სარეზერვო ვალუტა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სარეზერვო ვალუტა - (reserve currency) - უცხოური ვალუტა, რომელსაც სახელმწიფო ინახავს როგორც თავისი სავალუტო რეზერვების ნაწილს საერთაშორისო ვაჭრობაში გამოსაყენებლად. სარეზერვო ვალუტა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა). უნდა ჰქონდეს სტაბილური ღირებულება; ბ). უნდა იყოს იმ ქვეყნის ვალუტა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო ვაჭრობაში; გ). უნდა იყოს თავისუფლად კონვერტირებადი. სარეზერვო ვალუტის როლს უმეტესად ასრულებს აშშ დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი და შვეიცარიული ფრანკი.