სივა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:32, 10 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სივა – (ეგვ. Śh.t-imw). ამონის კულტმა მტკიცე ფესვები გაიდგა სივას ოაზისში, რომელიც მდებარეობს უდაბნოში დაახლ. 500 კმ. ნილოსის დასავლეთით და 300 კმ. ხმელთაშუა ზღვის სამხრეთით.

ეგვიპტური კულტურის სივას ოაზისში გავრცელება ჰეროდოტეს მიხედვით ეთიოპური პერიოდიდან იწყება. სივას ამონს ეგვიპტელები „რჩევების ბატონს“ ეძახდნენ, რაც მის ორაკულის თვისებებზე მიუთითებს. ამონის კულტის სივაში გავრცელება ბერძნებთან, კერძოდ კირენელებთან იყო დაკავშირებული, რომლებიც მას აქ ზევსს ეძახდნენ. დღეისათვის შემორჩენილი ამონის ორაკულის ტაძარი ამასისის მიერ არის აგებული დაახლ. ჩვ.წ.-მდე 570 წ. მისი ძირითადად ეგვიპტური მახასითებლების მიუხედავად, კონსტრუქციის გარკვეული დეტალები მიუთითებს მშენებლობაში ბერძენი (კირენელი) ხელოსნების მონაწილეობაზე. ტაძარი მოიცავდა ფართობს 15x51, ხმ. და შედგებოდა პრონაოსის, წინა ეზოს, გადახურული ეზოს, ორსვეტიანი შიდა პალატის და წმინდათა წმინდა საკანისაგან, სადაც ჩვეულებრივ ღვთაების ქანდაკება იყო დაბრძანებული. შიდა პალატა და საკანი დასავლეთის მხრიდან დაკავშირებული იყო დარბაზით, საიდანაც ორაკულები წარმოითქმებოდა. ალექსანდრე დიდმა ჩვ.წ.-მდე 331 წ. აქ იზეიმა გამარჯვება და ორაკულისაგან რჩევა მიიღო.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები