კავკასია
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''კავკასია''' – ძველების რწმენით, კავკასია ქვეყნიერების დასალიერი იყო, ხოლო მისი მწვერვალები ვარსკვლავებს ებჯინებოდა. მითოსის მიხედვით, კავკასიის კლდეს იყო მიჯაჭვული დიდი [[პრომეთე]]. ბერძნები კავკასიას ძვ.წ. VI საუკუნეში გაეცნენ მილეტელების მიერ [[კოლხიდა]]ში დაარსებული კოლონიის, დიოსკურიას მეშვეობით. იმის გამო, რომ იონიელმა გეოგრაფოსებმა კავკასია [[დედამიწა|დედამიწის]] უკიდურეს [[აღმოსავლეთი|აღმოსავლეთად]] წარმოიდგინეს, [[ალექსანდრე მაკედონელი]]ს [[ლაშქრობა|ლაშქრობათა]] შემდეგ ეს სახელწოდება გადაიტანეს იმ მთებზე, რომლებიც მდებარეობდნენ [[ინდოეთი]]ს ჩრდილოეთით (ჰინდუკუში, [[პამირი]], ჰიმალაი). მხოლოდ [[პომპეუსის ლაშქრობა სამხრეთ კავკასიაში ძვ.წ. 65|პომპეუსის ლაშქრობის]] შემდეგ (ძვ.წ. 65 წ.) გავრცელდა უფრო ზუსტი ინფორმაცია კავკასიაზე. ჯერ კიდევ ანტიკურმა სამყარომ იცოდა, რომ შესაძლო იყო კავკასიის გადავლა სწორედ იქ, სადაც ახლა [[საქართველო|საქართველოს]] სამხედრო გზა მიემართება. | '''კავკასია''' – ძველების რწმენით, კავკასია ქვეყნიერების დასალიერი იყო, ხოლო მისი მწვერვალები ვარსკვლავებს ებჯინებოდა. მითოსის მიხედვით, კავკასიის კლდეს იყო მიჯაჭვული დიდი [[პრომეთე]]. ბერძნები კავკასიას ძვ.წ. VI საუკუნეში გაეცნენ მილეტელების მიერ [[კოლხიდა]]ში დაარსებული კოლონიის, დიოსკურიას მეშვეობით. იმის გამო, რომ იონიელმა გეოგრაფოსებმა კავკასია [[დედამიწა|დედამიწის]] უკიდურეს [[აღმოსავლეთი|აღმოსავლეთად]] წარმოიდგინეს, [[ალექსანდრე მაკედონელი]]ს [[ლაშქრობა|ლაშქრობათა]] შემდეგ ეს სახელწოდება გადაიტანეს იმ მთებზე, რომლებიც მდებარეობდნენ [[ინდოეთი]]ს ჩრდილოეთით (ჰინდუკუში, [[პამირი]], ჰიმალაი). მხოლოდ [[პომპეუსის ლაშქრობა სამხრეთ კავკასიაში ძვ.წ. 65|პომპეუსის ლაშქრობის]] შემდეგ (ძვ.წ. 65 წ.) გავრცელდა უფრო ზუსტი ინფორმაცია კავკასიაზე. ჯერ კიდევ ანტიკურმა სამყარომ იცოდა, რომ შესაძლო იყო კავკასიის გადავლა სწორედ იქ, სადაც ახლა [[საქართველო|საქართველოს]] სამხედრო გზა მიემართება. | ||
| + | |||
| + | კავკასიას ბუნების მრავალფეროვნებით და მისი თავისებურებებით [[ევროპა]]ში ანალოგი არ მოეპოვება. ჩრდილოეთით იგი ვრცელდება ყუმა-მანიჩის ღრმულამდე, სამხრეთი საზღვარი პირობითია და გაუყვება [[საქართველო]]ს, [[სომხეთი]]სა და [[აზერბაიჯანი]]ს სახელმწიფო საზღვარს [[თურქეთი|თურქეთთან]] და [[ირანი|ირანთან]], დასავლეთი და აღმოსავლეთი საზღვარი საზღვაოა. აღნიშნულ საზღვრებში მის ფართობი დაახლოებით 440 ათას კმ<sup>2</sup>-ს შეადგენს. მისი ტერიტორიაზე მდებარეობენ ამიერკავკასიის ქვეყნები (საქართველო, [[აზერბაიჯანი]] და სომხეთი მთლიანად), ხოლო ჩრდილოეთი ნაწილი შედის [[რუსეთის ფედერაცია|რუსეთის ფედერაციის]] ფარგლებში. | ||
| + | |||
| + | ანალოგიურად ბუნებისა, კავკასიას ანალოგი არ ჰყავს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის სიჭრელითა და შრომის ჩვევების სპექტრით. კავკასიის ბუნებრივი ლანდშაფტის განსაკუთრებულ ნაირგვარობას და მის ძირითად ნიშნებს უპირველესად განსაზღვრავს მისი განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობა ზომიერი და სუბტროპიკული სარტყლებისა და აღმოსავლეთ ევროპა-წინა აზიის მიჯნაზე შავი, აზოვისა და კასპიის ზღვებს შორის, აგრეთვე ბუნების გეოლოგიური განვითარების ისტორია და მასთან დაკავშირებული ტექტონიკური აგებულება. | ||
| + | |||
| + | ==== რელიეფი. ==== | ||
| + | კავკასია გამოირჩევა უაღრესად რთული და მრავალფეროვანი რელიეფით, რაც განსაზღვრულია ტერიტორიის გეოლოგიური განვითარების ისტორიითა და მასთან დაკავშირებული ტექტონიკური აგებულებით, ძველი და თანამედროვე კლიმატური პირობებით. | ||
| + | |||
| + | ნათლად არის გამოხატული რელიეფის კავშირი ტექტონიკურ აგებულებასთან. რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილს –– იმიერკავკასიის ვაკეს (წინა კავკასია) საფუძვლად უდევს ახალგაზრდა ბაქანი, ხოლო ძირითადი ნაწილი შედის ალპურ-ჰიმალაურ ახალგაზრდა ნაოჭა მთა-თა სარტყელში, რამაც განსაზღვრა მისი მრავალფეროვანი ძლიერ დანაწევრებული მთიანი რელიეფი. კავკასია შედის ხმელთაშუა ზღვის | ||
| + | გეოსინკლინურ სარტყელში და იყოფა 4 ძირითად ტექტონიკურ ზონად: იმიერკავკასიის ახალგაზრდა ბაქანი, მეგანტიკლონორიუმი, რიონ-მტკვრის მთათაშუა როფი და [[მცირე კავკასიონი]]ს მეგანტიკლინორიუმი. | ||
| + | |||
| + | ჩრდილოეთ კალთაზე გასწვრივი ქედებიდან აღსანიშნავია გვერდითი ქედი (მასზე აღმართულია კავკასიონის და ევროპის უმაღლესი მწვერვალი იალბუზი 5642 მ), კლდოვანი ქედი, კიდენგანის, ტყიანი, ხევსურეთის, თუშეთის, ანუ პირიქითა და სხვა. სამხრეთ კალთაზე ბევრი გასწვრივი ქედი გამოიყოფა – გაგრის, ბზიფის, კოდორის, სვანეთის, ენგურის, ლეჩხუმის, რაჭის, დვალეთის, მთიულეთის, ფშავ-ხევსურეთის და სხვა. გარდიგარდმო ქედებიდან – ლიხის, ხარულის, ალევის, გუდამაყრის, ქართლის, კახეთისა და სხვა, კავკასიის ტერიტორიაზე გამოხატულია მთიანი და ვაკე რელიეფის ყველა ფორმა. ზედაპირის სიმაღლითი განვითარების დიაპაზონი შეადგენს 5870 მ (კასპიისპირა დაბლობი – 28 მ, მწვერვალი იალბუზი, 5642 მ). ტერიტორიის ნახევარზე მეტი უკავია მაღალ მთებსა და ზეგნებს. | ||
| + | |||
| + | მსხვილი ოროგრაფიული და მორფოსტრუქტურული ერთეულებიდან კავკასიაში გამოიყოფა რამდენიმე მეტნაკლებად განედური ზონა (ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ) იმიერკავკასიის ვაკე, [[კავკასიონის მთიანეთი|კავკასიონი]], ამიერკავკასიის ბარი, [[მცირე კავკასიონი]], მის აღმოსავლეთ გაგრძელებაზე თალიშის მთები და სამხრეთ კავკასიის ვულკანური მთიანეთი. | ||
| + | |||
| + | იმიერკავკასიის ვაკის ფარგლებში გამოიყოფა სამი განსხვავებული ნაწილი: დასავლეთი (ყუბან-აზოვისპირა დაბლობი), შუა (სტავროპოლის მაღლობი) და აღმოსავლეთი (თერგ-ყუმის დაბლობი). | ||
| + | |||
| ხაზი 6: | ხაზი 23: | ||
[[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის]] | [[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის]] | ||
| − | + | ||
[[კატეგორია:კავკასია]] | [[კატეგორია:კავკასია]] | ||
01:08, 26 აპრილი 2026-ის ვერსია
კავკასია – ძველების რწმენით, კავკასია ქვეყნიერების დასალიერი იყო, ხოლო მისი მწვერვალები ვარსკვლავებს ებჯინებოდა. მითოსის მიხედვით, კავკასიის კლდეს იყო მიჯაჭვული დიდი პრომეთე. ბერძნები კავკასიას ძვ.წ. VI საუკუნეში გაეცნენ მილეტელების მიერ კოლხიდაში დაარსებული კოლონიის, დიოსკურიას მეშვეობით. იმის გამო, რომ იონიელმა გეოგრაფოსებმა კავკასია დედამიწის უკიდურეს აღმოსავლეთად წარმოიდგინეს, ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობათა შემდეგ ეს სახელწოდება გადაიტანეს იმ მთებზე, რომლებიც მდებარეობდნენ ინდოეთის ჩრდილოეთით (ჰინდუკუში, პამირი, ჰიმალაი). მხოლოდ პომპეუსის ლაშქრობის შემდეგ (ძვ.წ. 65 წ.) გავრცელდა უფრო ზუსტი ინფორმაცია კავკასიაზე. ჯერ კიდევ ანტიკურმა სამყარომ იცოდა, რომ შესაძლო იყო კავკასიის გადავლა სწორედ იქ, სადაც ახლა საქართველოს სამხედრო გზა მიემართება.
კავკასიას ბუნების მრავალფეროვნებით და მისი თავისებურებებით ევროპაში ანალოგი არ მოეპოვება. ჩრდილოეთით იგი ვრცელდება ყუმა-მანიჩის ღრმულამდე, სამხრეთი საზღვარი პირობითია და გაუყვება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარს თურქეთთან და ირანთან, დასავლეთი და აღმოსავლეთი საზღვარი საზღვაოა. აღნიშნულ საზღვრებში მის ფართობი დაახლოებით 440 ათას კმ2-ს შეადგენს. მისი ტერიტორიაზე მდებარეობენ ამიერკავკასიის ქვეყნები (საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი მთლიანად), ხოლო ჩრდილოეთი ნაწილი შედის რუსეთის ფედერაციის ფარგლებში.
