მუქერია შალვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შალვა მუქერია – (23.IV.1964, თბილისი), ქართველი მომღერალი ტენორი. 1982 დაამთავრა „ნიჭიერთა ათწლედი“ (კლარნეტი), 1989 თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია(კლარნეტი). 1985-88 თბილისის ოპერის თეატრის ორკესტრის მუსიკოსი (I კლანრეტი). 1998 დაამთავრა ოდესის კონსერვატორია პედ. ნ. ბერლაჩენკო, ხოლო შემდეგ იტალიაში ამეცადინებდა სალვატორე ფიზიკელა. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ 2004- მდე მღეროდა ოდესის ოპერისა და ბალეტის თეატრში. 2005-07 ვენის ოპერის თეატრის სოლისტი. 2007 მუქერიას დებიუტი შედგა „ლა სკალას“ თეატრში, ტონიო (დონიცეტის „პოლკის ქალიშვილი“). ამჟამად ცხოვრობს მადრიდში.

პარტიები: ნემორინო, ედგარი, ლესტერი, პერსი, ერნესტო, ალამირი, ტონიო (დონიცეტი „სიყვარულის ნექტარი“, „ლუჩია დი ლამერმური“, „მარია სტიუარტი“, „ანა ბოლეინი“, „დონ პასკუალე“, „ბელიზარიო,“ „პოლკის ქალიშვილი“); რუდოლფი, არტური (პუჩინის „ბოჰემა“, „პურიტანები“); ელვინო, ტიბალტი (ბელინი „სომნამბულა“, „კაპულეტი და მონტეკი)“; ალფრედი, ჰერცოგი, კასიო, ფენტონი (ვერდისტრავიატა,“ „რიგოლეტო“, „ოტელო“, „ფალსტაფი“). ახალგაზრდა ბოშა (რახმანინოვის „ალეკო“); არლეკინი (ლეონკავალოს „ჯამბაზები“) და სხვ.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები