ჰეროდოტე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:22, 16 სექტემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰეროდოტე – (ძვ. ბერძნ. Ἡρόδοτος Ἁλικαρνᾱσσεύς, 484-425)- ძველი ბერძენი ისტორიკოსი. ბევრს მოგზაურობდა. ნამყოფია კოლხიდაშიც. დაწერა „ისტორია“, სადაც დაცულია ცნობები საქართველოს შესახებ და აღწერილია ქართველთა ზოგიერთი ზნე-ჩვეულება. ჰეროდოტეს თხზულებაში ვხვდებით ზღაპრებს, თქმულებებს, ლეგენდებს, ანეკდოტებსა და სხვა ფოლკლორულ ჟანრებს. აღსანიშნავია „რამპსინიტის ზღაპარი“, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო ეპოსში გავრცელებული ორი ქურდის ციკლის ყველაზე ადრინდელ ჩანაწერს.

ვ. მაცაბერიძე


ლიტერატურა

  • ყაუხჩიშვილი, თ. ჰეროდოტეს ცნობები საქართველოს შესახებ, 1960;
  • ღლონტი ა., ქართული ხალზური ნოველა, II, 1966.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები