ლითონის ხიდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:04, 8 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლითონის ხიდი – ხიდი, რომლის მალის ნაშენი შესრულებულია ლითონის კონსტრუქციებისაგან (კოჭი, წამწე, კამარა, თაღი და სხვ.). გამოირჩევა სიმსუბუქით, სტანდარტულობით, აწყობის სიმარტივით. მალის ნაშენის სისტემის მიხედვით არის კოჭური, თაღოვანი და დაკიდებული. მზიდი კონსტრუქციებისათვის ძირითადად გამოიყენება ნახშირბადიანი ცხლადგლინული ფოლადის პროფილები, ხოლო დიდმალიან ხიდებში – მაღალი სიმტკიცის ფოლადი მალეგირებელი დანამატებით. საყრდენები, ბურჯები და პილონები, როგორც წესი, მზადდება ქვის, ბეტონის ან რკინაბეტონისაგან. მსოფლიოში პირველი ლითონის (თუჯის) ხიდი აგებული იქნა 1777-1779 წლებში ინგლისის ქ. კოალბრუკდეილში მდ. სევერნიზე. თანამედროვე ხიდმშენებლობაში ლითონის ხიდი ყველაზე გავრცელებული კონსტრუქციაა.