დანაელთა ძღვენი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:47, 28 ნოემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დანაელთა ძღვენი – ჰომეროსის ეპოსში ბერძნები აქაველებად და დანაელებად იწოდებიან.
ფრთიანი გამოთქმა „დანაელთა ძღვენი“ მომდინარეობს ტროას აღების მითოსიდან: როდესაც ტროელებმა გადაწყვიტეს ქალაქის კარიბჭე გაეღოთ და შიგ შეეგორებინათ ბერძენთა (დანაელთა) მიერ დატოვებული ხის ცხენი ქურუმმა ლაოკოონმა წამოიძახა: „გეშინოდეთ დანაელების მაშინაც კი, როდესაც მოაქვთ საჩუქრები!“ ბერძენთა მზაკვრულმა ჩანაფიქრმა დაღუპა ტროა (ტროას ომი).
გამოთქმა „დანაელთა ძღვენი“ ვერაგული მიზნით მორთმეულ საბოძვარზე მიგვანიშნებს.
იხილე აგრეთვე