წოვათუშური ენა
წოვათუშური ენა – წოვათუშები ამჟამად ცხოვრობენ ახმეტის რაიონის სოფ. ზემო ალვანში. აქ ისინი ჩამოსახლდნენ თუშეთიდან XIX საუკუნის 20-იან წლებში. მათ ენას მკვლევრები სხვადასხვა სახელწოდებით იხსენიებენ: თუშური ენა (გიულდენშტედტი, კლაპროთი, პ. უსლარი, ა. შიფნერი, ნ. მარი –); ბაცბური ენა (არნ. ჩიქობავა, ი. დეშერიევი, რ. გაგუა.). ამჟამად ქართული საენათმეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრდა „წოვათუშური ენა“.
წოვათუშური ენა იბერიულ-კავკასიურ ენების ნახურ ენათა ოჯახს განეკუთვნება. ამ ენაზე ლაპარაკობს სამი ათასამდე ადამიანი. საოჯახო ენის ფუნქციას ასრულებს. დამწერლობა არა აქვს. ქართული ენა არის წოვათუშებისათვის კულტურის, განათლების, საზოგადოებრივ-სახელმწიფო მოღვაწეობის სფეროში ერთადერთი საკომუნიკაციო საშუალება. აქედან გამომდინარე, ქართული ენა არის მათთვის მშობლიური ენა და ეროვნებითაც ქართველად იწერებიან.
წოვათუშური ენაში ხმოვანთა რაოდენობა 15 მდეა: ა – , ე –
, ო –
, უ –
. ნაზალიზებული ხმოვნები: ან, ენ, ინ, ონ, უნ.
სახელს აქვს 10 მარტივი ბრუნვა: სახელობითი, ერგატივი, მოქმედებითი, მიცემითი, ნათესაობითი, ვითარებით-გარდაქცევითი, განმსჭვალვითი, მიმართულებითი I, მიმართულებითი II, თანაობითი. გარდა აღნიშნული მარტივი ბრუნვებისა, წოვათუშურ ენას აქვს 14 ლოკატივური ბრუნეა, რომლებიც სახელის მოქმედებას ან მდგომარეობას აკონკრეტებენ სივრცეში.
თანხმოვანთა სისტემა შეიცაეს 14 ფონემურ ერთეულს:
1. ბაგისმიერები, 2. კბილ-ბაგისმიერები. 1. კბილისმიერები,4. ლატერალურები, 5. წინაენისმიერები, 6. ვიბრანტები, 7. უკანასიბილანტები, 8. წინაეველარულები, 9. უკანაევლარულები, 10. ფარინგალურები, 11. ლარინგალურები
ზედსართავ სახელს აქვს სამი მორფოლოგიური კატეგორია: ბრუნების, რიცხვისა და კომპარატივისა. არსებით სახელთან ერთად ბრუნებისას იგი ბრუნვის ნიშნებს არ დაირთავს. ოღონდ ფუძეს ერთვის -ჩო ელემენტი. რომლის ფუნქციაც უცნობია: ცალკე კი ისევე იბრუნვის, როგორც არსებითი სახელი.
წოვათუშურ ენას აქვს შემდეგი ტიპის ნაცვალსახელები: 1. პირის, 2. ჩვენებითი, 3. კითხვითი, 4. კუთვნილებითი, 5. კითხვით-კუთვნილებითი, 6. მიმართებითი, 7. ინკლუზივ-ექსკლუზივი.
სახელთა რიცხვის კატეგორია ხასიათდება შესაბამის აფიქსთა სიმრავლით: -ი, -იშ; -არჩ, -აჲრჩ, - რშ…
წოვათუშურ ენაში ზმნა მდიდარია მორფოლოგიური კატეგორიებით. ესენია: უღვლილება, კლასკატეგორია, პირის, კაუზატივის, კილოს, გვარისა და ასპექტის კატეგორიები.
ზმნის უღვლილების სისტემა ემყარება სამ საყრდენ ფუძეს – აწმყოს, მყოფადისას და ნამყოსას.
ზმჩის რიგი გრამატიკული კატეგორია გამოიხატება როგორც სინთეზური, ასევე ანალიზური ფორმებით, ანუ მეშველი ზმნით.
წოვათუშურ ენაში გამოიყოფა უღვლილების ოთხი ტიპი: 1. ნეიტრალური, 2. ოდენპიროვანი, 3. კლასოვანი, 4. კლასოვან-პიროვანი.
მეოთხე ტიპის პარადიგმის ერთეულები თავისი მორფოლოგიური სტრუქტურით პოლიპერსონალური ზმნის მოდელს ქმნიან, რაც მნიშენელოვანი მოვლენაა თეორიული ენათმეცნიერების თვალსაზრისით.
წოვათუშურ ენას აქვს გვარის ჩამოყალიბებული მორფოლოგიური კატეგორია. მისი მაწარმოებელია -ლა (თეგ-ლა „კეთდება“, ხეტტ-ლა „იკითხება“ და სხე.) პირის ნიშნებით გამოიხატება როგორც სუბიექტი, ასევე ობიექტი. მათი დიფერენციაცია ემყარება მახვილის ადგილს ზმნის ფუძეში. ეს არის ახალი მოვლენა.