ავთვისებიანი გრანულომები
ავთვისებიანი გრანულომები — ეს დაავადება გულისხმობს ორი ტიპის გრანულომატოზს. — ვეგენერის გრანულომატოზი და იზოლირებული გრანულომატოზი სახეზე.
სახის ავთვისებიანი გრანულომა
ამ დაავადების სიმძიმეზე მეტყველებს მეორე დასახელება – „შუა ხაზის ლეტალური გრანულომა“, ასევე, ცნობილი როგორც Stewart-ის დაავადება.
პათოლოგიის განვითარება ნელია და კლინიკურად გამოიხატება ცხვირის ცალმხრივ ობსტრუქციაში, ჩირქოვან რინორეაში, რაც ძალიან წააგავს უცხო სხეულის კლინიკას. რინოსკოპიულად – ლორწოვანი, დაწყლულებული, შეშუპებული და სისხლმდენია. დროთა განმავლობაში, დაზიანება იზრდება და მოიცავს ხრტილოვან-ძვლოვან სტრუქტურებს. შემდგომში, უმეტესად, ერთ მხარეს გადადის. ჰისტოლოგიურად ეს დაავადება არ ვლინდება როგორც ავთვისებიანი და ამის მიუხედავად, მკურნალობა მაინც კანცერის პრინციპებით უნდა წარიმართოს. კერძოდ, მიზანშეწონილია სხივური თერაპია (აჩერებს პროცესის პროგრესირებას).
პროცესის პროგრესირების მიუხედავად, შორეული გავრცელება ამ დაავადებისათვის არ არის დამახასიათებელი და, ვეგენერის გრანულომატოზისაგან განსხვავებით, ლოკალურად პირველად ზონაში რჩება.
ვეგენერის გრანულომატოზი
WEGENER-ის გრანულომატოზი უფრო ხშირი დაავადებაა და მისი გარჩევა STEWART-ის გრანულომატოზისაგან ძნელია.
მისთვის დამახასიათებელია:
- — სახის მედიალური ან ორმხრივი დაზიანება;
- — ენდოფიტური დაზიანების უნარი (მიმართული ხახისკენ და ხორხისკენ);
- — ოტოლოგიური ნიშნები, რომლებიც ხშირად, მისი გამოვლენის პირველი ნიშნებია;
- — ძალიან მძიმე საერთო მდგომარეობა;
- — თირკმლის და ფილტვის დაზიანება;
ოტო-ლარინგოლოგთან პაციენტის ვიზიტი ძირითადად, სამ შემთხვევაში ხდება:
- როდესაც დაავადება ჯერ არ არის იდენტიფიცირებული და პაციენტი სინუსიტის ან მორეციდივე ოტიტების ჩივილით მოდის;
- როდესაც ანტიბიოტიკოთერაპია უშედეგოა და სახეზეა მყრალი სუნის ფუფხები;
- როდესაც დიაგნოზი დასმულია ინფექციონისტების და ნეფროლოგების მიერ. დამტკიცებული დიაგნოზი მოითხოვს ყელ-ყურის შემოწმებას და სიმპტომურ მკურნალობას;
დიაგნოზის დადასტურება ყოველთვის პათანატომიური დასკვნის შემდეგ ხდება.
მკურნალობა, ძითადად, სტეროიდული პრეპარატებით და იმუნოდეპრესორებით ხდება.
პროგნოზი, STEWART-ის გრანულომატოზისგან განსხვავებით, უფრო საიმედოა
NOTA BENE
|