საოპერო სტუდია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:23, 9 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საოპერო სტუდია – დაარსდა 1952 თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრასთან (ხელმძღვანელი გ. კილაძე). სტუდიამ აღზარდა ცნობილ ქართველ მომღერალთა რამდენიმე თაობა. დადგა ზ. ფალიაშვილის „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“; პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, „იოლანტა“; შ. გუნოს „ფაუსტი“; ჯ. ვერდისტრავიატა“; ჯ. როსინისსევილიელი დალაქი“; ჟ. ბიზეს „მარგალიტის მაძიებლები“; გ. დონიცეტის „სიყვარულის ნექტარი“; ს. რახმანინოვის „ალეკო“; ჯ. გერშვინის „პორგი და ბესი“ და სხვ.

ახალგაზრდა მომღერალთა აღზრდაში მნიშიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით საოპერო სტუდიაში სხვადასხვა დროს მომუშავე რეჟისორებს: შ. აღსაბაძეს, ა. ჩხარტიშვილს, გ. ვასაძეს, გ. გაჩეჩილაძეს, ნ. ჯაფარიძეს და სხვ. დირიჟორებს: გ. კილაძეს, ზ. ხუროძეს, შ. თაქთაქიშვილს, დ. მირცხულავას, ს. კორკოტაშვილს, გ. აზმაიფარაშვილს, ა. კავსაძეს, რ. ტაკიძეს და სხვ. სტუდიაში აღიზარდნენ ზ. ანჯაფარიძე, მ. ამირანაშვილი, ც. ტატიშვილი, ლ. ჭყონია, პ. ბურჭულაძე და სხვ.

წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები