ფიდიასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფიდიასი – (ბერძ. Φειδίας), ძველი ბერძენი მოქანდაკე, მხატვარი და არქიტექტორი. დაიბადა ათენში, ძვ.წ. 500-480 წლებს შორის. მისი პირველი მასწავლებელი მოქანდაკე ეგესიასი იყო, შემდეგ კი იგი აგელადესის მოწაფე ხდება (ბერძნული ტრადიციის მიხედვით, ასევე მისი მოწაფეები იყვნენ მირონიცა და პოლიკლეტოსიც). აგელადესის სახელოსნოში ფიდიასი თანაბრად ეუფლებოდა როგორც ბრინჯაოს ჩამოსხმის, ისე მარმარილოს გამოთლის ტექნიკას.

ფიდიანის უამრავ ნამუშევართაგან ჩვენამდე მხოლოდ უძნიშვნელო ნაწილმა მოაღწია, მაგრამ ეს მცირედიც კი საკმარისია მისი გენიალურობის შესაგრძნობად.

როგორც ცნობილია, იგი უშუალოდ ხელმძღვანელობდა ათენის აკროპოლისის მშენებლობას, მაგრამ მისი მისია მხოლოდ ამით როდი შემოიფარგლებოდა. ამ დიდ მოქანდაკეს ეკუთვნოდა ათენის აკროპოლისის მხატვრული გაფორმებაც: აქ იდგა ფიდიასის მიერ შექმნილი რამდენიმე ქანდაკება და, რაც მთავარია, მის ხელს ეკუთვნის პართენონის სკულპტურები და რელიეფები.

რა თქმა უნდა, მარტო ფიდიასი ვერ შეძლებდა ამ დიდი სამუშაოს შესრულებას. მეცნიერებმა დეტალურად შეისწავლეს და გააანალიზეს ფრონტონების, მეტოპებისა და ფრიზის გამოსახულებანი და მივიდნენ დასკვნამდე, რომ პართენონის სკულპტურულ შემკულობაზე ფიდიასთან ერთად მუშაობდნენ სხვა ოსტატებიც, მისი მოწაფეები, რომელთაც საკუთარი, ინდივიდუალური ხელწერა ჰქონდათ. ზოგი მათგანის სახელიც ცნობილია: ალკამენესი, აგორაკრიტოსი, კალიმაქოსი. მეცნიერთა აზრით, ფიდიასს ეკუთვნის პართენონის სკულპტურული ანსამბლის საერთო კომპოზიციის ჩანაფიქრი. გარდა ამისა, გამოთქმულია მოსაზრება, რომ იგი წინასწარ ქმნიდა სამუშაო ნახატებს, ასევე, თიხისაგან აკეთებდა მოდელებს, რომლის მიხედვითაც ქვაზე უკვე დანარჩენი ოსტატები მუშაობდნენ. რაღა თქმა უნდა, მარმარილოსაგან გამოკვეთილ ფიგურათა გარკვეული ნაწილი უშუალოდ ამ დიდი მოქანდაკის ხელს ეკუთვნოდა. როგორც უნდა იყოს, პართენონის სკულპტურა ფიდიასის გენიალური ნამუშევარია, რომელიც დაახლოებით 16 წლის განმავლობაში იქმნებოდა. ჯერ კიდევ ტაძრის მშენებლობისას ძვ.წ. 447-443 წლებში შეიქმნა მეტოპები, ძვ.წ. 442-438 წლებში − ფრიზის გამოსახულებანი, ხოლო სულ ბოლოს, ძვ.წ. 432 წლისათვის დასრულდა ფრონტონთა კომპოზიციები.

