საავიაციო კორპუსი
(ახალი გვერდი: '''საავიაციო კორპუსი''' - სამხედრო-საჰაერო ძალების გაერთიანებ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017 | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017 | ||
[[კატეგორია:სამხედრო-საჰაერო ძალები]] | [[კატეგორია:სამხედრო-საჰაერო ძალები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]] |
15:17, 6 დეკემბერი 2017-ის ვერსია
საავიაციო კორპუსი - სამხედრო-საჰაერო ძალების გაერთიანება. შეიქმნა მთელ რიგ ქვეყნებში გასული საუკუნის 30-იან წლებში. დიდი სამამულო ომის დროს წითელ არმიაში 1942 წლის II ნახევრიდან საავიაციო კორპუსში გაერთიანებული იყვნენ საფრონტო ავიაციისა და მთავარსარდლის რეზერვის ავიაციის შენაერთები და ნაწილები. ჩამოყალიბდა საავიაციო კორპუსები – ბომბდამშენი, საიერიშო, გამანადგურებელი და შერეული, რომლებიც შედიოდნენ საჰაერო არმიაში ან მოქმედებდნენ დამოუკიდებლად დაჯგუფებების, საერთო-საჯარისო და სატანკო არმიების ინტერესებისათვის.
ჩვეულებრივ, საავიაციო კორპუსში შედიოდა 2-3 საავიაციო დივიზია (200-375 თვითმფრინავი). არსებობდა აგრეთვე საჰაერო თავდაცვის გამანადგურებელი საავიაციო კორპუსი. 1954_55 წლებში საავიაციო კორპუსები ბევრ არმიაში გაუქმდა.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017