ნაგანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:36, 4 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაგანა –(nagana; უძლური, გამოუსადეგარი), შინაური ცხოველების ინვაზიური დაავადება, რომლის აღმძვრელია – Trypanosoma brucei. გავრცელებულია აფრიკაში. აღმძვრელის ბიოლოგიური გადამტანია – ბუზი ცეცე. შესაძლებელია აღმძვრელის მექანიკური გადაცემა ბუზანკალებისა და წვიების მეშვეობით. ავადდება შინაური ცხოველების თითქმის ყველა სახეობა. დამახასიათებელია ციებ-ცხელება, ღაბაბისა და კიდურების შეშუპება, პროდუქტიულობის დაქვეითება. ლეტალური შედეგი ორი კვირიდან ორი თვის განმავლობაში დგება.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები