ჩხეიძე გაბრიელ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
'ჩხეიძე გაბრიელ'მუქი ტექსტი (XVII-XVIII სს.) — მთარგმნელი. მოღვაწეობდა არჩილ მეფის კარზე მოსკოვში, იყო არჩილის ასული დარეჯანის სასახლის მოლარეთუხუცესი. თანამშრომლობდა ვახტანგ მეექვსესთანაც. რუსულიდან თარგმნა რამდენიმე დიდაქტიკური თხზულება, აგრეთვე სასულიერო ხასიათის კრებული „დაუჯდომელი“. მანვე რუსული თარგმანის მეშვეობით გადმოიღო რომაელი ისტორიკოსის კვინტოს კუროსცი რუფის (I ს.) ნაწარმოები „საქმენი ალექსანდრე მაკედონელისა“.
წყარო
- ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი[[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]