პართენონის ყოველი სკულპტურული კომპოზიცია თემატურად ატიკის მფარველ ქალღმერთთან, ათენასთან იყო დაკავშირებული. ფრონტონებზე გამოსახული იყო ორი სცენა ქალღმერთის ცხოვრებიდან: ათენას დაბადება მეხთამტყორცნელი ზევსის თავიდან ოლიმპოს მთაზე (აღმოსავლეთ ფრონტონი) და ათენასა და პოსეიდონის დავა ატიკისათვის (დასავლეთ ფრონტონი). ტაძრის ფრიზზე წარმოდგენილი იყო ქალღმერთისადმი მიძღვნილი ათენელთა ყველაზე დიდი დღესასწაული „პანათენაია“; და ბოლოს, ასევე ათენასთან, როგორც ომის ქალღმერთთან, იყო დაკავშირებული მეტოპებზე გამოსახული ბრძოლის სცენები, ტაძრის ოთხივე მხარეს სხვადასხვა შინაარსისა: აღმოსავლეთით - ღმერთებისა და გიგანტების ბრძოლა, ჩრდილოეთით – აქაველთა და ტროელთა ბრძოლა, დასავლეთით - ათენელთა და ამაძონელ ქალთა ბრძოლა, სამხრეთით – კენტავრებისა და ლაპითების ბრძოლა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველაზე ადრე (ძვ.წ. 447-443 წწ.) მეტოპების რელიეფები შეიქმნა.

პართენონის მეტოპები, როგორც. მეცნიერები ვარაუდობენ, ჯერ კიდევ ტაძრის მშენებლობის პერიოდში სახელოსნოში იქმნებოდა და შემდეგ ჩაიდგა თავის ადგილზე, ტრიგლიფებს შორის. ჩვენამდე სამხრეთის ფასადის სულ 17-მა მეტოპამ მოაღწია, რომლებზეც კენტავრებისა და ლაპითების ბრძოლაა ასახული.

ფიდიასის ერთ-ერთი შედევრი, პართენონის ფრიზი გარს უვლის მთელ შენობას. 160 მ-ის სიგრძეზე. ის ყველაზე უკეთაა შემორჩენილი. თუ მეტოპების ძირითადი თემა ბრძოლა იყო, ფრიზზე მშვიდობის მოტივია ასახული, თუმცა ისიც, რაღა თქმა უნდა, შინაარსობრივად ათენასთანაა დაკავშირებული.

პართენონის სკულპტურულ ანსამბლს აგვირგვინებდა ფრონტონების კომპოზიციები. თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აქ წარმოდგენილი ფიგურები, ფაქტობრივად მრგვალი ქანდაკების ნიმუშებია, რომლებიც ფრონტონის შეღრმავებულ არეებში იდგა და მათ სიმყარისათვის უკანა კედელზე საგანგებოდ ამაგრებდნენ. გარდა ამისა, ისინი ოდნავ წინ იყო გადმოხრილი, რათა: სიმაღლეზე მოთავსებულნი მნახველისათვის კარგად აღსაქმელი ყოფილიყო. თითქმის 2500 წლის განმავლობაში მათი უმეტესობა განადგურდა. თავის დროზე პართენონის ფრონტონებზე დაახლოებით 50-მდე ფიგურა უნდა ყოფილიყო, ჩვენამდე მხოლოდ 11–მა მოაღწია და ისინიც ძლიერაა დაზიანებული, მაგრამ ამ მდგომარეობაშიც კი ნათლად ჩანს მათი მშვენიერება და მათი შემქმნელის გენიალურობა. ფრონტონების პირვანდელი სახის აღსადგენად მეცნიერებმა დიდი შრომა გასწიეს: შეაჯერეს ძველ ავტორთა აღწერილობანი, მოიძიეს ჩანახატები, გააანალიზეს შემორჩენილი ფიგურები და ამის საფუძველზე მოახდინეს ფრონტონთა კომპოზიციების რეკონსტრუქცია.

პართენონის ფრონტონთა კომპოზიციები უკვე სრულიად ახალი პრინციპითაა აგებული. არც ერთ ფრონტონს არ გააჩნია სიმეტრიის ღერძი, როგორც ეს ოლიმპიის ზევსის ტაძრის შემკულობის. შემთხვევაში იყო, აქ ფიგურები თავისუფლად არიან განლაგებულნი და გარკვეულ რიტმს ექვემდებარებიან.

თავისუფალი და ლაღია როგორც კომპოზიციის აგების პრინციპი, ისე ფიგურათა მოძრაობები და პოზები.

პართენონის ამ კომპოზიციების შესახებ კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ერთი რამ უდავოა − პართენონის ფრონტონთა კომპოზიციები მაღალი კლასიკის მწვერვალია. ამ ფიგურების ხილვისას შნახველი რწმუნდება, რომ ის მართლაც რაღაც ღვთაებრივს უცქერს. სოკრატე ამბობდა, რომ ხელოვნება (და ამ შემთხვევაში იგი სწორედ ქანდაკებას გულისხმობდა) გამოსახავს არა მარტო სხეულებს, არამედ სულსაც. ბერძენთა ამ წარმოდგენის უზუსტესი გამოხატულებაა სწორედ ფიდიასის ეს ქმნილებანი.

გარდა პართენონის სკულპტურებისა, ფიდიასმა აკროპოლისისათვის ათენას რამდენიმე მრგვალი ქანდაკებაც შექმნა. ძვ.წ. 480-479 წლებში ათენი სპარსელებმა აიღეს, გააცამტვერეს და დაანგრიეს, მისი აკროპოლისიც მიწასთან გაასწორეს. ამ ნანგრევებს, როგორც მტრის შემოსევის მწარე მოგონებას, დიდხანს არ აღადგენდნენ ათენელები.

პირველი, რაც პერიკლესის მიერ ათენის აკროპოლისის აღდგენისას გაკეთდა, ამ ნანგრევებში, აკროპოლისის მთავარ მოედანზე ფიდიასის მიერ შექმნილი ათენა პრომაქოსის, ანუ ათენა მეომრის ბრინჯაოს შვიდმეტრიანი ქანდაკება დაიდგა (ზოგი წყაროს ცნობით, ის ცხრამეტრიანი იყო), რომელსაც ბერძნები ათენის აღორძინებისა და გამარჯვებისაკენ მათი დაუოკებელი ლტოლვის, მათი შეუდრეკელი ნების სიმბოლოდ აღიქვამდნენ. პროპილეებიდან მოედანზე გამოსული მნახველის მზერას. სწორედ ათენას ეს ქანდაკება ეგებებოდა მკაცრი და გოროზი, ნაოჭებიანი, გრძელი სამოსით შემოსილი და მოოქრული საომარი მუზარადით თავდაბურული ათენა მარჯვენა ხელით მაღალ შუბს ეყრდნობოდა, მარცხენაში კი ფარი ეჭირა. ეს მონუმენტური ქანდაკება კარგად. ჩანდა არა მარტო ათენის სხვადასხვა კუთხიდან, არამედ ზღვიდანაც.

მეზღვაურთათვის მისი მზისა და მთვარის შუქზე მბრწყინავი შუბის მოოქრვლი წვერი შუქურის როლს ასრულებდა ხოლმე. ათენა პრომაქოსის შემდგომი ბედი უცნობია. ვარაუდობენ, რომ ახ.წ. VI ს-ში ის კონსტანტინოპოლში გადაიტანეს, ხოლო XIII ს-ის დასაწყისში გაანადგურეს (ალბათ, გადაადნეს). მეცნიერები თავს იკავებენ რომელიმე რომაულ ასლთან მისი იდენტიფიცირებისაგან. ამ ქანდაკების შესახებ მცირეოდენ წარმოდგენას მხოლოდ მონეტებზე დატანილი გამოსახულება თუ გვიქმნის.

აკროპოლისზე ფიდიასის მიერ შექმნილი კიდევ რამდენიმე ქანდაკება იდგა: ერთი იყო ძვ.წ. 460-450 წლებში შექმნილი აპოლონის ბრინჯაოს ფიგურა, რომელიც ქალაქის კალიებისაგან გადარჩენისათვის ამ ღვთაებისადმი მადლიერების გამოსახატავად დაიდგა. მეორე გახლდათ ძვ.წ. დაახლოებით 450 წელს შექმნილი ათენას კიდევ ერთი ბრინჯაოს ქანდაკება ათენა ლემნია, რომელიც ათენიდან კუნძულ ლემნოსზე გადასახლებულმა ათენელებმა დაუკვეთეს მოქანდაკეს და ძღვნად მიართვეს მშობლიურ ქალაქს.

არც ერთ ამ ქანდაკებას ჩვენამდე არ მოუღწევია საბედნიეროდ, შემოგვრჩა მხოლოდ ათენა ლემნიას ორი რომაული ასლი − ქანდაკება (ინახება დრეზდენის მუზეუმში) და თავი (ბოლონიაში). როგორც ასლებიდან ჩანს, ფიდიასმა ათენას თავზე მუზარადი არ დაახურა, რაც საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ მოქანდაკემ ამ ქმნილებაში ხაზი გაუსვა ათენას, როგორც მშვიდობის დამცველს და არა როგორც ომის ქალღმერთს, როგორც ეს ათენა პრომაქოსის შემთხვევაში იყო ანუ ფიდიასმა ათენა ლეშნიაში ათენელთა აშ სათაყვენებელი ღვთაების განსხვავებული ასპექტი წამოსწია წინ. ცნობილია, რომ ათენა ლემნიას ქანდაკება ძალზე მაღალ პოსტამენტზე მდგარა და ფიდიასს გაუთვალისწინებია ის ცდომილებები, რომლებიც ქანდაკების ზემოთ აწევის შემთხვევაში გაჩნდებოდა.

გადმოცემით ცნობილია, რომ ფიდიასსა და მის ერთ-ერთ თანამედროვე მოქანდაკეს, ალკამენესს შორის გაიმართა ერთგვარი შეჯიბრება, ვ06 უკეთ მოახერხებდა მაღალ პოსტამენტზე მდგარი ქანდაკების შექმნას. სანამ ქანდაკებები ძირს იდგა, ალკამენესის ფიგურა აშკარა მოწონებას იმსახურებდა, ფიდიასის საგანგებოდ დაშვებული ცდომილებანი კი თვალში ყველას ხინჯად ხვდებოდა, მაგრაშ როდესაც ფიგურები თავის კუთვნილ ადგილზე − მაღალ პოსტამენტებზე შეაყენეს. ყველასათვის მოულოდნელად, ფიდიასის ფიგურა სრულყოფილი და უნაკლო აღმოჩნდა, ალკამენესის ფიგურაში კი, პირიქით, დაირღვა პროპორციები და ქანდაკება დისჰარმონიული გახდა.

ფიდიასის შემოქმედებაშიც ლოგიკურად დასრულდა მირონისა და პოლიკლეტოსის ძიებანი. მირონმა დასძლია არქაული შებოჭილობა, სქემატურობა და ფიგურის მოძრაობას ბუნებრიობა შესძინა; პოლიკლეტოსმა ეს ყოველივე ადამიანის პროპორციების შესახებ თავისი კანონით განამტკიცა, ხოლო ფიდიასმა მის წინამორბედთა მიღწევები საბოლოოდ უმაღლეს მწვერვალზე აიყვანა. ფიგურამ მის ხელში საბოლოოდ მოიპოვა ბუნებრივი მოძრაობა, თავისუფალი დგომა (იგი ხშირად იყენებს კონტრაპოსტს), ანატომიურად სწორი აგებულება, ჰარმონიული პროპორციები, ფორმათა სრულყოფილება და ლოგიკური ურთიერთკავშირი, შინაგანი სიმშვიდე და საოცარი ღირსების გრძნობა, სულიერი ამაღლებულობა, სახის იდეალური, განზოგადებული ტიპი, მოკლებული ყოველგვარ დეტალიზაციასა და ინდივიდუალობას. ეს არის ადამიანი – სამყაროს ფოკუსი, ღვთაებრივი ნაპერწკლით სულსა და სხეულში, ღმერთთან წილნაყარი ადამიანი. ამიტომა არიან მის მიერ გამოქანდაკებული ფიგურები, ერთი მხრივ ადამიანურნი და საოცრად ცოცხალნი, ბუნებრივნი, მეორე მხრივ კი – მშვენიერნი, ამაღლებულნი და განღმრთობილნი და ამიტომაც უწოდებდნენ ფიდიასს ელინები „ღვთაებათა შემოქმედს“.

თუ მაღალი კლასიკის ქანდაკების ნიმუშები – ასლები და ორიგინალები – საკმაო რაოდენობით შემოგვრჩა, ამ პერიოდის ფერწერის არც ერთ ძეგლს არ მოუღწევია ჩვენემდე და მათ შესახებ მხოლოდ ანტიკურ ავტორთა ცნობებით უნდა დავკმაყოფილდეთ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები