პოლიშინელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოლიშინელი – ფრანგული ხალხური თეატრის პერსონაჟი. პირველად გაჩნდა საბაზრო თეატრის სცენაზე XVI საუკუნის ბოლოს (ახლოს დგას იტალიურ ნიღაბ პულჩინელასთან). პიესებში ინარჩუნებდა კუზიანის, მხიარული ჩხუბისათვის, მქირდავის ტრადიციულ იერს. ზოგჯერ (განსაკუთრებით XVIII საუკ.) პოლიშინელის სახეს პოლიტიკურ-სატირული მნიშვნელობა ენიჭებოდა. XVII საუკუნეში პოლიშინელი ლიტერატურულ კომედიაშიც შევიდა. პოლიშინელი საერთოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა, იგი თოჯინების თეატრში ერთ-ერთ საყვარელ გმირად იქცა.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები