ვაცირათი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ვაცირათ-ი''' ''(ოს. Уацырат)'' — ნართული ეპოსის პერსონაჟი ქალი [[ახს...)
 

მიმდინარე ცვლილება 15:25, 10 სექტემბერი 2018 მდგომარეობით

ვაცირათ-ი (ოს. Уацырат) — ნართული ეპოსის პერსონაჟი ქალი ახსართაგათების გვარიდან. მისი სილამაზით დატყვევებულმა სირდონმა როცა საწადელი ვერ აისრულა, ნართების ახალგაზრდობას ვაცირათისა და თევეზის საყვარლობის შესახებ სიმღერა შეათხზევინა, რის გამოც მამამ ქალიშვილი კოშკში გამოამწყვდია და გარეთ არ უშვებდა. მასთან ღამღამობით თევეზმა დაიწყო სიარული და მალე ვაჟი შეეძინათ; ბავშვი ნართებისაგან მალულად ყუთში მოათავსეს და მდინარეში გადააგდეს („არახძავი“).


[რედაქტირება] ლიტერატურა

Нартовские сказания: Эпос осетинского народа. Книга 3. Владикавказ, 2005.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები