კინოპოლისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:02, 15 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კინოპოლისი – ასე ეძახდნენ ბერძნები ძაღლის სახის ანუბისის საკულტო ადგილებს.
1. ქალაქი მეჩვიდმეტე ზემოეგვიპტურ ნომში (ნომსაც ანუბისის, ან შავი ძაღლის სახელი ერქვა და ბერძნულ პერიოდში ნომის დედაქალაქი იყო. ქალაქის ეგვიპტური სახელი იყო საკა. აქვე იყო ხარის სახის ღმერთის ბატას კულტი, რომელიც ანუბისის ძმად ითვლებოდა. პლუტარქეს ცნობით, დაპირისპირება კინოპოლისის და მეზობელი ოქსირინხოსის მცხოვრებლებს შორის სისხლისღვრამდე მივიდა, რადგან კინოპოლისელები ოქსირინხოსის საკრალურ თევზს ჭამდნენ და ამის გამო ოქსირინხოსის მოსახლეობამ ბევრი ძაღლი გაწყვიტა. ქალაქიდან არაფერია შემორჩენილი.
2. ბერძნები იცნობდნენ კიდევ ორ კინოპოლისს დელტაში, ერთი სავარაუდოდ ბუსირისის სიახლოვეს მდებარეობდა, მაგრამ მათი ადგილმდებარეობა ცნობილი არ არის.