ჩვეულებრივი იარაღი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:46, 15 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჩვეულებრივი იარაღი – იარაღის ტრადიციული სახეობები, რომელთა საბრძოლო გამოყენებას არ მოსდევს უშუალოდ მასობრივი დანაკარგები და ნგრევა. ტერმინი წარმოიშვა XX საუკუნის 50-იან წლებში, როდესაც ზოგიერთი არმია აღიჭურვა ბირთვული იარაღით და ამასთან დაკავშირებით გაჩნდა ტერმინი „მასობრივი დაზიანების იარაღი“.
ჩვეულებრივი იარაღს განეკუთვნება: ცეცხლსასროლი, რეაქტიული, სარაკეტო, ბომბდამშენი, სატორპედო და ცეცხლგამჩენი იარაღი, საინჟინრო და საზღვაო ნაღმები და იარაღის სხვა სახეობები. მათი დაზიანების საშუალებები აღჭურვილია ბრიზანტული ასაფეთქებელი ან აალებადი ნივთიერებებით, ან არ გააჩნიათ აღჭურვა (ერთიანი ჯავშანგამტანი ჭურვები, ჩვეულებრივი ტყვიები).
ჩვეულებრივი იარაღს განეკუთვნება, აგრეთვე, სატყორცნი და ცივი იარაღი.