი ოკეანიდან იაპონიის ზღვამდე გადაკვეთს რღვევების ზონა, რომელიც ქმნის იაპონიის დიდ გრაბენს, რომელზეც გადის ჰონსიუს დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროთა დამაკავშირებელი გზები. ამ გამჭოლი ღრმულის გასწვრივ აღიმართება მოქმედი ვულკანები, მათ შორის ქვეყნის უმაღლესი მწვერვალი – ფუძი. გრაბენის ზონა ხასიათდება ინტენსიური სეისმური და ეფუზიური პროცესებით. დიდი გრაბენიდან სამხრეთ-დასავლეთით ციცაბოდ აღიმართება იაპონიის ალპები, რომელიც შედგება აკაისის, კისოს და ხიდას მაღალმთიანი (3000მ-ზე მეტი), ალპური რელიეფის მქონე ქედებისაგან.
სამხრეთ კუნძულებზე ჭარბობს დაბალმთიანი რელიეფი, მაგრამ ძლიერი ტექტონიკურ-ეროზიული დანაწევრებით, სანაპიროზე, უმეტესად მდინარეთა შესართავებთან მცირე ფართობის ვაკე-დაბლობებით.
რიუკიუს არქიპელაგი ასამდე წვრილ კუნძულს მოიცაეს. მათი უმეტესობა წარმოადგენს პალეოზოურ (ჰერცინულ) ნაოჭა საძირკველზე „დაშენებულ“ ჩამქრალ და მოქმედ ვულკანთა კონუსებს. კუნძულების ნაწილი მარჯნული წარმოშობისაა.
ჰავა
იაპონიის კუნძულების მთავარი კლიმატწარმომქმნელი ფაქტორებიდან აღსანიშნავია მისი კუნძულოვანი მდებარეობა ზომიერ, სუბტროპიკულ და ტროპიკული სარტყლების წყნაროკეანურ-მუსონურ სექტორში, აზიის ვრცელი კონტინენტის სიახლოვეს და განსხვავებული ფიზიკური თვისებების მქონე ოკეანური წყლის მასების შეხვედრის არეში. ჰავის შიდატერიტორიულ ნაირგვარობათა ჩამოყალიბებაში მთავარი ფაქტორია კუნძულების დიდი განფენილობა განედის მიხედვით და ძლიერ დანაწევრებული მთიანი რელიეფი.
ზოგადად იაპონიის კუნძულებზე მუსონური ჰავაა, ჩრდილოეთში ზომიერი, უმეტეს ნაწილზე სუბტროპიკული და სამხრეთში ტროპიკული, ჩვეულებრივი მუსონური ჰავისაგან იმ განსხვავებით, რომ აქ ზამთრის მშრალი სეზონი არ არის გამოხატული.
კუნძულების (განსაკუთრებით სამხრეთი) ჰავაზე დიდ გავლენას ახდენს კუროსიოს თბილი დინება, რომლის ერთ-ერთი ტოტი შედის იაპონიის ზღვაში. მისი ზემოქმედებით წყლის ტემპერატურა 3-9°-ით მაღალია, ვიდრე მეზობელ წყლებში. ჩრდილოეთიდან ჩრდილო ჰონსიუმდე აღწევს ოიასიოს (კურილიის) ცივი დინება. ზამთარში მისი გავლენის სფეროში ექცევა იაპონიის ზღვის ჩრდილოეთი ნაწილი, რაც მნიშვნელოვნად აგდებს ზედაპირული წყლის და ჰაერის ტემპერატურას და კლიმატურ კონტრასტებს ჩრდილო და სამხრეთ კუნძულებს შორის ნორმალურთან შედარებით საგრძნობლად ზრდის. ჰოკაიდოზე იანვრის საშუალო ტემპერატურა მინუს 9-12°-ია, კუნძულ კიუსიუზე პლუს 8-9°, ე.ი. განსხვავება 17-21°-ია. ზაფხულის ტემპერატურებში განსხვავება შედარებით უმნიშვნელოა, ჰოკაიდოზე ივლისის საშუალო ტემპერატურა პლუს 18-20°-ია, კუნძულ ჰონსიუზე და მისგან სამხრეთით – პლუს 25-27°),
იაპონია მეზობელ მატერიკულ ჩინეთთან შედარებით ბევრად უფრო ტენიანია, ვინაიდან მის ტერიტორიაზე როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის მუსონი ნალექის მომტანია. ზამთრის კონტინენტური მუსონი გადალახავს შედარებით თბილწყლიან იაპონიის ზღვას, მის ზედაპირზე იძენს ტენს, რომელსაც ტოვებს დასავლეთ სანაპიროზე და ქარპირა კალთებზე, აღმოსავლეთ პერიფერიაზე ზამთარი ზომიერად ნალექიანია (არა მშრალი). ზაფხულის მუსონი მთელ აღმოსავლეთ სანაპიროზე და მიმდებარე მთების კალთებზე განსაზღვრავს უხვ ნალექებს, დასავლეთ მხარეზე აღინიშნება ნალექების მინიმუმი. შიდატერიტორიულად ნალექების წლიური რაოდენობა 1000-3000მმ ფარგლებში იცვლება. ყველაზე მეტ ნალექს (2000-3000მმ) ღებულობს ჰონსიუს ცენტრალური მასივი და სამხრეთი კუნძულების სამხრეთ-აღმოსავლეთი პერიფერია. ზამთრის ნალექები განსაკუთრებით უხვია კუნძულ ჰოკაიდოზე, სადაც წარმოიქმნება თოვლის მძლავრი (4მ-მდე) საბურველი. ყველაზე მცირენალექიანია (1000– 1500მმ) მთათაშუა ქვაბულები და იაპონიის ზღვის შიდა სანაპიროები (ჰონსიუს, კიუსიუსა და სიკოკუს შორის). იაპონიის კუნძულებზე ზამთარ-ზაფხულ აღინიშნება ციკლონური პროცესების ინტენსივობა, რაც აძლიერებს ჰავის ზღვიურობას და ტენიანობას. იაპონია ტროპიკული ციკლონების ქვეყანაა. ქვეყნისათვის ტაიფუნის (ტროპიკული ციკლონის) მიერ მიყენებული ზარალი აღემატება მიწისძერებით გამოწვეულ ზიანს.
წყლები
იაპონიაში ჰავა და რელიეფი ხელსაყრელია ხშირი და უხვწყლიან მდინარეთა ქსელის განვითარებისათვის. კუნძულების მცირეკონტურიანობასთან და ძლიერ დანაწევრებულ მთიან რელიეფთან დაკავშირებით, მდინარეები მოკლეა და აუზების ფართობი მცირე. ჰიდროლოგიური რეჟიმი მუსონურია, მხოლოდ არა ტიპური, ვინაიღან მშრალი სეზონი არ აღინიშნება. დასავლეთ სანაპიროზე და კალთებზე ჩამონადენის მაქსიმუმი ზამთარშია, აღმოსავლეთ მხარეზე – ზაფხულში. ჩამონადენის ამგვარი რეჟიმი ძლიერ ხელსაყრელია ჰიდროენერგეტიკის ერთიანი სისტემის სტაბილური მუშაობისათვის. მდინარეთა საზრდოობაში სამხრეთ კუნძულებზე მთავარ როლს ასრულებს წვიმის წყალი, ჩრდილოეთისაკენ უფრო და უფრო მატულობს თოვლის ნადნობი წყალი. მდინარეები უმეტესად მთის ტიპისაა, ხშირი ჭორომებით და ჩანჩქერებით. ისინი სათავეებს იღებენ ცენტრალური მასივებიდან და რადიალურად იშლებიან. უდიდესია (650კმ) ისიკარი (ჰოკაიდოზე), რომელიც ჩაედინება ამავე სახელწოდების ყურეში (იაპონიის ზღვა). ჰონსიუს უგრძესი მდინარე სინანო, რომელიც აგრეთვე იაპონიის ზღვაში ჩაედინება, სიგრძით თათქმის ორჯერ ნაკლებია. სიგრძით მცირედ ჩამორჩება მას მდინარე ტონე და სხვა. კუნძულ კიუსიეზე უდიდესია მდინარე ტიკუგო, ხოლო სიკოკუზე – იოსინო.
იაპონიის კუნძულებზე სხვადასხვა წარმოშობის მრავალრიცხოვანი ტბებია, მაგრამ სიდიდით არც ერთი არ გამოირჩევა. მნიშვნელოვანი ნაწილი ვულკანურია (სუვა, ინავასირო, ასინოუმი ვულკან ფუძის ძირას და სხვა) ასინოუმის ზედაპირზე ფუძის კონუსის ანარეკლი თვალწარმტაც პეიზაჟს ქმნის. ბევრია მეწყერული ტბები, სანაპიროზე კი ლაგუნური. ტბებს შორის უდიდესია ბივა კუნძულ ჰონსიუზე (ფართობი 716 კმ2, მაქსიმალური სიღრმე 95მ). იგი წარმოქმნილია ვრცელ ტექტონიკურ ღრმულში.
ფლორა
იაპონიის კუნძულები მაღალი ენდემიზმის ფონზე გამოირჩევა სახეობრივად მდიდარი ფლორით, რაც განსაზღვრა მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. მის ფლორაში შეხვდებით სახეობებს აღმოსავლეთ ჩინეთიდან, ციმბირიდან, კამჩატკიდან და თვით ჩრდილოეთ ამერიკიდანაც. რეგიონის ტერიტორიაზე გაბატონებულია ტყეების ლანდშაფტი, თანაც მისი ფართო სპექტრი, როგორც განედის, ისე სიმაღლის მიხედვით, რაც გამოწვეულია მისი დიდი განედური გადაჭიმულობით და მთიანი რელიეფით. ჰოკაიდოს ძირითადი ნაწილი უკავია ტაიგის ზონას, ეწერი და ტორფიან-ჭაობიანი ნიადაგებით, რომელშიც მთავარი ტყეშემქმნელი ჯიშებია მუქწიწვოვნები – სახალინის სოჭი და ჰოკაიდოს ნაძვი, მათთან გარეულია ლარიქსი, ქვედა იარუსში – დაბუჩქული ურთმელი, არყი, თელა და სხვა. ზოგან ძნელად გადასალახავ ქვეტყეს ქმნის ბამბუკი. ჰოკაიდოს სამხრეთ ნაწილში და ჩრდილოეთ ჰონსიუზე განვითარებულია ზომიერი ჰავის ფართოფოთლოვანი ტყეების ლანდშაფტი ტყის ყომრალი ნიადაგებით, რომელიც ხასიათდება მდიდარი სახეობრივი შემადგენლობით (მუხები წიფლის და ნეკერჩხლის სახეობები, მურყანი, მანჯურიული იფანი და სხვ. მათთან შერეულია ენდემური სახეობები – იაპონური კვიპაროზი, კრიპტომერია, ცუგა და სხვ.) ქვეტყეში ხარობს მაგნოლია, ბამბუკი, გარეუელი ალუბალი. ლიანებიდან დამახასიათებელია სურო და გარეული ვაზი.
აღნიშნულ ტყეებს მთების კალთებზე 500მ-დან ცვლის წიწევოვანები გაეწრებულ-ყომრალ და მთის ეწერ ნიადაგებზე, ხოლო შემდგომ სიმაღლით – სუბალპური ტყე-მდელო-ბუეუჩქნარი. ტყე ბევრგან შეცელილია ხელოვნური ტყე-ნარგავებით, რომელიც შედგება ძვირფასმერქნიანი ჯიშებისაგან უმეტესად კრიპტომერიის. ტყის ფლორა განსაკუთრებით მდიდარია სუბტროპიკულ სარტყელში (ჰონსიუს ძირითადი ნაწილი, სიკოკუ და კიუსიუ). მთავარი ტყეშემქმნელი ჯიშებიდან აღსანიშნავია მარადმწვანე მუხები, ქაფურის დაფნა, ფიჭვის ადგილობრივი სახეობები, ტუია, ცუგა, იაპონური კვიპაროსი, კრიპტომერია, ურთხმელი და სხვ. ქვეტყეში – ბამბუკი, იელი, მაგნოლია და სხვ. უკიდურეს სამხრეთში (სამხრეთი კიუსიუ) ქვეტყეში გამოჩნდება ტროპიკული ელემენტები – იაპონური ბანანი, პალმის ზოგიერთი სახეობა და სხვა.
მთებში 500-800მ-ზე მაღლა სუბტროპიკულ ტყეებს ცვლის ზომიერი ჰავის წიწვოვანი და ფოთოლცვენია ფართოფოთლოვანი ტყეები.
სუბტროპიკული ტყეები ვაკეებზე და მთების ქვედა ზონაში ძლიერ სახეშეცვლილია, ვინაიდან აღნიშნულ ზონაში თავმოყრილია ქვეყნის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ძირითადი ნაწილი.
კუნძულ კიუსიუს უკიდურესი სამხრეთი და რიუკიუს კუნძულები ბუნებრივ პირობებში 300-500მ სიმაღლემდე შემოსილია ნოტიო ტროპიკული ტყეებით, რომლებიც უმეტეს ნაწილზე შეცვლილია აგროლანდშაფტების (ბრინჯის ბატატის შაქრის ლერწმის და სხვა) ტროპიკულ ტყეებს სიმაღლით ცვლის მარადმწეანე სუბტროპიკული ტყეები, რომელიც თითქმის 1000მ-მდე ვრცელდება.
ცხოველთა სამყარო
ცხოველთა სამყარო სახეობებით აზიის მატერიკულ ნაწილთან შედარებით ღარიბია, რაც გამოწეეულია კუნძულოვანი განვითარებით. კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლები სულ არ გვხვდება. ცალკეული სახეობების (შავი კურდღელი, წივწივა და სხვა) არეალი ძლიერ შემცირებულია. ფაუნისტურად მნიშენელოვანი კონტრასტებია ჩრდილოეთ და სამხრეთ კუნძულებს შორის, რაც დაკავშირებულია თანამედროვე კლიმატურ და პალეო- გეოგრაფიულ პირობებთან.
ჰოკაიდოს ბინადარ ცხოველებს შორის მნიშენელოვანი ადგილი უკავია შორეული აღმოსავლეთის (ამურისპირეთ-ზლღვისპირეთის) ტაიგის ელემენტებს (მურა დათვი, სიასამური, ყარა-ყუმი, ციყვი და სხვა). სუბტროპიკულ სარტყელში გვხვდება იაპონური მაკაკა, იაპონური შავი დათვი. ფართოდ არის გავრცელებული ენოტისმაგეარი ძაღლი და სხვა.
ფრინველებიდან ბევრია ხოხობი და იაპონური წერო, მგალობელი ფრინველები მხოლოდ ჰოკაიდოზეა გავრცელებული. მრავლადაა ქვეწარმავლები და მწერები.
ბევრად უფრო მდიდარია სანაპირო წყლების ფაუნა, რომელიც შეიცავს ბევრ ძვირფას სარეწაო თევზს.
ბუნებრივი რესურსები
იაპონიის ბუნებრივი რესურსებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია წყლისა და ხე-ტყის რესურსები, აგრეთვე კლიმატური რესურსები. მინერალური რესურსებით იგი არ არის მდიდარი. სასარგებლო წიაღისეულიდან სამრეწველო მნიშვნელობა აქვს ურანს, სპილენძს, რკინას და მარგანეცის მადნებს, ქრომს. ქვეყნის მრეწველობა ძირითადად ეყრდნობა შემოტანილ მინერალურ ნედლეულს, განსაკუთრებით სათბობ-ენერგეტიკულს და შავ, აგრეთვე ფერად ლითონებს.
იაპონია სამრეწველო განვითარების პოტენციალით მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება, რასაც მძიმედ აღიქვამს ბუნებრივი გარემო, რომლის დაცვაც ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და აქტუალურია. ტექნოგენური გაბინძურების ყველაზე მეტი ნაკადი მოდის კუნძულ ჰონსიუს წყნაროკეანურ მხარეზე, სადაც კონცენტრირებულია იაპონიის მოსახლეობის 80%-ზე მეტი და სადაც იწარმოება მთლიანი სამრეწვეელო პროდუქციის 70%-ზე მეტი. ბოლო პერიოღში ქვეყანაში ტარდება დიდი მასშტაბის ბუნებადამცავი ღონისძიებები. მიუხედავად მიწის რესურსის ძლიერი დეფიციტისა, იაპონია კვლავინდებურად რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ ყეელაზე ტყიან (ტერიტორიის 60%) ქვეყანად. ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ველური ტყეების უფრო ძვირფასმერქნიანი წიწვიანებით შეცვლას.
ბუნებრივი სტიქიური მოვლენებიდან ქვეყნისათვის ყველაზე საზიანოა (ხშირად ტრაგიკულიც) ტროპიკული ციკლონები (ტაიფუნი), მიწისძერები წყალდიდობები და თანამედროვე ვულკანიზმი.
ბუნებრივი ლანდშაფტების რეგიონული კონტრასტები ყველაზე ნათლად არის გამოკვეთილი განედის მიხედვით ზომიერ, სუბტროპიკულ და ტროპიკულ კუნძულებს შორის.