შონბერგი არნოლდ
არნოლდ შონბერგი – (1874-1951), მსოფლიო მუსიკალური ხელოენების უდიდეს კომპოზიტორი, მუსიკის თეორეტიკოსი, პედაგოგი და ფერმწერი.
დაიბადა 1874 წლის I3 სექტემბერს. მან ბავშვობიდან დაიწყო ვიოლინოზე და ჩელოზე დაკვრის სწავლა. თეორიაში და კომპოზიციაში არ მიუღია პროფესიული განათლება, თუმცა კონსულტაციისთვის სხვადასხვა მუსიკოსებს მიმართავდა. 18 წლის ასაკში შონბერგმა გაიცნო დირიჟორი და კომპოზიტორი ალექსანდრ ცემლინსკი, რომელიც დაეხმარა მას საკომპოზიტორო ტექნიკის დაუფლებაში.
1895 წლიდან, ბანკში ხანმოკლე მუშაობის შემდეგ, შონბერგი მთელ თავის დროს მხოლოდ მუსიკას უთმობს. 1925 წლამდე იგი ცხოვრობდა ვენაში, სადაც ჩამოყალიბდა როგორც კომპოზიტორი და შექმნა ისეთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, როგორიცაა სიმებიანი სექსტეტი „გასხიმოსნებული ღამე“ op.4, სიმფონიური პოემა „პელეასი და მელიზანდა“ op.5, კანტატა „გურეს სიმღერები“ op-ის გარეშე, პირველი სიმებიანი კვარტეტი op.7, კამერული სიმფონია op.9, „თხუთმეტი ლექსი შტეფან გეორგეს დაკიდებული ბაღების წიგნიდან“ op.. 15, მონოდრამა მოლოდინი op. 17, ბედნიერი ხელი op. 18. ამავე წლებში დაიწყო კომპოზიტორის ლიტერატურული, მუსიკალურთეორიული და მუსიკალურ-პედაგოგიური მოღვაწეობა; შეიქმნა ფუნდამენტური ნაშრომი მოძღვრება ჰარმონიაზე (Harmonielehre), 1911 წ.
1926 წელს შონბერგი საცხოვრებლად გადავიდა ბერლინში, სადაც ფერუჩო ბუზონის გარდაცვალების შემდეგ პრუსიის ხელოვნების აკადემიის კომპოზიციის კლასის ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა. აქ მან განაგრძო ინტენსიური პედაგოგიური მოღვაწეობა. ბერლინში საბოლოოდ ჩამოყალიბდა დოდეკაფონური სისტემის ძირითადი პრინციპები, რომელზე მუშაობაც შონბერგმა ჯერ კიდევ ვენაში დაიწყო. 10-იან წლებში მსგავსი ტიპის საკომპოზიტორო ტექნიკაზე მუშაობდნენ, ასევე, ი. მ. ჰაუერი, ე. გოლიშოვი, მაგრამ პრაქტიკული გამოყენება და ფართო გავრცელება საკომპოზიტორო შემოქმედებაში სწორედ შონბერგის „12, მხოლოდ ერთმანეთთან დაკავშირებული ტონით კომპოზიციის მეთოდმა“ (ავტორისეული განმარტება) ჰპოვა.
პირველი ნაწარმოებები, რომლებშიც შონბერგმა თანმიმდევრულად გამოიყენა დოდეკაფონური ტექნიკა, ჯერ კიდევ ვენაში დაიწერა (საფოოტეპიანო პიესები op.23, სერენადა op. 24, საფორტეპიანო სიუიტა op. 25, სასულე კვინტეტი op. 26). მაგრამ მხოლოდ ბერლინის პერიოდში ხდება ახალი მეთოდი შონბერგის საკომპოზიტორო პრაქტიკის ერთადერთი ამოსავალი პუნქტი, კერძოდ, სიმებიან პვარტეტში op. 30, საორკესტრო ვარიაციებში op.31, ოპერაში „დღეიდან ხვალამდე“ (Von heute auf morgen) op. 32. აქვე მუშაობდა კომპოზიტორი ორატორიაზე „იაკობის კიბე“ და ოპერაზე „მოსე და არონი“. ბიბლიურ სიუჟეტზე დაწერილი ორივე ეს ნაწარმოები დაუმთავრებელი დარჩა.
1933 წელს, გერმანიაში სახელმწიფოს სათავეში ნაცისტური რეჟიმის მოსელის შემდეგ, შონბერგი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო და აშშ-ში წასულიყო ემიგრაციაში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა (გარდაიცვალა 1951 წლის 13 ივლისს). აქ იგი აგრძელებდა მუშაობას ჯერ კიდევ ევროპაში დაწყებულ ნაწარმოებებზე: „იაკობის კიბე“ და „მოსე და არონი“, აქეე ქმნის სავიოლინო კონცერსს op. 27, მეოთხე სიმებიან კვარტეტს op. 37, მეორე კამერულ სიმფონიას op. 38, ოდა ნაპოლეონს op. 41 (ჯ.გ. ბაირონის მიხედვით), საფორტეპიანო პონცერტს op. 42, სიმებიან ტრიოს op. 45, კანტატას „გადარჩენილი ვარშავიდან“ op. 46 (საკუთარ ტექსტზე) და სხვ.
აშშ-ში, ისევე როგორც ავსტრიაში და გერმანიაში, შონბერგი აგრძელებს პედაგოგიურ მოღვაწეობას, წერს კომპოზიციის საკითხებისადმი მიძღვნილ სტატიებს, რომლებიც შემდგომ გააერთიანა კრებულში სტილი და აზრი (STIL UND GEDANKE). შონბერგის საკომპოზიტორო მოღვაწეობა შერწვმულია საკუთარი პრაქტიკის თეორიულ განმარტებასთან.
ძირითადი ნაწარმოებების სია
- op. 1, ორი სიმღერა (2 Gesänge) ბარიტონის და ფორტეპიანოსთვის, 1898
- op. 2, ოთხი სიმლერა (4 Lieder) ხმის და ფორტეპიანოსთვის, 1899
- op. 3, ექვსი სიმლერა (6 Lieder) ხმის და ფორტეპიანოსთვის, 1899/1903
- op. 4, გასხივოსნებული ღამე, Verklärte Nacht სიმებიანი სექსტეტი, 1899
- ბურეს სიმღერები, კანტატა, 1900-11
- op. 5, პელეასი და მელიზანდა (Pelleas und Melisande), სიმფონიური პოემა, 1902/03
- op. 6, რვა სიმღერა (8 Liede) სოპრანოს და ფორტეპიანოსთვის, 1903/05
- op. 7, სიმებიანი კვარტეტი (d moll), 1904/05
- op. 8, ექვსი სიმღერა (6 Lieder) ხმის და ორკესტრისთვის, 1903/05
- op. 9, კამერული სიმფონია №1 E dur, თხუთმეტი სოლო ინსტრუმენტისთვის, 1906
- op. 10, სიმებიანი კვარტეტი №2 fis moll, 1907/08
- op. 11, სამი საფორტეპიანო პიესა, 1909
- op. 12, ორი ბალადა ხმის და ფორტეპიანოსთვის, 1906
- op. 13, მშვიდობა დედამიწას, შერეული გუნდისთვის a cappella, 1907
- op. 14, ორი სიმღერა (2 Lieder) ხმის და ფორტეპიანოსთვის, 1907/08
- op. 15, თხუთმეტი ლექსი შტეფან გეორგეს დაკიდებულიბაღების წიგნიდან, სოპრანოს და ფორტეპიანოსთვის, 1908/09
- op. 16, ხუთი საორკესტრო პიესა, 1909
- op. 17, მოლოდინი, ერთაქტიანი მონოდრამა, 1909
- op. 18, ბედნიერი ხელი, დრამა მუსიკით, 1910/13
- სამი პატარა პიესა კამერული ორკესტრისთვის, 1910
- op. 19, ექვსი პატარა საფორტეპიანო პიესა, 1911
- op. 20, გულის ყლორტები, სოპრანოს და ინსტრუმენტული ანსამბლისთვის, 1911
- op. 21, მთვარის პიერო, 21 მელოდრამა ხმის და ინსტრუმენტული ანსამბლისთვის 1912
- op. 22, ოთხი სიმღერა ხმის და ორკესტრისთვის, 1913/16
- იაკობის კიბე, ორატორია, 1917-22 (დაუმთავრებელი)
- op. 23, ხუთი საფორტეპიანო პიესა, 1920/23
- op. 24, სერენადა, ბარიტონის (ბანის) და ინსტრუმენტული ანსამბლისთვის 1920/23
- op. 25, საფორტეპიანო სიუიტა, 1921/23
- op. 26, სასულე კვინტეტი, 1924
- op. 27, ოთხი პიესა შერეული გუნდისთვის, 1925
- op. 28, სამი სატირა შერეული გუნდისთვის, 1925/26
- op. 29, სიუიტა ინსტრუმენტული ანსამბლისთვის, 1925
- op. 30, სიმებიანი კვარტეტი № 3, 1927
- op. 31, ვარიაციები ორკესტრისთეის, 1926/28
- op. 32, დღეიდან ხვალამდე, ერთაქტიანი ოპერა, 1928
- op. 33a, 33ხ, ორი საფორტეპიანო პიესა, 1928, 1931
- op. 34, მუსიკა კინოსცენისთვის (Begleitmusik zu einer Lichtspielszene), 1930
- op. 35, ექვსი პიესა (Stücke) მამაკაცთა გუნდისთვის, 1930
- სიუიტა სიმებიანი ორკესტრისთვის G-dur, 1934
- op. 36, სავიოლინო კონცერტი, 1934/36
- op. 37, სიმებიანი კვარტეტი № 4, 1936
- op. 38, კამერული სიმფონია № 2, (Fis-dur), 1906/39
- op. 39, Kol nidre, მკითხველის, გუნდის და ორკესტრისთევის, 1938
- op. 40, ვარიაციები ორგანისთვის, 1941
- op. 41, ოdა ნაპოლეონს, მკითხველის, ფორტეპიანოს და სიმებიანი კვარტეტისთვის, 1942
- op. 42, საფორტეპიანო კონცერტი, 1942
- op. 438, თემა და ვარიაციები სასულე ანსამბლისთვის, 1943
- op. 43ხ, თემა და ვარიაციები ორკესტრისთვის, 1943
- op. 44, პრელუდია გუნდის და ორკესტრისთვის, 1945
- op. 45, სიმებიანი ტრიო, 1946
- op. 46, გადარჩენილი ვარშავიდან (A Survivor from Warsaw), კანტატა, 1947
- op. 47, ფანტაზია ვიოლინოს და ფორტეპიანოსთვის, 1949
- op. 48, სამი სიმღერა (3 Lieder) ხმის და ფორტეპიანოსთვის, 1933
- op. 49, სამი გუნდი, 1948
- op. 50a, სამჯერ ათასი წელი (Dreimal tausend Jahre), შერეულიგუნდისთვის, 1949
- op. 50ხ, 130 ფსალმუნი „De profundis“, შერეული გუნდისთვის, 1950
- op. 50C, თანამედროვე ფსალმუნი (დაუმთავრებელი), 1950 მოსე და არონი (Moses und Aron), სამაქტიანი ოპერა (დაუმთავრებელი), 1930-32, 1949-50