პოლიფორმალდეჰიდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:08, 13 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პოლიფორმალდეჰიდი (პოლიოქსიმეთილენი, პოლიაცეტალი) – (ბერძ. polýs ბევრი, მრავალი; ლათ. formica ჭიანჭველმჟავა და aldehydus ალდეჰიდი) – თერმოპლასტიკური პლასტმასი, ფორმალდეჰიდის პოლიმერიზაციის პროდუქტი, თეთრი კრისტალური ფხვნილი ლღობის ტემპერატურით 180°С. მედეგია ცვეთის, დარტყმითი დატვირთვების, ორგანული გამხსნელებისა და ზეთების მიმართ; კარგად ემორჩილება დამუშავებას. პოლიმერს, საექსპლუატაციო თვისებების ასამაღლებლად, უმატებენ სხვადასხვა შემავსებელს (მინაბოჭკო, ელასტომერი, მოლიბდენის დისულფიდი, საპოხი მასალები). გამოიყენება ლითონის შენადნობების შემცვლელად, არმატურის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის კორპუსების, ელექტროტექნიკური დეტალებისა და სხვ. დასამზადებლად, აგრეთვე ბოჭკოების მისაღებად.