მაგმური სამთო ქანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:51, 4 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მაგმური სამთო ქანი – დედამიწის სიღრმიდან გამდნარი მაგმის პირველადი ამოფრქვევის შედეგად გაცივებული სამთო ქანი. მისი სტრუქტურა და თვისებები დამოკიდებულია მაგმის გაცივების პირობებზე, ამიტომ განასხვავებენ მაგმური ქანების ორ ძირითად ტიპს: სიღრმულს (ინტრუზიული), როდესაც მაგმა დედამიწის ქერქის სიღრმეში ცივდება (გრანიტი, სიენიტი, დიორიტი, გაბრო და სხვ.) და ვულკანურს (ეფუზიური), როდესაც ლავის სახით ამონთხეული მაგმა დედამიწის ზედაპირზე ცივდება (პორფირი, დიაბაზი, ბაზალტი და სხვა).