შიზოფრენია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(შიზოფრენიის ტიპები)
ხაზი 63: ხაზი 63:
 
* [[არადიფერენცირებული შიზოფრენია]]
 
* [[არადიფერენცირებული შიზოფრენია]]
 
* [[რეზიდუალური შიზოფრენია]]
 
* [[რეზიდუალური შიზოფრენია]]
 
  
 
==წყარო==
 
==წყარო==

14:54, 6 ნოემბერი 2018-ის ვერსია

შიზოფრენიით დაავადებული პიროვნების მიერ დახატული ავტოპორტრეტი

შიზოფრენია - (schizophrenia), აშლილობა, რომელიც ზოგადად ხასიათდება აზროვნების და აღქმის პროცესების ფუნდამენტური და დამახასიათებელი დარღვევებით, არაადეკვატური და შესუსტებული აფექტით. ნათელი ცნობიერება და ინტელექტუალური შესაძლებლობები, ჩვეულებრივ, შენარჩუნებულია, მაგრამ, დროთა განმავლობაში, შესაძლოა განვითარდეს გარკვეული კოგნიტიური დეფიციტი. დარღვევები ეხება ფსიქიკის ბაზისურ ფუნქციებს, რომლებიც ადამიანს ანიჭებს ინდივიდუალურობის, უნიკალურობისა და მიზანმიმართულების განცდებს.

შიზოფრენიის დროს ხშირია განცდა, რომ ადამიანის დაფარული აზრები, გრძნობები და მოქმედებები სხვებისთვის ცნობილია, ანდა სხვები ცდილობენ ამ პროცესებზე გავლენის მოხდენას. ეს ხშირად ხელს უწყობს უცნაური ბოდვითი იდეების ფორმირებას, რომლებიც ინდივიდის აზრებსა და ქმედებებზე ზეგავლენას ბუნებრივი ან ზებუნებრივი ძალების ჩარევით ხსნიან. მაგრამ შიზოფრენიის წმინდა პათოგნომური სიმპტომები გამოყოფილი არ არის, ძალზე მნიშვნელოვან ფსიქოპათოლოგიურ ფენომენებს კი მიეკუთვნება:

შიზოფრენიის მიმდინარეობა შესაძლოა იყოს ან უწყვეტი, ან ეპიზოდური (ეპიზოდიდან ეპიზოდამდე პროგრესირებადი ან სტაბილური დარღვევების (დეფიციტის) შენარჩუნებით), ან ერთი ან მეტი ეპიზოდი, სრული რემისიით.(ფსიქიატრიის ლექსიკონები)

შიზოფრენიის შესახებ არსებული მოსაზრებების ისტორიული მიმოხილვა

ფსიქოზური აშლილობებიდან ყველაზე რთულია შიზოფრენიის განსაზღვრა და აღწერა. ამას, ძირითადად, განაპირობებს ის ფაქტი, რომ 100 წლის მანძილზე სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფსიქიატრის მიერ სრულიად განსხვავებული კონცეფციები იყო შექმნილი და შემოთავაზებული. დღეს ძირითად საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია, თუმცა, გარკვეული უზუსტობები ბევრ პრობლემასთან დაკავშირებით მაინც არსებობს. შიზოფრენია კვლავ რჩება იმ ფუნდამენტურ საკითხთა კრებულად, რომელთა გადაჭრასაც ფსიქიატრები დღემდე ცდილობენ: დაავადების კონცეფცია, კლასიფიკაცია და ეტიოლოგია.

მე–19 საუკუნეში არსებობდა მოსაზრება, რომ ყველა ფსიქიკური აშლილობა ერთი მთლიანობის გამოვლენაა, რომელსაც გრიზინგერმა (Griesinger) ერთიანი ფსიქოზი (Einheitpsychose) უწოდა. ამის საპირისპიროდ, მორელმა (Morel) განაცხადა, რომ შესაძლებელია ფსიქიკური აშლილობების განცალკევება და კლასიფიკაცია. მორელი ცდილობდა გამოეყო ცალკეული ჯგუფები და, გამომწვევ მიზეზებზე, სიმპტომებსა და გამოსავალზე დაყრდნობით, შეექმნა კლასიფიკაცია. 1852 წელს მან აღწერა დაავადება demence precoce, რომელიც იწყებოდა მოზარდობის ასაკში და იწვევდა ჯერ სოციალურ იზოლაციას, უცნაურ, მანერულ ქცევებსა და საკუთარი თავის უგულებელყოფას, ხოლო საბოლოოდ, მთავრდებოდა ინტელექტუალური დაქვეითებით. ცოტა ხნის შემდეგ, კალბაუმმა (Kahlbaum, 1863) აღწერა კატატონია, ხოლო ჰეკერმა (Heckeრ, 1871) - ჰებეფრენია. ემილ კრეპელინმა (Emil Kraepelin, 1855-1926) ავადმყოფობის მიმდინარეობასა და სიმპტომებზე დაკვირვების შედეგად ჩამოაყალიბა თავისი შეხედულებები. იგი უარყოფდა ერთიანი ფსიქოზის იდეას და შემოგვთავაზა დაავადებების ორი ჯგუფი: dementia praecox და მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი. dementia praecox-ის ჯგუფში მან შეიყვანა მანამდე დამოუკიდებლად მიჩნეული მდგომარეობები - კატატონია და ჰებეფრენია (სიტყვით დემენცია კრეპელინმა ხაზი გაუსვა ამ დაავადებისთვის დამახასიათებელ კოგნიტურ დაქვეითებას). dementia praecox-ის პირველი აღწერა კრეპელინმა გამოაქვეყნა თავის ფსიქიატრიის სახელმძღვანელოს მეოთხე გამოცემაში 1893 წელს და განავრცო შემდგომ გამოცემებში. იგი დაავადებას აღწერდა, როგორც ნათელი ცნობიერების ფონზე განვითარებული მდგომარეობების სერიას, საერთო დამახასიათებელი ნიშნით, როგორიცაა შინაგანი კავშირების უცნაური რღვევა (Kraepelin, 1919). მან თავიდან გამოყო სამი მდგომარეობა (პარანოიდული, ჰებეფრენული და კატატონური) და შემდგომ დაამატა მეოთხე (მარტივი). პარაფრენია გამიჯნა dementia praecox-გან იმის საფუძველზე, რომ ეს მდგომარეობა იწყება საშუალო ასაკში და არ ახასიათებს ისეთივე ემოციური და ნებელობითი ცვლილებები, როგორც dementia praecox–s. კრეპელინი განიხილავდა dementia Praecox-ს, როგორც პროგრესირებად ქრონიკულ მდგომარეობას, რომელიც უცილობლად იწვევს პიროვნების დაქვეითებას. აღსანიშნავია, რომ კრეპელინის მიერ კლინიკური შემთხვევების 13% მთავრდებოდა სრული გამოჯანმრთელებით (თუმცა, ზოგ შემთხვევაში შემდგომი რეციდივებით), ხოლო პაციენტთა 17% ცხოვრობდა დამოუკიდებლად და ახერხებდა მუშობას.

ეუგენ ბლოილერმა (Eugen Bleuler, 1857 -1959) კრეპელინის შრომებზე დაყრდნობით გამოსცა წიგნი, რომელშიც წერდა: „იდეა ნაადრევი ჭკუასუსტობის შესახებ ეკუთვნის კრეპელინს“ (Bleuler, 1911). იგი, ასევე, მადლობას უხდიდა თავის ახალგაზრდა კოლეგას კარლ იუნგს (Carl Jung), რომელმაც ნაადრევი ჭკუასუსტობის კონცეფცია ფროიდისეული მოსაზრებებით გაამდიდრა. კრეპელინისგან განსხვავებით, ბლოილერი ნაკლებად ამახვილებდა ყურადღებას პროგნოზზე. იგი უფრო მეტად დაინტერესებული იყო სიმპტომთა ფორმირების მექანიზმებით. ბლოილერმა გამოიყენა ტერმინი „შიზოფრენია“, რათა აღენიშნა ფსიქიკური ფუნქციების გახლეჩილობა, რაც მისი აზრით ამ დაავადების ცენტრალურ ნიშანს წარმოადგენდა. ბლოილერს სჯეროდა, რომ არსებობდა ფუნდამენტური და დამატებითი ნიშნები. მისი აზრით, ფუნდამენტურ სიმპტომებს წარმოდგენდნენ: ასოციაციათა პროცესის აშლილობები, ემოციური რეაქციის ცვლილებები და აუტიზმი (რეალური სამყაროდან იზოლაცია და საკუთარი სამყაროს შექმნა). საინტერესოა, რომ შიზოფრენიისთვის დამახასიათებელი ყველაზე ხშირი სიმპტომები (ჰალუცინაცია, ბოდვა, კატატონია, უცნაური ქცევები) მან დამატებით ნიშნებად მიიჩნია. ბლოილერს შიზოფრენიული შემთხვევების ფსიქოლოგიური მხარე აინტერესებდა, თუმცა, არ უარყოფდა ნეიროფიზიოლოგიური მიზეზების არსებობასაც. რადგან ბლოილერი ყურადღებას უფრო მეტად ფსიქოპათოლოგიურ მექანიზმებზე ამახვილებდა, ამიტომ მისი დიაგნოსტიკური მიდგომები, კრეპელინთან შედარებით, ნაკლებ სპეციფიკური იყო. ბლოილერს უფრო ოპტიმისტური პროგნოზი ჰქონდა, თუმცა, იქვე აღნიშნავდა: „ვსაუბრობთ არა გამოჯანმრთელებაზე, არამედ ხანგრძლივ გაუმჯობესებაზე“. იგი ასევე წერდა: „თუ პაციენტს არასდროს გამოუვლენია შიზოფრენიის ნიშნები და კვლავაც არ აღენიშნება დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, რჩება მხოლოდ ძალიან მცირე შემთხვევები, როდესაც უნდა ვეძებოთ ეს ნიშნები“ (Bleuler, 1911).

კურტ შნაიდერი (Kurt Schneider, 1887-1967) არ უნდა აგვერიოს კარლ შნაიდერში, რომელსაც ეკუთვნის აზროვნების პათოლოგიის კლასიფიკაცია. კურტ შნაიდერი ცდილობდა გამოეყო შიზოფრენიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, რაც დიაგნოზის უფრო ზუსტად დასმის და მისი სხვა აშლილობებისაგან გამორჩევის საშუალებას მოგვცემდა. შნაიდერის პირველი რიგის სიმპტომები წამყვანია შიზოფრენიის დღეს არსებულ დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებში. თუმცა, ბლოილერის ფუნდამენტური სიმპტომების მსგავსად, ამ ნიშნებსაც, სავარაუდოდ, არ აქვთ ცენტრალური ფსიქოპათოლოგიური მნიშვნელობა. გარდა ამისა, შნაიდერი მიუთითებდა, რომ ამ სიმპტომების არსებობა არ არის აუცილებელი და საკმარისი პირობა დიაგნოზისთვის: „შიზოფრენიისთვის დამახასიათებელი მრავალი პათოლოგიური მოდელიდან, არსებობს რამდენიმე, რომლებიც მიესადაგებიან პირველი რიგის მნიშვნელობის დარღვევებს, იმიტომ კი არა, რომ ჩვენ მათ ბაზისურ ნიშნებს მივაკუთვნებთ, არამედ იმიტომ, რომ მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ შიზოფრენიის განსაზღვრასა და დიაგნოსტიკაში. მაშინ, როდესაც სახეზეა ასეთი მოდელის არსებობა და ბაზისური სომატური ავადმყოფობა არ აღინიშნება, ჩვენ შეგვიძლია დავსვათ შიზოფრენიის დიაგნოზი. „დიაგნოზის დასმისათვის ყოველთვის არ არის საჭირო პირველი რიგის სიმპტომების არსებობა“ (Schneider, 1959).

რამდენიმე გერმანელმა ფსიქიატრმა სცადა შიზოფრენიის ქვეჯგუფების გამოყოფა. ვერნიკეს (Wernicke) მოსწავლე კარლ კლაისტი (Karl Kleist) სწავლობდა ასოციაციას დაავადების სხვადასხვა ტიპებსა და თავის ტვინის პათოლოგიას შორის. მისთვის მისაღები იყო კრეპელინის ძირითადი დიაგნოსტიკური მიდგომები, მაგრამ ცდილობდა, კლინიკური სურათის გულდასმით შესწავლის საფუძველზე, გაემიჯნა შიზოფრენიის ქვეტიპები და ატიპიური ფორმები. მისი მცდელობა განესაზღვრა შიზოფრენიის ქვეტიპები თავის ტვინში არსებული პათოლოგიების მიხედვით ძალიან საინტერესო, მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა.

ლეონჰარდმა გააგრძელა კლინიკური სურათის შესწავლა და გამოაქვეყნა საკმაოდ რთული კლასიფიკაცია, რომელიც განასხვავებდა შიზოფრენიას „ციკლოიდური“ – კარგი გამოსავლის მქონე არააფექტური ფსიქოზებისაგან (Leonhard, 1957). მან, ასევე, გამოყო შიზოფრენიის ორი ჯგუფი. პირველი, ანუ სისტემური ჯგუფი, ხასიათდებოდა პროგრესული მიმდინარეობით და აერთიანებდა კატატონიას, პარაფრენიას და ჰებეფრენიას. მეორე, არასისტემურ ჯგუფში, შედიოდა პარაფრენია აფექტური აშლილობებით, შიზოფაზია და პერიოდული კატატონია. აფექტური პარაფრენიის დროს პაციენტს აღენიშნებოდა აფექტურად შეფერადებული პარანოიდული ბოდვები. შიზოფაზიის დროს გამოხატული იყო ასოციაციური პროცესის დარღვევები, პრაქტიკულად გაუგებარი მეტყველებით. პერიოდული კატატონიისთვის დამახასიათებელი იყო კატატონურ სიმპტომებს შორის რეგულარული რემისიები. კატატონურ სიმპტომებს ადგენდა შეკავება და უეცარი აგზნება.

სკანდინავიელი ფსიქიატრები იმყოფებოდნენ იასპერსის (Jaspers) გავლენის ქვეშ, რომელმაც გამოყო შიზოფრენია და რეაქტიული ფსიქოზები. 1930 წელს ლანგფელდმა (Langfeldt) გამიჯნა ერთმანეთისაგან ჭეშმარიტი შიზოფრენია (ცუდი გამოსავლის მქონე მდგომარეობა) და შიზოფრენიფორმული მდგომარეობები (კარგი გამოსავლის მქონე) (Langfeldt, 1961). ჭეშმარიტი შიზოფრენიის განმარტება ახლოს იდგა dementia praecox–ის კრეპელინისეულ კონცეფციასთან. შიზოფრენიისმაგვარ მდგომარეობას აღწერდა, როგორც სტრესით გამოწვეულ მდგომარეობას, გამოხატულს დაბნეულობითა და აფექტური სიმპტომატიკით. ლანგფელდის მოსაზრებამ კარგ და ცუდ პროგნოზზე ძალიან დიდი გავლენა იქონია, მაგრამ კვლევებმა ამ კრიტერიუმების პროგნოზული მნიშვნელობა არ დაადასტურა. თანამედროვე კრიტერიუმების თანახმად, ლანგფელდისეული შიზოფრენიფორმული მდგომარეობების უმეტესობა მოხვდებოდა აფექტური აშლილობების ჯგუფში (Bergen et al., 1990). ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ DSM-IV –ში ტერმინი „შიზოფრენიფორმული აშლილობები“ სრულიად სხვა მნიშვნელობით იხმარება.

დანიასა და ნორვეგიაში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა სტრესის შემდგომ განვითარებული მდგომარეობები. ტერმინებს - „რეაქტიული“ ფსიქოზი და „ფსიქოგენური“ ფსიქოზები, ხშირად იყენებენ სტრესით გამოწვეული მდგომარეობების აღსანიშნად, რომელთა ნიშნები, გარკვეულწილად, გასაგებია და კარგი გამოსავალი ახასიათებთ. თანამედროვე კლასიფიკაციის მიხედვით, ეს დარღვევები შეიძლება გაერთიანდეს ხანმოკლე გარდამავალ ან შიზოფრენიფორმულ აშლილობებში (ხანმოკლე ფსიქოზების ისტორიული მიმოხილვა იხილეთ Garrabe & Cousin, 2000 ). (ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)

შიზოფრენიის ტიპები

ძირითადი კლინიკური სურათის მიხედვით, შიზოფრენია რამდენიმე ქვეტიპად იყოფა:

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები