უმლაუტი
უმლაუტი – (გერმ. Umlaut – გადახმოვანება) ,მეტაფონია (ბერძ. metaphoneo) ხმოვანთა რეგრესული ნაწილობრივი ასიმილაცია.
ფონეტიკურად უმლაუტი არის წინამდგომ (ძირეულ) მარცვალში ხმოვნის გაფართოება-დავიწროება მომდევნო მარცვლის ხმოვნის გავლენით. ყველაზე გავრცელებულია პალატალური გადაბგერება, როდესაც წინა რიგის დასურული ხმოვანი (განსაკუთრებით ი და ჲ) იწვევს ენის წინ გადაწევას, რის შედეგადაც ხდება რეზონატორული შევიწროება, ე. ი. a. o. u. → ā (e), ö, o. უმლაუტის სახეებია აგრეთვე ძირეული ხმოვნების ველარიზაცია და ლაბიალიზაცია სუფიქსის შესაბამისი ხმოვნის გავლენით. მაუმლაუტირებელი სუფიქსი ხშირად იკარგება და შეცვლილი ძირი იძენს გრამატიკულ ფუნქციას (შინაგანი ფლექსია). გამაფართოებელ უმლაუტს (brechung) უწოდებენ ველარულ ასიმილაციას, რადგან გაფართოებას თან ახლავს ხმოვნის უკან გადაწევა. დამავიწროებელ უმლაუტს უწოდებენ საკუთრივ უმლაუტს, ანუ პალატალურს, რადგანაც ხმოვნის არტიკულაცია შუა ენისკენ გადაიწევს. უმლაუტი შეიძლება იყოს როგორც ცოცხალი ფონეტიკური პროცესი, ისე ისტორიული გრამატიკალიზებული. ეს უკანასკნელი, ჩვეულებრივ, პალატალური უმლაუტია.
ქართული სალიტერატურო ენაში უმლაუტი არა გვაქვს, გავრცელებულია დიალექტებში. პილატალური უმლაუტი გვხვდება, მაგ., იმერულში (წავიდა > წევიდა).
ქართველურ ენათაგან პალატალური უმლაუტი ფართოდ არის წარმოდგენილი სვანურში. სვანური უმლაუტის კვლევას საფუძველი ჩაუყარა ა. შანიძემ. შემდეგ ამ პრობლემაზე მუშაობდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტები: ვ. თოფურია, გ. დეეტერსი, ს. ჟღენტი, თ. შარაძენიძე, მ. ქალდანი, გ. მაჭავარიანი, თ. გამყრელიძე, გ. კლიმოვი, კ. ჰ. შმიდტი, ა. ონიანი, ზ. ჭუმბურიძე, ი. ჩანტლაძე…
სვანური უმლაუტის კვლევის დროს არაერთი თეორიული საკითხი დაისვა და გადაიჭრა, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სვანურისა (და საერთოდ ქართველოლოგიის), არამედ უმლაუტთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემატიკის თვალსაზრისით. შესწავლილ იქნა სვანური უმლაუტის (დიალექტებისა და კილოკავების მიხედვით) გამომწვევი მიზეზები და შედეგები, მათი მოქმედების რელატიური ქრონოლოგიის საკითხები და მრავალი სხვა.
სწორედ უმლაუტის კანონზომიერებათა გათვალისწინებით მოეფინა ნათელი აბლაუტად მიჩნეულ ბევრ აუხსნელ ხმოვანთმონაცვლეობას. დიდძალ საილუსტრაციო მასალაზე წლების განმავლობაში დაკვირვებამ აშკარად ცხადყო (მ. ქალდანი), რომ სვანურ ენაში ხმოვანთა ასიმილაციას განაპირობებს არა მხოლოდ წინა მიმართულების უმლაუტი (ა, ო, უ, ,
û +
ი > ჲ / ე > ,
,
,
,
,
, არამედ უკანა მიმართულებისაც (ე + ა >
(ბზ- უშგ.) > ა (ბქ., ლნტ.), ი + ა > ე (ბქ) >
(ბზ. უშგ.), ე +
>
(ბზ.უშგ.) > ა (ბქ., ლნტ.), ე + ო/უ >
(უშგ.) – შედარებით იშვიათად, ი +
> ე (ბქ.) >
(ბზ., უშგ.). ამ უკანასნელში მეუმლაუტე ფონემებია უკანა რიგის ა ხმოვანი და
სონანტი, ხოლო საუმლაუტი – ე და ი (წინამავალი). შედეგების