რეკამბიო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:57, 15 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რეკამბიო - (renewed bill, იტალ.. recambio შებრუნებითი თამასუქი), სხვაგვარად რეტრატა.
- თამასუქის მოთხოვნა ვალდებული პირის მიმართ, რომელსაც წარადგენს გაპროტესტებული თამასუქის გამნაღდებელი გადახდილი თანხის, პროცენტის, საურავის (ჯარიმის) და გაპროტესტებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების მიზნით;
- ბანკის ანგარიში ინკასოდ მიღებული თამასუქის გაპროტესტებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ.