თეატრალური ნიღაბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:52, 21 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეატრალური ნიღაბი – სახეზე ასაფარებელი, რომელსაც იყენებენ თეატრალურ წარმოდგენაში მონაწილენი. თეატრალურ ტანსაცმელთან ერთად თეატრალური ნიღაბი ხელს უწყობს სცენური სახის შექმნას.

ანტიკურ თეატრში ნიღაბს თან ახლდა პარიკი, მას ჩაფხუტივით იხურავდნენ თავზე და სახეზე; თვალებისა და პირის ადგილას ნიღაბს ღიობები ჰქონდა. მსახიობის ხმის გასაძლიერებლად ნიღაბ-ჩაფხუტს შიგნიდან ლითონის რეზონატორები ჰქონდა. თეატრალური ნიღაბი რომაულ თეატრში ჩვენს ერამდე ცოტა ხნით ადრე გაჩნდა, მას უმეტესად იყენებდნენ ატელანის წარმოდგენებში.

ძველ რუსეთსა და ევროპაში ნიღაბი გამოიყენებოდა მოხეტიალე სკომოროხების, ჰისტრიონების წარმოდგენებში. საქართველოში თეატრალური ნიღბები ფართოდ გამოიყენებოდა ბერიკების წარმოდგენების, აგრეთვე ყეენობის დროს. იტალიურ იმპროვიზაციულ „ნიღბების კომედიაში“ კომიკური პერსონაჟების უმეტესობა ატარებდა მუყაოსაგან ანდა გაწებილი ქსოვილისაგან გაკეთებულ თეატრალურ ნიღაბს.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები