რუტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:27, 7 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუტი – (ეგვ. rw.tj), ლომების წყვილი, რომელსაც ლეონტოპოლისში, ჰელიოპოლისის ჩრდილო-დასავლეთით (თანამედრ. თელ ელ-იაჰუდიე) ეთაყვანებოდნენ. ძალიან ადრე მოხდა მათი გაიგივება ატუმის შვილების პირველ წყვილთან შუსთან და ტეფნუტთან. უკვე პირამიდების ტექსტებში ვკითხულობთ, რომ ლომების წყვილი შუ და ტეფნუტია (PT 447). ამ წყვილს ექვემდებარებოდა შიმშილი და წყურვილი, და იგი გარდაცვლილთა მსხვერპლშეწირვას განაგებდა.



წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები