ციფრული კარტოგრაფირება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:51, 21 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ციფრული (კომპიუტერული) კარტოგრაფირება – (digital mapping), მიმართულება, რომელიც კარტოგრაფიაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩამოყალიბდა. რუკის საავტორო ორიგინალის შექმნა შეიძლება კომპიუტერის მონიტორის ეკრანზე. ამის შესაძლებლობას იძლევა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა (Arc GIS, GeoMedia, Intergraph MGE და სხვ.).