რეგისტრი (ეკონომიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:40, 8 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რეგისტრი - (register, <ლათ. registrum> სია, ჩამონათვალი),
- ჩანაწერების წიგნი, სააღრიცხვო დოკუმენტი შესაბამისი სიით, რომელსაც სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს. მაგ., კომერციული რეგისტრი, რომელშიც შეტანილია ყველა კომერციული ბანკი; კრედიტორების რეგისტრი, რომელშიც შეიტანება იპოთეკური კრედიტის კრედიტორები; უძრავი ქონების რეგისტრი, რომლის თანახმადაც განისაზღვრება უძრავი ქონების კონკრეტული ობიექტის ფლობის უფლება; ფასიანი ქაღალდების რეგისტრი, რომელშიც შეაქვთ ცნობები ფირმის ყველა ფასიანი ქაღალდის შესახებ; სპეციალური ორგანო, რომელიც მართვის სპეციალურ დარგში ზედამხედველობის ფუნქციას ასრულებს.