ნაღდი ბაზარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:39, 14 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნაღდი ბაზარი - (spot market), ბაზარი, სადაც ხორციელდება საქონლით ან ვალუტით ვაჭრობა დაუყოვნებელი მიწოდებით. ასეთი ბაზრები უნდა განვასხვაოთ ფიუჩერსული ან ფორვარდული ბაზრებისაგან, სადაც იდება კონტრაქტები სამომავლოდ, რომელიღაც თარიღისთვის მიწოდებაზე. საქონლის ბაზრებზე ფასებს უწოდებენ „ნაღდ ფასებს” - „ნაღდ კურსს” ან „სპოტ კურსს”.