ფაშიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: [[ფაილი:Italiis faSisturi partiis droSa1.png|thumb|150პქ|იტალიის ნაციონალური ფაშისტური პ...)
 
ხაზი 3: ხაზი 3:
 
ტერორისტული დიქტატურა, რომელიც ფეხქვეშ თელავს დემოკრატიულ უფლებებს და თავისუფლებას.  
 
ტერორისტული დიქტატურა, რომელიც ფეხქვეშ თელავს დემოკრატიულ უფლებებს და თავისუფლებას.  
  
ფაშისტური იდეოლოგიის საფუძველს წარმოადგენს დოქტრინები, რომლებიც ჯერ კიდევ ფაშიზმის გაჩენამდე წარმოიშვა: რასიზმი, შოვინიზმი და აგრესიული [[გეოპოლიტიკა]].
+
ფაშისტური იდეოლოგიის საფუძველს წარმოადგენს დოქტრინები, რომლებიც ჯერ კიდევ ფაშიზმის გაჩენამდე წარმოიშვა: რასიზმი, [[შოვინიზმი]] და აგრესიული [[გეოპოლიტიკა]].
  
 
პოლიტიკურ სფეროში ფაშიზმისათვის დამახასიათებელია: სახელმწიფოს შიგნით – უმკაცრესი ხელისუფლება, რომელიც ეყრდნობა სამხედრო ძალადობას, მილიტარიზმს, მასობრივ ტერორს და რეპრესიების სისტემას,
 
პოლიტიკურ სფეროში ფაშიზმისათვის დამახასიათებელია: სახელმწიფოს შიგნით – უმკაცრესი ხელისუფლება, რომელიც ეყრდნობა სამხედრო ძალადობას, მილიტარიზმს, მასობრივ ტერორს და რეპრესიების სისტემას,

15:29, 20 თებერვალი 2018-ის ვერსია

იტალიის ნაციონალური ფაშისტური პარტიის ემბლემა

ფაშიზმი - პოლიტიკური მიმდინარეობა და იდეოლოგია, რომელიც ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში წარმოიშვა I მსოფლიო ომის შემდეგ. ტოტალიტარიზმის ფორმა, აშკარად ტერორისტული დიქტატურა, რომელიც ფეხქვეშ თელავს დემოკრატიულ უფლებებს და თავისუფლებას.

ფაშისტური იდეოლოგიის საფუძველს წარმოადგენს დოქტრინები, რომლებიც ჯერ კიდევ ფაშიზმის გაჩენამდე წარმოიშვა: რასიზმი, შოვინიზმი და აგრესიული გეოპოლიტიკა.

პოლიტიკურ სფეროში ფაშიზმისათვის დამახასიათებელია: სახელმწიფოს შიგნით – უმკაცრესი ხელისუფლება, რომელიც ეყრდნობა სამხედრო ძალადობას, მილიტარიზმს, მასობრივ ტერორს და რეპრესიების სისტემას, ბელადის კულტს, სოციალურ დემაგოგიას; საერთაშორისო ასპარეზზე აგრესია და დამპყრობლური ომები, პოლიტიკური მუხანათობა და საერთაშორისო სამართლის იგნორირება, სხვა ხალხების გენოციდი.

ფაშიზმის იდეებმა კონცენტრირებული სახით პოვეს გამოატულება ადოლფ ჰიტლერის წიგნში „მაინ კამპ“ (“ჩემი ბრძოლა”, 1925).

პირველი ფაშისტური ორგანიზაცია იტალიაში შეიქმნა 1925 წელს, ბენიტო მუსოლინის ხელმძღვანელობით. 30-იანი წლების დამლევს ფაშისტური რეჟიმი დამყარდა იტალიაში, გერმანიაში, პორტუგალიაში, ესპანეთში, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოში.

გერმანიის ფაშიზმმა (ხელისუფლების სათავეში იყო 1933–45) იტალიის ფაშიზმთან (ხელისუფლების სათავეში იყო 1922–43) და მილიტარისტულ იაპონიასთან ერთად გააჩაღა II მსოფლიო ომი, რომელიც მათი მარცხით დამთავრდა.ფაშიზმის ლოზუნგები, რომლებიც ახალი ვითარების შესაბამისად არის შეცვლილი, ამჟამად ზოგიერთ ქვეყნებში ნეოფაშიზმად არის რეანიმირებული.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები