მოხეური დიალექტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოხეურიქართული ენის დიალექტი, გავრცელებულია საქართველოს ერთ-ერთ უძველეს კუთხეში – ხევში.

ხევი მდებარეობს კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობზე, თერგის აუზში. აღმოსავლრთით მას ხევსურეთი ესაზღერება, სამხრეთით – მთიულეთი, ჩრდილოეთით – ჩრდილო ოსეთი, დასავლეთით – შიდა ქართლი. ხევში, გარდა მოხევეებისა, ცხოვრობენ ხევსურები, ქისტები, ოსები. ხევზე გადის საქართველოს სამხედრო გზა.

მოხეურის ფონოლოგიური თაეისებურებებიდან აღსანიშნავია შემდეგი:

დაცულია ფონემა ჴ: ჴარი, ჴმალი, ჴოცს…, თუმცა ახალი თაობის მეტყველებაში იგი თითქმის აღარ ისმის. შედარებით მკვიდრია უმარცვლო Uuuu.JPG-ს პოზიცია. ზოგჯერ მას სიტყვათგანმასხვავებელი ფუნქციაც აქვს: სველი „დასველებული“ – სUuuu.JPGელი „შრატი, წაქი“; შეინიშნება ხმოვნის ფშევინიერი და იოტისებული შემართვის კვალი: ჰეკალი || ჲეკალი… ჩაკითხვისა და კითხვით-ძახილის ინტონაციისას თავს იჩენს მახვილიანი Ss wertilit.PNG: ძაუგს მიდიხარ? ძაუგსSs wertilit.PNG. ხმოვანთა ძლიერი რედუქცია: შკმები „სკამები“, ნიკბის „ნიკაპის“… დასტურდება დისიმილაციური გამჟღერების შემთხვევები: პატარა – ბატარა. მოხეურის ერთ-ერთი დამახასიათებელი ფონეტტიკური თავისებურებაა კომპლექსთა ნაირსახოვანი ცვლილებები: შხ → ჩხ (შხამა → ჩხამა): ჩქ → შქ (გააჩქარე → გააშქარე); სხ → ცხ (სხვა → ცხო) და პირიქით: ცხ → სხ (ცხიმიანი → სხიმიანი), სტ → შტ (ქისტი → ქიშტი); სკ → შკ (სკამი →შკამი)…

მოხეურში უა || ვა → ო პროცესი თითქმის გამონაკლისის გარეშეა გატარებული ყველა პოზიციაში: ვახტანგ → ოხთანგ, სიტყვა → სიტყო… ცელილებას შესაძლოა წინ უძღოდეს მეტათეზისი: მთვრალი → მთრვალი → მთროლი; თავს იჩენს საპირისპირო პროცესიც: ო → ვა: ოსი → ვასი, გიორგი → გივარგი Uuuu.JPGე || ვე → ო ცვლილება ორი ნაირსახეობით გვხედება Uuuu.JPGე → ვე → ო: გაშვება → გაშობა-; Uuuu.JPGე → ვე → Oooo.PNG: ძველი –> ძOooo.PNGლი; ო და Oooo.PNG ოპოზიცია ზოგჯერ მნიშვნელობებსაც განარჩევს: დოგოხმარა „დაგვახმარა“ – დOooo.PNGOooo.PNGხმარა „დაგვეხმარა“. შეინიშნება Oooo.PNG-ს დელაბიალიზაციის ტენდენციაც: დაგვეძინა – დOooo.PNGOooo.PNGძინა – დOooo.PNGგეძინა || დოგეძინა…ასევე ორი ნაირსახეობითაა წარმოდგენილი Uuuu.JPGი → ვი → უ-: მშვიდობა → მშუდობა; Uuuu.JPGი → ეი U xaziT.PNG: გვითხრა → გU xaziT.PNGთხრა, შვიდი → შU ori wertilit.JPGდი… ხდება -U xaziT.PNG ხმოვნის დელაბიალიზაციაც: დოგU xaziT.PNGრჩა → დოგირჩა. მოხეურს ახასიათებს უ → Uuuu.JPGი || ეი პროცესიც: დურბინდი → დვირბინდი. ზოგჯერ შეინიშნება ბოლოკიდური პოზიციის ცვეთის შემთხვევები: სახლისთვის → სახლისთUuuu.JPGი –: ლაბიალური თანხმოვანი ახდენს ხმოვნის პროგრესულ ასიმილაციას: პავლე → პოვლე, ამბავი → ამბოვი-.

I სუბიექტური და III ობიექტური პირის ნიშანთა ფონეტიკური ნაირსახეობანია: ჰ → ხ (ყრუ თანხმოვნების წინ: დახკაზმა, ხყვების) → ღ (სონორებისა და , მჟღერი თანხმოევნების წინ: ღმართებს, ლბრალობს); ს → შ (შიშინა ყრუ აფრიკატების წინ: შჭამს, შაშჩივლა) → ჟ (შიშინა მჟღერი აფრიკატის წინ: ჟჯავრობს), ს → ზ (, ძ მჟღერების წინ – მიზდევ, დაზძახა).

მოხეურში თავისებურია არა მარტო მახვილი, არამედ თითოეული ბგერის წარმოთქმაც: დამახასიათებელია მჟღერობის მაღალი ხარისხი, ფშვინვიერთა ბუნების შენარჩუნება და გაძლიერება. მოხეურში მახვილი არაა ფონოლოგიური; იგი სიტყვას ანიჭებს მუსიკალურ-ტონურ ელფერს და იცავს მას წინადადებაში მონოტონური წარმოთქმისაგან. მართალია, ცალკე სიტყვაში მოხეურის მახვილი ჰგავს მთიულურისას, მაგრამ მრავალმარცევლიან სიტყვაში ის ტონურ-დინამიკურისაკენ იხრება ისვე, როგორც სალიტერატურო ქართოულშია. სიტყვაში მთავარი და დამატებითი, თანამახვილი, შეინიშნება ბოლოდან მესამე-მეოთხე მარცვლებში. მრავალმარცვლიან სიტყვაში ორი მახვილი – დინამიკური და ტონური უდავოა. ტონური ჩანს დომინანტი. ტონის ამაღლება მესამე-მეოთხე მარცვალზეა.

მორფოლოგიური თავისებურებათაგან ყურადღებას იქცევს შემდეგი: სახელობითში ბრუნვის ნიშანი -ი დაერთვის როგორც თანხმოვანზე, ისე -ა ხმოვანზე ფუძედაბოლოებულ სახელებს: გუთან-ი, ქალა-ი… სხვა ხმოვნებზე ფუძედაბოლოებული სახელები, როგორც წესი, -ი ბრუნვის ნიშანს არ დაირთავენ. გამონაკლისია უ-ზე დაბოლოებული ერთმარცელიანი სახელები, რომელთაც ბრუნვის ნიშნის წინ უვითარდებათ ვ:ბუვ-ი, ყრუვ-ი-; უთანდებულო მიცემითი გამოიყენება ადგილის გარემოების გამომხატველად: ძაუგს წავიდა. ამ დანიშნულებით იგი იხმარება -თა სუფიქსიან მრავლობითთანაც (ნანათესაობითარი მიცემითი) – ცოლეურ-თა-ს დარჩებოდა-; მიცემითის ფორმა შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ვითარებითი ბრუნვის ფუნქციით: მზა-ს „მზად“, ტიტველას „ტიტველად“… და მოქმედებითი ბრუნვის დანიშნულებით: მამყვა სროლა-სროლა-ს („სროლა-სროლით"). მიცემითის -ს ნიშნით ფორმდება ზოგი ზმნისართი: წელია || წელია-ს… იგივე ზმნისართები შესაძლოა ნათესაობითი ბრუნვის ფორმითაც იქნეს წარმოდგენილი: წეღან-ის…ნათესაობითი, და მოქმედებითი ბრუნვის ნიშნები ვერ კვეცენ -ა ხმოვანზე ფუძედაბოლოებულ სახელებს და არც თვითონ რედუცირდებიან: ქალა-ის, ქალაით. დრო-ჟამის აღმნიშვნელი სიტყვების ნათესაობითი ბრუნვის ფორმა გამოხატავს დროის გარემოებას (ზამთრ-ის – „ზამთარში“); უთანდებულო მოქმედებითს შეუძლია გადმოსცეს გამოსვლითობა (აბლატივი) გერგეტ-ით (= გერგეტიდან); ფართოდაა გავრცელებული -ივ სუფიქსიანი წარმოება: ზამთარივ – „ზამთარში“, უნებლ-ივ – „უნებურად“.. წოდებითში ხმოვანზე ფუძედაბოლოებულ სახელებთან დამოწმებულია -Uuuu.JPG || უ: ქალა–Uuuu.JPG || ქა- ლა-უ…; ნაწილაკები შესაძლოა მიერთოს ნაცვალსახელთა ბრუნვის ფორმას (და არა ფუძეს, როგორც ეს სხვა დიალექტებსა თუ სალიტერატუროქართულში გვხედება): რა-მა-მე „რამემ“, რა-მ-ღა-ც „რაღაცამ“, ვინ-ებ-ი-ღა-ც „ვიღაცები“.

მოხეურში პროდუქტიულია ვითარების ზმნისართების -ებურ || -ებულ სუფიქსით წარმოება: ქარებულას || ქარებულად, ფარებულას || ფარებულად. იშვიათია -დამ თანდებული: გარედამ – „გარედან“. ამ ფუნქციით გამოიყენება უთანდებულო მოქმედებითი: სახლით, გარეთით. ჩვეულებრივი მოვლენაა -ში || შიგ (ჩი || ჩიგ), -ზე || ზედ, -გან თანდებულიანი სახელების -თი ფორმანტით გაფორმება (გამოსვლითობის ფუნქციის დაკონკრეტების შემთხვევაში): ჯარ-ჩიგა-თ – „ჯარში და იქიდან“, სახნავ-ზედ-ით – „სახნავზე და იქიდან“.

მოხეურში სახელთა მრავლობითი რიცხვის ფორმები თითქმის თანაბრად იწარმოება -ნ, -თა და -ებ სუფიქსებით. თავს იჩენს ზოგი თავისებურება: III პირის ნაცვალსახელთა მრავლობითის ფორმები უპირატესად -ებ სუფიქსით იწარმოება: ესე-ებ-ი || ეს-ებ-ი – „ესენი“, ის-ებ-ი – „ისინი“, ზოგ-ებ-ი / „ზოგნი“… -ებ გასდევს ბრუნების მთელ პარადიგმას: ემე-ებ-მ-ა – „ამათ“, ემე-ებ-ს, ემე-ებ-ის …; -ნ / -თ(ა) სუფიქსიანი მრავლობითი ოჯახის, შტო-გვარის სახელთა ძირითადი მაწარმოებელია. მის პარალელურად იხმარება -ენ ||-ეთ სუფიქსებიც.

მმოხეურში შეინიშნება ზოგი თავისებურება ზმნისწინთა გამოყენებაში: მოსალოდნელია მო- (მა-), იხმარება გა- სიზმარი გევჩU xaziT.PNGქენა, და-ს ცვლის გა- ზმნისწინი, ან – პირიქით: მძინარს [ძმებს] სულ თურმე გაშჭრა თავები; თავის ძროხა მეზობლის ძროხებჩი დაურია…

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები