ორგანული მინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:06, 2 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ორგანული მინა – გამჭვირვალე მყიფე მასალა, რომელიც მიიღება შუშაწარმომქმნელი კომპონენტების (კაჟის, ბორის, ალუმინის, ფოსფორის, ტიტანისა და სხვ. ჟანგეულები) და ზოგიერთი ლითონის (ლითიუმი, კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ტყვია და სხვ.) შენადნობების გაცივებით.
შუშაწარმომქმნელი კომპონენტების ტიპის მიხედვით განასხვავებენ სილიკატურ, ბორატულ, ბოროსილიკატურ, ალუმინსილიკატურ, ბორალუმინსილიკატურ და სხვ. ორგანულ მინებს. იმის გამო, რომ ორგანულ მინას შეიძლება მივანიჭოთ სხვადასხვა თვისებები ოპტიკური, მექანიკური, თერმული, ქიმიური და სხვ., ამიტომ ის ფართოდ გამოიყენება მშენებლობაში, მრეწველობაში, ტექნიკაში, დეკორატიულ ხელოვნებასა და სხვ.