საავტომატე ფოლადი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:16, 11 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საავტომატე ფოლადი – ფოლადის სახეობა, რომელიც იოლად მუშავდება საჭრისით, რაც მიიღება ფოლადში გოგირდის, სელენის, ტელურის, კალციუმის დამატებით. ძირითადად გამოიყენება ნაკლებდატვირთული დეტალებისათვის (ქანჩი, ჭანჭიკი, ხრახნი და მისთანი). ცვეთამედეგობის გასაუმჯობესებლად მიმართავენ ცემენტაციასა და წრთობას.