მცირე ქათამურა
მცირე ქათამურა (ლათ. Porzana parva Scopoli, 1769) − ფრინველი ლაინასებრთა ოჯახიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ლაინასნაირნი (Ralliformes)
- ოჯახი − ლაინასებრნი (Rallidae)
- გვარი − ქათამურა (Porzana)
მცირე ქათამურა პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 95–110 მმ-ია, ნისკარტი – 16–20 მმ, წონა 50–65 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფე- რილობაში სუსტადაა გამოხატული. დედალი ოდნავ დიდია მამალზე. ზრდა- სრული მამალი გამრავლების პე- რიოდში ზურგის მხარეს მურა- წენგოსფერია, ფართო გასწვრი- ვი შავი ზოლებით. წელისა და კუდის მფარავების ზოგიერთ ბუმბულზე ვიწრო თეთრი ხაზე- ბია. ყელი, კისრის წინა მხარე და გვერდები, მკერდი და მუცე- ლი მოცისფრო-რუხია; მუცლის უკანა ნაწილსა და კუდქვეშა ბუმბულებზე მურა და თეთრი განივი ზოლებია; მომქნევები მუ- რაა; მეორე რიგის შიგნითა წაგ- რძელებულ მომქნევებზე ფართო მუქი ღერძულა ლაქებია; საჭის ბუმბულები მუქი-მურაა, მურა-წენგოსფერი არშიებით. შემოდგომით მამლების ნიკაპი და ყელი უფრო თეთ- რია, ხოლო მუცლის რუხი ბუმბულების წვეროებზე არშიებია. დედალი ზურ- გის მხარეს მამლის მსგავსია, ყელი თეთრი აქვს, ხოლო მთელი დანარჩენი ქვემო მხარე – მოვარდისფრო-ჟანგმიწისფერი. ფეხები მომწვანო-მურაა; ნის- კარტი მწვანეა, მაგრამ ძირში წითელია. ახალგაზრდებს ზურგის მხარეს მეტი აქვთ თეთრი სიჭრელე. თავის გვერდები, ყელი და კისრის წინა ნაწილიც თეთრია; მკერდი და მუცელი – მოთეთრო. გ ა ვ რ ც ე ლ ე ბ ა. ბუდობის არეალის საზღვრები ევროპასა და აზიაში ასეთია: დასავლეთით – ჰოლანდია, აღმოსავლეთი საფრანგეთი, ჩრდილოეთი იტალია; აღმოსავლეთით – ობის ზემო დინება, ბარნაული, მდ. ტარიმის დაბ- ლობი, ლობრონის ტბა; ჩრდილოეთით – ბალტიისპირეთი, კალინინის, ვლა- დიმირის, რიაზანის ოლქები, მდ. სურას აუზი, ყაზანი, უფრო აღმოსავლე- - 55-ე პარალელი სამხრეთით – ჩრდილოეთი იტალია, ბულგარეთი, მცირე აზია, ამიერკავკასია, ჩრდილოეთი ირანი და ავღანეთი. აფრიკაში – მაროკო, ალჟირი, ტუნისი და ნილოსის შესართავი. ზამთრობს ევროპაში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე, აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში, არაბეთში, წინა აზიაში, პაკისტანსა და ჩრდილოეთ ინდოეთში. საქართველოში მობუ- დარია. ბ ი ო ტ ო პ ი. მტკნარწყლიანი ტბები, ტბორები ან მდორე მდინარეთა ლელქაშიანი, ლერწმიანი ან ისლიანი სანაპიროები, უპირატესად დაბლობებ- ში, თუმცა შესაფერისი ბიოტოპის არსებობის შემთხვევაში ადის მთებშიც 2000 მ-ის სიმაღლეზე ზ. დ. გ ა მ რ ა ვ ლ ე ბ ა. ბუდობს ცალკეულ წყვილებად. ბუდეს იკეთებს ლე- ლის ხმელი, ჩალეწილი ღეროებისა და ფოთლებისაგან, მიწაზე ან წყლის ზე- დაპირზე. ნორმალურად დებს 8 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე სქესის ფრინველი, მაგრამ უფრო მეტხანს დედალი. საინკუბაციო პერი- ოდი 20–21 დღეს გრძელდება. აპრილიდან სექტემბრამდე ასწრებს 2-ჯერ გამრავლებას. კ ვ ე ბ ა ძირითად საკვებს შეადგენენ ჭიები, ნაირგვარი, უპირატესად წყლის მწერები და მათი მატლები, ობობები. მცირე რაოდენობით ჭამს წყლის მცენარეთა ფოთლებსა და ყლორტებსაც. მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ბ ა. პრაქტიკული თვალსაზრისით ინდიფერენტული ფრინ- ველია.