კარბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:11, 1 ივლისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარბი - სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტში, მდინარე პატარა ლიახვის მარცხენა ნაპირზე, გორიდან ჩრდილოეთით, 25 კმ-ის დაშორებით.

1068 წ. საქართველოს შემოესია თურქ-სელჩუკთა სულთანი ალფ-არსლანი (1063-1072) რომელიც სოფელ კარბში დაბანაკდა (ჯავახიშვილი). XIV ს-ში კარბი ეკუთვნოდა ქვენიფნეველებს. XVI საუკუნის მეორე ნახევარში მითვისებული კარბი ბარძიმ ამილახვარმა დაუბრუნა ქართლის მეფე სიმონ I-ს.

სოფლის ტერიტორიაზე რამდენიმე ეკლესია და სამი კოშკია.


იხილე აგრეთვე

წყარო

  • ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები