არგონრკალური შედუღება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:45, 21 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არგონრკალური შედუღება − ელექტრორკალური შედუღება ვოლფრამის ელექტროდის გამოყენებითა და გარე დამცავად რკალის ზონაში შებერილი ინერტული გაზით – არგონით (ან ჰელიუმით). სრულდება ხელით, ავტომატურად ან ნახევრადავტომატურად, მისართი მავთულით ან მის გარეშე. ელექტროდი შეიძლება იყოს დნობადი ან უდნობი (ვოლფრამის). არგონი პრაქტიკულად არ შედის ქიმიურ რეაქციაში გამდნარ ლითონთან და ელექტრორკალის ზონაში არსებულ სხვა გაზებთან. რადგანაც არგონი 38%-ით მძიმეა ჰაერთან შედარებით, ამიტომ ის ჰაერს აძევებს შედუღების ზონიდან და იზოლაციას უკეთებს შედუღების აბაზანას ატმოსფეროსაგან. ძირითადად გამოიყენება ფერადი ლითონებისა და ლეგირებული ფოლადის ელემენტების შესადუღებლად. არგონრკალური შედუღების უარყოფითი მხარეა დაბალი წარმადობა.