მისისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:46, 31 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მისისი – ლომის სახის „შემაძრწუნებელი“ ღმერთი, „ველურად მომზირალი ლომი“, ეთაყვანებოდნენ მეათე ზემოეგვიპტურ ნომში, სადაც ბასტეტის ვაჟიშვილად იყო მიჩნეული. გვიანდელ პერიოდში მისი კულტი გავრცელდა დელტაში, სადაც მისი მთავარი საკულტო ადგილი ლეონტოპოლისი იყო.