ანისის ქართული წარწერები
ანისის ქართული წარწერები − ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები, ამოკეეთილი ძველი სომხეთის ისტორიულ დედაქალაქის – ანისის ქართულ მართლმადიდებელი ეკლესიის ძეგლებზე. წარწერების უმრავლესობა ქართული ფეოდალური სახელმწიფოს ძლიერების ხანას განეკუთენება და XII ს. დასასრ., XIII ს-ით თარიდღდება. ქართული ენის წერილობითი ძეგლების ასე შორს გავრცელება სამხრეთ კავკასიაში (ასევე ჩრდილოეთ – კავკასიონის გადაღმა) ქეეყნის პოლიტიკური ჰეგემონობის მაჩვენებელია. ნისის ქართული წარწერების მნიშვნელოეანი ნაწილი იმ დროს განეკუთვნება, როდესაც ანისი საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში იყო ან მას ექვემდებარებოდა. საყურადღებოა, რომ 1320-შიც კი, როდესაც ქვეყანაში მონღოლები ბატონობდნენ ანისი და მისი მიმდებარე ტერიტორიები მაინც საქართველოს შემადგენლობაში ითვლებოდა, როგორც ამას ამტკიცებს ანისის ე. წ. მანუჩეს მეჩეთზე ამოკვეთილი სპარსულენოვანი ეპიგრაფიკული საბუთი – აბუ საიდ ბაპადურ-ხანის იარლიყი.
ანისის ქართული წარწერათა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოეანია ორი ეპიგრაფიკული საბუთი – 1218 და 1288 წლებისა.
პირველი წარმოადგენს კათალიკოს ეტიფანეს „დაწერილს“; აღმოჩენილია 1911 აკადემიკოს ნ. მარის ხელმძღვანელობით ანისის არქეოლოგიური გათხრებისას ერთ-ერთი ქართული ეკლესიის ნანგრევების გაწმენდის დროს. წარწერიანი ქვები მიწით იყო დაფარული. მათი აწყობის შემდეგ დიდი მოცულობის ტექსტი მთლიანად გაიმართა. წარწერა ამოკვეთილია 20 სტრიქონად, 50-ზე მეტ ქვის ფილაზე. პირეელი 19 სტრიქონი ქართული ასომთაერულითაა ნაწერი, ხოლო მე-20 – სომხური დამტკიცება – ერკათაგირით. წარწერიანი ფილების აღგილსამყოფელი ამჟამად უცნობია (1915. I მსოფლიო ომის დროს, როდესაც ანისი და მისი მიმდებარე ადგილები თურქეთმა დაიკავა, ანისის მუზეუმის თანამშრომლებმა სხვა არქეოლოგიურ მასალასთან ერთად, რომელთა გამოზიდვაც ვერ მოხერხდა. წარწერიანი ფილები კელავ მიწაში ჩაფლეს).
„დაწერილი“ წარმოადგენს ლაშა გიორგის დროინდელი ქართლის კათალიკოსის – ეტიფანეს გაჩჩიჩებას ანისის მართლმადიდებელ მრევლისა და სამღეღელოებისადმი. განჩინების მიზეზი შემდეგი ყოფილა: I218-ის წინა ხანებში ანისის ქართულენოვან მართლმადიდებელ მრევლსა და სამღვღელოებას შორის განხეთქილება ჩამოვარდნილა საეკლესიო გადასახადების თაობაზე. როგორც წარწერის ტექსტიდან ჩანს, სამღვდელოება ყოეელი ქორწინებისა („გუირგუინთა კურთხევისათჳს“) და მიცვალებულის წესის აგებისათეის (მკუდარისათჳს) მრევლისაგან ითხოვდა 100-100 დრამას. ამით უკმაყოფილო მრევლის ერთ ჩაწილს წირვა-ლოცვაზე დასწრება შეუწყეეტია, ხოლო ამის საპასუხოდ მისი ჩატარება – სამღვდელოების ასევე ერთ ნაწილს. სწორედ ამიტომ წერს კათალიკოსი: „ლოცვასა ნუცა თქუენ დააკლდებით და ნუცა თქუენო“. „დაწერილი“ ორი ნაწილისაგან შედგება. პირეელ ნიწილში კათალიკოსი სამღვდელოებას მიმართავი „უსასყიდოლოდ მიღებულს, უსასყიდლოდ მისცემდით“ (მათე, 10, ზ). შემდეგ განმარტავს სახარების ამ ადგილს და წერს: „ესე იგი არს, გეტყუის ღმერთი უკუდავი – „ჩემდა რაჲ მიგიცემიეს მადლისა მისთუის, რომელი ჩემგან მიიღით? თქუენცა ჰყიდღით დიდსა მადლსა ჩემგან უსყიდულსა. უკეთუ მე უსასყიდლოდ მომიცემიეს, არც თქუენგან ჯერ-არს სეიდაჲ ლოცვათა ერისა მიმართ“. მეორე ნაწილში კათალიკოსი მრევლს მიმართაეს: „უფროისად მხიარულებით მისცემდით, თუინიერ დაჭირებისა, რამეთუ „მხიარულებით მისაცემელი უყუარს უფალსა“ (შღრ.2 კორინო. 9, 7). შემდეგ იგი მოძღვრავს მრევლს: „მკუიდრნო ამის ქალაქისანო ქართეელნო, რაოდენცა პირველად დიდად პატივცემდით(!) მღდელთაგან გიჴმს ლოცვაჲ და წირვაჲ, ნუ გეწყინების მათთუის ძალისაებრი მისაცემელი!”
ბოლოს კათალიკოსი მიმართაეს განჩინების ორსავე ობიექტს: „და თქუენ გიყუარდენ, ვითარცა მამანი სულიერნი, და მათ უყუარდით, ვითარცა შვილნი სულიერნი… კათალიკოსი ეტიფანე, განჩიჩების მიხედვით, მაინც მრევლს მიმხრობია; დავა, როგორც ჩანს, მის სასარგებლოდ გადაუწყვეტია და ორივე შემთხვევისათეის საეკლესიო გადასახადი 100 დრამის ნაცვლად 100 „ტფილურით“ განუსაზღვრავს. რაც შეეხება ფულის ერთეულს – „ტფილერს“, იგი სხვაგან არ გეხგდება. როგორც ჩანს, ეტიფანეს დროსაც ახალი შემოსული იყო, რადღგან კათალიკოსი განმარტავს: „ტფილური ასი დრამაი იგი იყოს – დანგი ერთი გ მიეცეს“, ე. ი. ერთი დანგი სამი ტფილური არისო. მრევლის ერთ-ერთ გადასახადად კათალიკოსი ,„სროხის ტყავს“ ადგენს და წერს: ,,სროხის ტყავი, რომელ ერთობ წაგიღიათ აქამდის, აწ საწირავადვე მისცემდით თუითო შოლტსა“. „სროხის ტყაეში“, ცხადია, იგულისხმება მიცვალებულის სულის სახელზე დაკლული საქონლის (ხარის ან ძროხის) ტყავი, რ-შიც წილი ეკლესიასაც ედო. კათალიკოსს ისიც შეუმცირებია და ერთი ,,შოლტით“ (ნაჭრით) განუსასღვრავს. ეტიფანე კათალიკოსის განჩინებას ტექსტის ბოლოს სომხ. ეჩასე ამოწმებენ ანისის ადგილ. ხელისუფლები – ეპისკოპოსი მეუფე გრიგოლი და ქალაქის ამირა ვაჰრამი. განჩინებას მიწერილი აქვს ორი თარიღი: ქართული - „ქრონიკონსა ულ!“ და სომხური „წელი 667", ჩეენი წელთაღრიცხვით ორივე 1218-ია. საყუ- რადღებოა, რომ ქართულში ზ-ს ნაცვლად, მისი მნიშვნელობით ჰარის დასმული. ეს წერილობით ძეგლებში იშვიათად, მაგრამ სხვაგანაც, გეხედება.
მეორე ქართ. ასომთავრული წა- რწერა, ამოკეეთილი ანისის სხეა ქართ. მართლმადიდებელი ეკლე- სიის სამხრ. კედელზე, სამეცნ. წრე- ებში ცნობილია 1910-იანი წლე- ბიდან. წარწერის ფოტო, გრაფიკუ- ლი მონახა“სი, ასომთავრული და გამიფრული მხედრული ტექსტე- ბი გამოქვეყნდა 1980. ეკლესია, რის კეღელსეც ამოკვეთილი იყო წარწერა, ამჟამად ღანგრეულია. საქართვ. ხელოენ. მუზხეუმის ფო1 ტოთეკაში ინახება წარწერის ფოტონეგატივი (M# I1653–-1854), ხოლო ხელნაწ. ინ-ტში, ი. ჯაეახიშეილის პირად საარქიეო ფონდში – ძალზე დასიანებული და ნაკლული წარწერის ტექსტის სამი გადმონაწერი – ორი ნ. მარის აეტოგრაფია, ხოლო ერთი – ი. ჯავახიშეილისა. ნ. მარს წარწერა გამოსაცემად ი. ჯავახიშვილისათვის გადაუცია, მაგრამ მას ეს არ განუხორციელებია.
ეკლესია და, კერძოდ, მისი კედელი, რ-სეც წარწერა იყო ამოკვეთილი, ძლიერ დასიანებულია. მართალია, წარწერა შედგება 23 სტრიქონისაგან, მაგრამ გაბმული ტექსტი იკითხება მხოლოდ მე-16 –23-ე სტრიქონებში. წარწერის შესახებ არსებული მასალების ურთიერთშეჯერებით გაირკეა, რომ იგი წარმოადგენს XIII ს. II ნახ. ანისის ცნობილი მოღეაწის, ეროენებით სომხის, მაგრამ სარწმუნოებით მართლმადიდებლის – პარონ სამადინის მიერ 1288 გაცემულ საბუთს.
Vარწერა შეეხება ანისის მოსახლეობის ან მისი ნაწილის მიერ სესხისა თუ გადასახადის გადახდას. წარწერა მნიშენელოვანია იმით, რომ მასში დასტურდება მონღოლთა ბატონობის დროს საქართეელოსა და ამიერკაეკასიაში გაერცელებული გადასახადები: თაღარი, ნამარი, ტამღა, ყაფჩერი, მალი, იამი: აგრეთვე ტერმინები: ბაჟტამღა, ტამღაჩი, თეთრი, ტამღის ამოგდება და სხე. ტერმინთა გარკექული ნაწილი მხოლოდ ამ წარწერის ტექსტში გვხედება (თალარი, ნამარი, ბაჟ-ტამდა, ტამღაჩი). ცალკე უნდა აღინიშნოს წარწერაში დადასტურებული ტამღის შესახებ, რ-ისგანაც უწარმოებიათ ტერმინები – ტამღაჩი და ბაჟ-ტამღა. პირველი ნიშნავდა ტამღის ამკრეფს, ხოლო მეორე – საქონელ- სე გადასახადს, წარმოქმნილს ქართ. და მონღ. შესაბამისი ტერ- მინების შეერთებით. ტამღა მო- ნღოლთა სახელმწიფოს ძირითა- დი გადასახადი იყო. დაწესდა XIII ს. 70-იანი წლებიდან და გაუქმდა 1565. მონლოლთა იმპერიის დაშლის შემდეგ საკუთრივ მონღდღოლ- თა, კერძოდ ილხანთა, სახელმწი- ფოში არაერთხელ უცდიათ მისი გაუქმება (,ტამღის ამოგდება“), მაგრამ უშედეგოდ. გადაწყვეტილე- ბა ერთ-ერთი ასეთი ცდის შესახებ დაუცავს ანისის ამ წარწერას. ტექსტის ბოლოს დასმულია თარიღი – ,,ქრონიკონი ჯემ“, ე. ი. 1288.