ანალოგიურად ბუნებისა, კავკასიას ანალოგი არ ჰყავს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის სიჭრელითა და შრომის ჩვევების სპექტრით. კავკასიის ბუნებრივი ლანდშაფტის განსაკუთრებულ ნაირგვარობას და მის ძირითად ნიშნებს უპირველესად განსაზღვრავს მისი განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობა ზომიერი და სუბტროპიკული სარტყლებისა და აღმოსავლეთ ევროპა-წინა აზიის მიჯნაზე შავი, აზოვისა და კასპიის ზღვებს შორის, აგრეთვე ბუნების გეოლოგიური განვითარების ისტორია და მასთან დაკავშირებული ტექტონიკური აგებულება.
რელიეფი.
კავკასია გამოირჩევა უაღრესად რთული და მრავალფეროვანი რელიეფით, რაც განსაზღვრულია ტერიტორიის გეოლოგიური განვითარების ისტორიითა და მასთან დაკავშირებული ტექტონიკური აგებულებით, ძველი და თანამედროვე კლიმატური პირობებით.
ნათლად არის გამოხატული რელიეფის კავშირი ტექტონიკურ აგებულებასთან. რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილს –– იმიერკავკასიის ვაკეს (წინა კავკასია) საფუძვლად უდევს ახალგაზრდა ბაქანი, ხოლო ძირითადი ნაწილი შედის ალპურ-ჰიმალაურ ახალგაზრდა ნაოჭა მთა-თა სარტყელში, რამაც განსაზღვრა მისი მრავალფეროვანი ძლიერ დანაწევრებული მთიანი რელიეფი. კავკასია შედის ხმელთაშუა ზღვის გეოსინკლინურ სარტყელში და იყოფა 4 ძირითად ტექტონიკურ ზონად: იმიერკავკასიის ახალგაზრდა ბაქანი, მეგანტიკლონორიუმი, რიონ-მტკვრის მთათაშუა როფი და მცირე კავკასიონის მეგანტიკლინორიუმი.
ჩრდილოეთ კალთაზე გასწვრივი ქედებიდან აღსანიშნავია გვერდითი ქედი (მასზე აღმართულია კავკასიონის და ევროპის უმაღლესი მწვერვალი იალბუზი 5642 მ), კლდოვანი ქედი, კიდენგანის, ტყიანი, ხევსურეთის, თუშეთის, ანუ პირიქითა და სხვა. სამხრეთ კალთაზე ბევრი გასწვრივი ქედი გამოიყოფა – გაგრის, ბზიფის, კოდორის, სვანეთის, ენგურის, ლეჩხუმის, რაჭის, დვალეთის, მთიულეთის, ფშავ-ხევსურეთის და სხვა. გარდიგარდმო ქედებიდან – ლიხის, ხარულის, ალევის, გუდამაყრის, ქართლის, კახეთისა და სხვა, კავკასიის ტერიტორიაზე გამოხატულია მთიანი და ვაკე რელიეფის ყველა ფორმა. ზედაპირის სიმაღლითი განვითარების დიაპაზონი შეადგენს 5870 მ (კასპიისპირა დაბლობი – 28 მ, მწვერვალი იალბუზი, 5642 მ). ტერიტორიის ნახევარზე მეტი უკავია მაღალ მთებსა და ზეგნებს.
მსხვილი ოროგრაფიული და მორფოსტრუქტურული ერთეულებიდან კავკასიაში გამოიყოფა რამდენიმე მეტნაკლებად განედური ზონა (ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ) იმიერკავკასიის ვაკე, კავკასიონი, ამიერკავკასიის ბარი, მცირე კავკასიონი, მის აღმოსავლეთ გაგრძელებაზე თალიშის მთები და სამხრეთ კავკასიის ვულკანური მთიანეთი.
იმიერკავკასიის ვაკის ფარგლებში გამოიყოფა სამი განსხვავებული ნაწილი: დასავლეთი (ყუბან-აზოვისპირა დაბლობი), შუა (სტავროპოლის მაღლობი) და აღმოსავლეთი (თერგ-ყუმის დაბლობი).