ვექტორული ველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:31, 27 ნოემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვექტორული ველისივრცითი არე, რომლის ყოველ წერტილს შეესაბამება განსაზღვრული ვექტორი.

ვექტორული ველის და ძალთა წირების ცნება შემოიღო ფარადეიმ (დაახლ. 1830 წ.). მისმა შრომებმა არ მიიღეს არავითარი აღიარება; მაგრამ 20 წლის შემდეგ ფარადეის თეორიას გაეცნო მაქსველი, რომელიც წერდა: „როდესაც მე ჩავუღრმავდი ფარადეის შრომების შესწავლას, შევამჩნიე, რომ მისი გაგების მეთოდიც მათემატიკურია, თუმცა არ არის წარმოდგენილი მათემატიკური სიმბოლოების პირობითი ფორმით. მე აგრეთვე შევამჩნიე, რომ... ეს მეთოდი შეიძლება შევუთანადოთ ცნობილი მათემატიკოსების მეთოდებს“.

ვექტორული ველის იდეა სამუდამოდ დაკავშირებულია ფარადეის და მაქსველის სახელებთან.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები