ტიბეტის მთიანეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ტიბეტის მთიანეთი''' – მსოფლიოში ყველაზე მაღალი და ყველაზე ვ...)

22:27, 22 აპრილი 2026-ის ვერსია

ტიბეტის მთიანეთი – მსოფლიოში ყველაზე მაღალი და ყველაზე ვრცელი მთიანეთი. მას უკავია ცენტრალური აზიის სამხრეთი ნაწილი. მისი სამხრეთი და სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი გასდევს ჰიმალაის ჩრდილოეთ მთისძირებს, ჩრდილოეთით ვრცელდება კუნლუნის სისტემაში შემავალი ქედების ჩრდილოეთ მთისძირებამდე, დასავლეთ მხარეზე ესაზღვრება პამირისა და ჰინდიყუშის მთები, აღმოსავლეთით ვრცელდება სინო-ტიბეტის მთების აღმოსავლეთ მთის ძირებამდე.

რელიეფი

ტიბეტის მთიანეთი ხასიათდება ძალიან რთული ტექტონიკური აგებულებით, თანაც ნათლად არის გამოხატული მისი ამგები სტრუქტურების ასაკობრივ-განედური ზონალურობა: ჩრდილოეთი ნაწილი შექმნილია უმეტესად პალეოზოური ნაოჭა სტრუქტურებით, შუა ნაწილი – მეზოზოური, ხოლო სამხრეთი – კაინოზოური ნაოჭა სტრუქტურებით. თანამედროვე რელიეფის ჩამოყალიბებაში მთავარი როლი შეასრულა ნეოტექტონიკურმა ვერტიკალურ-დიფერენციალურმა მოძრაობამ. ჯერ კიდეე კაინოზოურში ახლანდელი ტიბეტის მთიანეთის ადგილას მოსწორებული ტერიტორია (პენეპლენი) იყო, რომელიც თითქმის ზღვის დოსეზე მდებარეობდა. ნეოტექტონიკური მოძრაობის შედეგად ტიბეტის ცოკოლი (პენეპლენი) აზევებულ იქნა 4000-4500მ-მდე, ხოლო მისი შემომფარგვლელი ქედები 6000-7000მ-მდე, რასაც შედეგად მოჰყვა ცენტრალურ აზიაში ჰავის გამშრალება და მკვეთრად არიდული ლანდშაფტის ჩამოყალიბება. ტიბეტის ზედაპირი აზევების აქტიურ თემას ინარჩუნებს თანამედროვე ეპოქაშიც, საუკუნეში ერთ მეტრზე მეტი სიჩქარით.

რეგიონის რელიეფის მეზო და მიკრო ფორმების ჩამოყალიბებაში მთავარი როლი შეასრულა ეგზოგენურმა პროცესებმა (ეროზია, ფიზიკური გამოფიტვა, დენუდაცია, ეოლური პროცესები და სხვ.) მნიშენელოვანი რელიეფწარმომქმნელი ფაქტორი იყო მეოთხეული (ძველი) გამყინვარება.

ტიბეტის მთიანეთი (უფრო სწორად ტიბეტის ზეგანი) შემოფარგლულია მსოფლიოში უმაღლესი მთიანი სისტემებით (სამხრეთიდან ჰიმალაის, ჩრდილოეთიდან კუნლუნის მთათა სისტემით, დასავლეთიდან – პამირის და ყარაყორუმის მთიანეთებით და აღმოსავლეთიდან სინო-ტიბეტის მთებით) რამაც განსაზლერა მისი ჰავის და მთლიანად ლანდშაფტების ძირითადი ნიშნები. ტიბეტის სამხრეთ კიდეზე აღმართული ქედთა სისტემა ცნობილია ტრანსჰიმალაის საერთო სახელწოდებით. ჰიმალაისაგან იგი გამოყოფილია ბრაჰმაპუტრას (ცანგპოს), სატლელჯისა და ინდის განიერი გასწვრივი ხეობებით. ყველაზე მაღალი ქედების მწვერვალები 7000 მ აღემატება, თანამედროვე გეომორფოლოგიური პროცესებიდან ტრანსჰიმალაის ჩრდილო კალთებზე უმთავრესია ფიზიკური გამოფიტვა და დენუდაცია, ხოლო შედარებით ტენიან სამსრეთ კალთებზე – ეროზია. ტრანსჰიმალაის ფარგლებში (ბრაჰმაპუტრას ერთ-ერთი შენაკადის ხეობაში) მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი დედაქალაქი (ტიბეტის ავტონომიური რესპუბლიკის) - ლხასა (3650მ).

რელიეფის და მთლიანად ლანდშაფტის ხასიათით არსებითად განსხვავებულია, ერთი მხრიე, ცენტრალური და დასავლეთი ტიბეტი (ჩანგტანი), ხოლო მეორე მხრივ, აღმოსაელეთ ტიბეტი (სიკანი) ცენტრალური და დასავლეთი ტიბეტის ზედაპირი გაცილებით უფრო სუსტად არის დანაწევრებული, საშუალოდ 4500-5000 მ- მდეა აზევებული. მის რელიეფში შერწყეულია მოგლუვებული ქედები და ტექტონიკური ქვაბულები, რომელთა ნაწილი ავსებლია ფხვიერი მასალით, ნაწილი კი გაუმდინარ ტბებს უკავია. აღმოსავლეთი ტიბეტის ზედაპირი ძლიერ არის დანაწევრებული ტექტონიკური და ეროზიული ხეობებით. ურთიერთპარალელური მაღალმთიანი ქედები ერთმანეთისაგან გამოყოფილია აზიის უდიდესი მდინარეების – იანძის, ხუანხეს და მეკონგის ხეობებით. აღმოსავლეთ ტიბეტის ჩრღილოეთი ნაწილი გეოგრაფიულ ლიტერატურაში ცნობილია სინო-ტიბეტის მთების სახელწოდებით, ხოლო იანძის ზემო დინებიდან სამხრეთით მას აგრძელებს იუნან- გუიჩჟოუს მთიანეთი.

ჰავა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები