ჰაბრონემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:44, 31 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰაბრონემა – (Habronema; ბერძნ. habros კოხტა, ლაზათიანი + nema ძაფი) – ნემატოდას გვარი; მიეკუთვნება Spiruridae-ს ოჯახს. კენტჩლიქიანი ცხოველების პარაზიტი.
Habronema muscae (ლათ. musca ბუზი) – სახეობა, რომლის შუალედური მასპინძელია ოთახის ბუზი (Musca domestica);
H.microstoma (ბერძნ. micros მცირე + stoma პირი) – სახეობა, რომლის შუალედური მასპინძელია სისხლმწოვი ბუზი-წვია – Stomoxys calcitrans (ბერძნ. stoma პირი + oxys ბასრი, ლათ. calcitrare წიხლის კვრა).
ორივე სახეობა ცხენის ჰაბრონემატოზის აღმძვრელია.