კურდღელი (ეგვიპტურ მითოლოგიაში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
03:07, 18 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უნუტი

კურდღელი – უძველეს დროში იყო ნაყოფიერების სიმბოლო და მეთხუთმეტე ზემოეგვიპტური ნომის ნიშანი. იმავდროულად იყო ამ ნომის უძველესი ქალღმერთის, უნუტის ცხოველი. უნდა აღინიშნოს, რომ წერილობით დაფიქსირებულ ეგვიპტურ ენაში „უნუტს“ „კურდღელის“ მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. საკულტო მნიშვნელობა უნუტმა დინასტიური პერიოდის დასაწყისისათვის დაკარგა. შემონახულია კურდღლის ამულეტები, მაგრამ მათი დანიშნულება ბუნდოვანია. დროთა განმავლობაში ის გარდაიქმნა მიწისქვეშეთის დემონად კურდღლის ყურებიანი ლომის სახით.






წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები