ფორმალდეჰიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფორმალდეჰიდი (ინგლ. formaldehyde < ლათ. formica ჭიანჭველმჟავა და aldehydus ალდეჰიდი) – ორგანული ნაერთი, უფერო აირი მკვეთრი სუნით. არის ჭიანჭველამჟავას ანჰიდრიდი. საერთაშორისო დასახელებაა „მეთანალი“. ფორმალდეჰიდის მიღების ძირითადი მეთოდია მეთანოლის დაჟანგვა ვერცხლისწყლის ან რკინამოლიბდენის კატალიზატორის თანდასწრებით 650°C ტემპერატურაზე ატმოსფერული წნევის დროს.

ფორმალდეჰიდი მომწამვლელი ნივთიერებაა და თან შეტანილია კანცეროგენური ნივთიერებების სიაში. მშენებლობაში გამოიყენება თერმორეაქტიული პლასტმასების წარმოებაში (ფენოპლასტი, ამინოპლასტი), მერქანბურბუშელოვანი ფილების დასამზადებლად (ასრულებს შემკვრელის ფუნქციას), ანტისეპტიკად, სოფლის მეურნეობაში ფუმიგატორად, ტყავის მრეწველობაში მთრიმლავ ნივთიერებად, კოსმეტიკურ მრეწველობაში, ფარმაკოლოგიაში და სხვა. ფორმალდეჰიდი შეტანილია კანცეროგენური მასალების სიაში.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები