ნაირგვაროვანი ძალები (ფლოტის)
(ახალი გვერდი: '''ნაირგვაროვანი ძალები (ფლოტის)''' - [[სამხედრო-საზღვაო ძალები|...) |
|||
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
[[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]] | [[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]] | ||
| − | [[კატეგორია:საზღვაო ძალები]] | + | [[კატეგორია:სამხედრო-საზღვაო ძალები]] |
მიმდინარე ცვლილება 11:15, 6 ივნისი 2018 მდგომარეობით
ნაირგვაროვანი ძალები (ფლოტის) - სამხედრო-საზღვაო ძალების სხვადასხვა გვარეობების შენაერთები და ნაწილები, რომლებიც გაერთიანებული არიან საშტატო (დროებით) ფორმირებად გარკვეული საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად.
ნაირგვაროვანი ძალები ასრულებენ დასახულ ამოცანებს საომარი მოქმედების საზღვაო თეატრის (საომარი მოქმედების საოკეანოთეატრის) დანიშნულ სანაპირო - საოპერაციო ზონაში, ფლოტის ძალების ბაზირებისა და გაშლის, საბრძოლო პატრულირების რაიონებში მრავალმიზნობრივი წყალქვეშა ნავების საბრძოლო მდგრადობის უზრუნველსაყოფად, მოწინააღმდეგის ნავსაწინააღმდეგო ძალებთან და სხვა სახომალდო ძალებთან საბრძოლველად. მათი მიზანია, მოიპოვონ ბატონობა ზღვაზე და დაარღვიონ კომუნიკაციები, უზრუნველყონ საზღვაო გადაზიდვა-გადაყვანა, საზღვაო დესანტის გადასხმა, ხელშემწყობი ოპერატიული რეჟიმის შენარჩუნება და სხვა. ამოცანების შესასრულებლად, როგორც წესი, ისინი შედიან ოპერატიულ და ოპერატიულ-ტაქტიკურ (ფლოტილიები და ესკადრები) გაერთიანებებში.