დევთ-დედაბერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:12, 22 აგვისტო 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დევთ-დედაბერი – ჯადოსნური ზღაპრის პერსონაჟი, დევის დედა, იშვიათად – და. გარეგნობით ემსგავსება მსოფლიო ფოლკლორის არქაულ დედაბერს. გოლიათურ გარეგნობაზე მიუთითებს სართავი მოწყობილობა: ნაძვის თითისტარი და წისქვილის ქვის კვირისთავი. მამაკაც დევებთან შედარებით ნაკლებ ბოროტი, იგი თავშესაფარსა და ცეცხლს აძლევს გმირს და იფარავს თავისი კაციჭამია შვილებისაგან. როგორც დედამთავრული ოჯახის მეთაური დევთ-დედაბერი პირველ გამოცდას უწყობს გმირს. აქეს მეტამორფოზის უნარი, მრავალთავიანია.ა ქართული ზღაპრის მიხედვით მიეკუთვნება შედარებით ქომაგ დედაბერთა რიცხვს.
მ. ჩაჩავა
ლიტერატურა
- თ. ოქროშიძე, ქართული ფანტასტიკური ზღაპრის მხატვრული სახეები (დედაბერი), ქართ. ფოლკლორი, I-II, 1964.